ახალი ამბებისაკითხავი

გოგონამ ხელოვნური გულით 118 დღე იცოცხლა

ამ წლის დასაწყისში, 14 წლის დზანა სიმონსს დაუსვეს გულის კარდიომიოპატიის დიაგნოზი. ეს ნიშნავს იმას, რომ გულის კუნთები სუსტდება და აღარ შეუძლია სისხლის მიწოდება სხეულისთვის.პირველად დზანამ გადაინერგა გული ჰოლტზის ბავშვთა საავადმყოფოში 2 ივნისს. მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში გადანერგილი გული გაჩერდა და აუცილებელი იყო მისი კიდევ ერთხელ შეცვლა.

ექიმებს ქონდათ დარჩენილი მხოლოდ ერთი გამოსვალი. უნდა გამოეყენებინათ ხელოვნური გული, რომელიც პატარა ხელსაწყოს უფრო გავდა ვიდრე გულს, სანამ იშოვნიდნენ ნამდვილს. დზანა შეაერთეს ამ ხელსაწყოზე და დაუჯერებელი 118 დღე იცოცხლა მან ამ მანქანაზე მიერთებულმა. 118-ე დღეს 29 ოქტომბერს, გამოჩნდა დონორი, რომლის გული და თირკმელი გადაუნერგეს სიმონსს. ეს დზანასთვის იყო მესამე გული და მეორე თირკმელი.

რამდენიმე ხნის წინ სიმონსი თავის ექიმებთან ერთად ესაუბრა ABC NEWS-ს ტელეარხს და აღუწერა თუ რას გრძნობდა 4 თვის განმავლობაში, როდესაც ის იყო გამობმული ამ საზარელ მანქანაზე.

დზანა სიმონსი, მიჩნეულია პირველ პაციენტად, რომელმაც შეძლო ასეთი დიდი ხნით ცხოვრება ხელოვნული გულით.

ამჟამად, პატარა გოგონა კარგად გრძნობს თავს, თუმცა მაინც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close