ფსიქოლოგია

რატომ ვიმეორებთ წარსულის შეცდომებს? 2023

ქცევის იძულებითი განმეორება, არის მდგომარეობა, როდესაც მიუხედავად წარსულში დატოვებული ტრავმებისა და ნეგატივისა, ჩვენი გონება და ორგანიზმი იმეორებს ერთიდაიმავე ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა ასევე ცნობილია, როგორც ტრავმის განმეორება, ის შეიძლება იყოს როგორც სიმბოლურ, ასევე ფიზიკურ ფორმებში. სიმბოლურ ფორმებში შეიძლება მოიცავდეს განმეორებადი სიზმრების ხილვას, რომელიც ფოკუსირებულია პირველადი ტრავმის მსგავს საგნებზე. სხვა შემთხვევებში, ეს შეიძლება მოიცავდეს ემოციურად ან ფიზიკურად მტკივნეული სიტუაციების გამეორებას, რაც ადამიანებმა წარსულში განიცადეს.

Couple fighting

“იძულებითი განმეორეობა”: წარსული შეცდომების გამეორება ფროიდის მიხედვით

“იძულებითი განმეორება” პირველად აღწერა ზიგმუნდ ფროიდმა, ავსტრიელმა ექიმმა, რომელიც ცნობილია ადამიანის ფსიქოანალიზის განვითარებით. დაკვირვებებზე დაყრდნობით, ფროიდმა თქვა, რომ ადამიანებს აქვთ სიკვდილის ინსტინქტი, რომელიც არის არაცნობიერი ძალა ამ სწრაფვის უკან, რათა განმეორებით ვეძიოთ თვითდაზიანების გზები.

ამ ნარატივით, ფროიდმა აჩვენა, თუ რამხელა გავლენა აქვს ადამიანის არაცნობიერს ცნობიერზე მაშინაც კი, როდესაც თავს კარგად და მშვიდად ვგრძნობთ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა არ იციან , რეპრესირებული მოგონებები და ტრავმები კვლავაც ახდენენ გავლენას ცნობიერ ქცევაზე.

“იძულებითი განმეორების” ტიპები

  • ქცევების განმეორება: ადამიანებმა შეიძლება აღმოჩინონ, რომ იმეორებენ გარკვეულ რუტინას ან ქცევას, მაშინაც კი, თუ ეს არ არის ის, რაც მათ სიამოვნებთ. ასეთი ქცევა ასევე შეიძლება იყოს არაადაპტაციური და შეგვიქმნას პრობლემები ცხოვრებაში.
  • სიტუაციების განმეორება: სხვა შემთხვევებში, ადამიანები შეიძლება განმეორებით მოხვდნენ იმავე სიტუაციაში, თუნდაც ეს იყოს ის, რისი თავიდან აცილებაც ურჩევნიათ.
  • “თვითმგვემი” ქმედებების განმეორება: ეს გულისხმობს განმეორებას თვითსაბოტაჟური ქმედებებისა, როგორიცაა ნეგატიური საკუთარ თავზე საუბარი.
  • ურთიერთობების განმეორება: მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ იცის, რომ ისინი საზიანოა, სარა არაერთხელ შედის ტოქსიკურ ურთიერთობებში, ქვეცნობიერად ცდილობს ამ შაბლონების მეშვეობით გამოასწოროს თავისი პრობლემური ბავშვობა. ყოველ ჯერზე, იგი მთავრდება დაშავებული და იმედგაცრუებული, მაგრამ ციკლი გრძელდება.
  • ტრავმის განმეორება: ამ შემთხვევაში, განმეორებითი იძულება გულისხმობს წარსულის ტრავმული მოვლენების პირდაპირ განმეორებას და განცდას.
200206 stock couple fighting ew 527p

მიზეზები:

  • არაცნობიერი შაბლონები: როგორც თავდაპირველად ფროიდმა თქვა, არაცნობიერმა შაბლონებმა შეიძლება მიიყვანოს ადამიანები არასასარგებლო ან საზიანო ქცევებში, ისე, რომ ადამიანს არ ესმოდეს, რატომ აკეთებს ამას.
  • მიჯაჭვულობის საკითხები: ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მიჯაჭვულობის პრობლემები ადრეული უარყოფის ან ტრავმის გამო, შესაძლოა განმეორებით ეძებონ არაჯანსაღი ურთიერთობები ზრდასრულ ასაკში.
  • პირობითი ასოციაციები: განმეორებადი ქცევები შეიძლება ზოგჯერ წარმოიშვას, რადგან ადამიანმა ჩამოაყალიბა ასოციაციები, რომლებიც ქცევას თითქმის ავტომატურად ხდის.
  • ემოციური დისრეგულაცია: განმეორების იძულება შეიძლება ასევე მოხდეს, როდესაც ადამიანებს აქვთ ცუდად რეგულირებული ემოციური რეაქციები ნეგატიურ მოვლენებზე. მათ შეიძლება გაუჭირდეთ რთული ემოციების ან კრიტიკის მოთმენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათ რეაგირება არაადეკვატური სიტუაციის მიმართ.
  • პიროვნება: ზოგჯერ პიროვნების გარკვეულმა მახასიათებლებმა, როგორიცაა იმპულსურობა ან პერფექციონიზმი, შესაძლოა ამ პროცესის შანსები გაზარდოს.


ადამიანებს, რომლებმაც განიცადეს ძალადობა და ტრავმა, შეიძლება ჰქონდეთ “გამეორების იძულების” განცდის უფრო მაღალი რისკი. მათ შორის სხვა ფსიქოლოგიური პრობლემებიც,როგორიცაა დაბალი თვითშეფასება და ა.შ
ამაზე შეიძლება გავლენა იქონიოს რამდენიმე სხვა მიზეზმაც. ეს შეიძლება ასოცირებული იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის გარკვეულ პირობებთან, განსაკუთრებით ისეთებთან, რომლებიც დაკავშირებულია წარსულის ტრავმებთან. ზოგიერთ ამ მდგომარეობას მიეკუთვნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) და BPD.

მაგალითები:

ნეგატიური შედეგების გაცნობიერების მიუხედავად, ნიკა გამუდმებით იშავებს თავს ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებით, რითად ქვეცნობიერად ცდილობს გაუმკლავდეს წარსულ ტრამვას და ემოციურ ტკივილს.

მარიამი აღმოაჩენს, რომ მუდმივად მაკონტროლებელ და შეურაცხმყოფელ მეგობრულ გარემოში იმყოფება, რითად ის იმეორებს წარსული ურთიერთობის დინამიკას მის გაბატონებულ მამასთან, რადგან ცდილობს მოიპოს კონტროლი მასზე, თუმცა უსაფუძვლოდ.

საბა, რომელსაც ბავშვობაში ხშირად უგულებელყოფდნენ და აკრიტიკებდნენ, ზრდასრულ ასაკში ხდება შრომისმოყვარე ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს დაამტკიცოს თავისი ღირსება კარიერული წარმატების გზით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში სწირავს პირად ცხოვრებას და კეთილდღეობას.

1 Is Repeating Redoing a Part of OCD

განმეორებითი იძულების მკურნალობა

თუ თქვენ შეამჩნიეთ ქცევები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გამეორების იძულებასთან, არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ამ საკითხის მოსაგვარებლად. ეს რთული ფსიქოლოგიური საკითხია, რაც ნიშნავს, რომ მისი მკურნალობა რთულია.

მაგალითად ფსიქოთერაპია შეიძლება იყოს კარგი იდეა.

კოგნიტური ქცევითი თერაპია (CBT)
კოგნიტური ქცევითი თერაპია არის თერაპიის ფორმა, რომელიც მართავს გაუმართავ ავტომატურ აზრებს, რაც იწვევს ადამიანებში არაადაპტაციური ქცევის გამეორებას. ადამიანები სწავლობენ როგორ განავითარონ ახალი უნარები, რაც მათ საშუალებას აძლევს შეცვალონ ნეგატიური აზრები უფრო სასარგებლო, რეალისტური აზრებით.

ფსიქოდინამიკური თერაპია
თერაპიის ეს ფორმა მოიცავს წარსული გამოცდილების შესწავლას, რათა გაიგოთ მეტი არაცნობიერი ან ქვეცნობიერი საკითხების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ გამოიწვევენ ქცევის გამოორებას. ეს არის გამჭრიახობაზე დაფუძნებული თერაპიის ტიპი, რომელიც ეხმარება ადამიანებს დაამყარონ კავშირი წარსულ გამოცდილებასა და ამჟამინდელ ქცევას შორის.
ფსიქოდინამიკურ თერაპიას შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს უკეთ გაიგონ მათი ემოციები და გააუმჯობესონ პერსონალური ურთიერთობები. კვლევა ვარაუდობს, რომ ფსიქოდინამიკური თერაპია შეიძლება იყოს ისეთივე ეფექტური, როგორც CBT.

ტრავმაზე ორიენტირებული ჯგუფური თერაპია
თუ თქვენ გაქვთ ტრავმის გამოცდილება, შეიძლება დადებითი აღმოჩნდეს მხარდაჭერის მიღება სხვებისგან, რომლებსაც ჰქონდათ მსგავსი გამოცდილება და იციან, თუ რას განიცდით. ჯგუფური თერაპია დაგეხმარებათ თქვენი გამოცდილების დამუშავებაში, სოციალური მხარდაჭერის მოპოვებაში და უსაფრთხო სივრცის პოვნაში თქვენს გრძნობებსა და გამოცდილებაზე სასაუბროდ. ჯგუფური თერაპია კარგი საშუალებაა დადებითი ქცევების ჩამოსაყალიბებლადაც.
ასევე კარგი იდეაა მუსიკის მოსმენა, ვარჯიში, მედიტაცია, იოგა, სუნთქვის შესწავლა, ჩანაწერების კეთება.

საბოლოოდ, არასდროს უარყოთ წარსულის ტრავმები, ისინი უნდა მოიშოროთ მალევე, რადგან არასდროს ქრებიან. ხანდახან, როდესაც ყველაზე მეტად არ ველოდებით, მაშინ გამოჩნდებიან ხოლმე.

GettyImages 554392555 56a89ed75f9b58b7d0f3ac9f

წყარო: verywell.com

უცნაური • Ucnauri

მსგავსი ამბები

Back to top button