მსოფლიო გამოგონებები
მსოფლიო გამოგონებები…
XXI საუკუნე
თვითმფრინავი მზის ბატარეებზე
მწარმოებელი – ევროპელ მეცნიერთა ჯგუფი.
Agence France-Presse იუწყება იმის შესახებ, რომ Solar Impulse-მ განახორციელა თავისი პირველი საერთაშორისო რეისი. თვითმფრინავი 08:40-ზე აფრინდა შვეიცარიიდან და 12 საათი მოანდომა ბელგიის აეროპორტამდე მანძილის დაფარვას. მფრინავ აპარატზე 12 ათასი მზის ბატარეაა დამონტაჟებული, რომლებიც არამარტო თვითმფრინავის 63,4 მეტრის სირძის ფრთაზეა განთავსებული, არამედ მის სხვა კონსტრუქციებზეც.
რობოტი-მოკრივე
გამომგონებელი – კრის ტრესიდერი
ეს ერთგვარი რობოტი მოკრივესათვის მეტად მოხერხებული სპარინგ-პარტნიორია. ტრადიციული საკრივო მსხლისგან განსხვავებით, მას საპასუხო დარტყმის მოყენების უნარი შესწევს.ტრესიდერის თქმით, Punching pro არ იმეორებს ერთი და იგივე მოძრაობას, ხოლო მისი რკინის ხელები სხვადასხვა სიჩქარით და მიმართულებით ავითარებენ დარტყმებს. ავსტრალიელი გამომგონებლის აზრით ამ გამოგონების სასტარტო ფასი 1000 აშშ დოლარი იქნება.
ყავის ტემპერატურის მარეგულირებელი
მწარმოებელი – ამერიკელ ინჟინერთა ჯგუფი
Joulie–ი შესაძლებელია ყავის მოყვარულთათვის შეუცვლელ ატრიბუტად იქცეს. იგი ვიზუალურად ყავის მეტალის მარცვალს ჩამოჰგავს, რომელიც საშუალებას იძლევა ცელსიუსის 60 გრადუსამდე გააგრილოს ყავა. ხსენებული ნოუ-ჰაუ ჯერ კიდევ გაყიდვაში არ გამოსულა, მაგრამ უკვე შეძლო 35000 აშშ დოლარის მოპოვება. Joulie მეტალის კორპუსის მქონე მარცვალია, რომელიც შექცევადი ფაზის მასალით არის შევსებული, რომელიც ცელსიუსის 60გრადუსზე დნება. ყავას რაც შეეხება-ის კიდევ დიდხანს ინარჩუნებს ხსენებულ გრადუსს დნობის პროცესის შემდგომ.
XX საუკუნე
ხელოვნური გული
გამოიგონა რობერტ ჯავრიკმა 1982 წელს.
ხელოვნური გული წარმოადგენს ტექნოლოგიურ მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება სიცოცხლისთვის საჭირო გემოდინამიკის პარამეტრების ხელის შესაწყობად.
რობერტ ჯავრიკი – ამერიკელი მეცნიერი, მკვლევარი და ანტრეპრენიორი.
კომპაქტ დისკი ( CD )
SONY & Philips 1980 წ.
კომპაქტური დისკი (Compact Disc) წარმოადგენს ინფორმაციის ოპტიკურ მატარებელს პლასტიკური დისკის სახით.
აკვალანგი
გამოიგონეს ჟაკ–ივ კუსტომ და ემილ განიანმა 1943 წელს.
აკვალანგი წარმოადგენს მსუბუქ წყალქვეშა აღჭურვილობას, რომლის საშუალებითაც წყალქვეშ 300 მეტრის სიღრმემდე ჩასვლა და გადაადგილება არის შესაძლებელი.
კუსტოს და განიანის გამოგონებას 60 მეტრი სიღრმის დალაშქვრა შეეძლო.
ჟაკ–ივ კუსტო – ცნობილი ოკეანის მკვლევარი, ფოტოგრაფი , რეჟისორი, გამომგონებელი, მრავალი წიგნისა და ფილმის ავტორი.
ემილ განიანი – ფრანგი ინჟინერი.
XVIII – XIX საუკუნეები
რენტგენის სხივები
გამოიგონა ვილჰემ რენტგენმა 1895 წელს.
ვილჰემ რენტგენი ამ გამოგონებას X სხივები ( X-Ray) დაარქვა.
ვილჰელმ რენტგენი – გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ერთ–ერთი პირველი ლაურეატი.
„ელვა“ შესაკრავი
გამოიგონა უიტკომბ ჯადსონმა 1891 წელს.
„ელვა“ შესაკრავის პროტოტიპი ძნელი დასამზადებელი და არასაიმედო იყო.
უიტკომბ ჯადსონი – ამერიკელი მექანიკური ინჟინერი და გამომგონებელი.
გრამოფონი
გამოიგონა ემილ ბერლინელმა 1887 წელს.
გრამოფონი, ედისონის ფონოგრაფისაგან განსხვავებით აღჭურვილია ებონიტის (კაუჩუკის) ფირფიტით.
ემილ ბერლინელი – ამერიკელი გამომგონებელი.
I – XVII საუკუნეები
ბარომეტრი
გამოიგონა ევანჯელისტა ტორიჩელიმ 1643 წელს.
ბარომეტრი წარმოადგენს ხელსაწყოს, რომელიც ატმოსფერულ წნევას ზომავს.
ევანჯელისტა ტორიჩელი – იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. იგი გალილეის მოსწავლე იყო და მის საქმეს აგრძელებდა ახალი მექანიკის დამუშავების დარგში.
ფანქარი
გამოიგონა კონრად გესნერმა 1565 წელს. კონრად გესნერი იყო შვეიცარელი (ციურიხი) მეცნიერ ენციკლოპედისტი.
ფანქარი (თურქ. Karadas – შავი ქვა) წარმოადგენს გრაფიტის, ნახშირის ან გამხმარი საღებავის ხის კორპუსში მოქცეულ, ხატვისთვის ან წერისთვის განკუთვნილ ხელსაწყოს.
კონრად გესნერი ( Conrad Gesner 1516 – 1565 ) – შვეიცარიელი მეცნიერ -ენციკლოპედისტი .
სათვალე
გამოიგონეს იტალიაში 1280 წელს.
სათვალის პირველი პროტოტიპს ჩრდილოეთ აზიასა და ამერიკაში მოიხმარდნენ. იგი წარმოადგენდა ცხოველთა ძვლისაგან ან ხის ქერქისაგან გამოთლილ ფორმას, რომელსაც ჭრილები ჰქონდა დატანებული.
ჩვენ წელთაღრიცხვამდე
კომპასი
გამოიგონეს ჩინეთში ჩვ.წ–მდე მე–4 საუკუნეში.
მისი საშუალებით ჩინელები უდაბნოში გადაადგილდებოდნენ.
პირველი მონეტა
გამოიგონეს ჩინეთში და ლიდიაში ჩვ.წ–მდე მე–8 საუკუნეში .მონეტებზე ღმერთების სახეები იქნა ამოტვირფული. მოგვიანებით მათზე მონარქის პორტრეტებსაც ასახავდნენ.
პირველი ბორბალი
შეიქმნა მესოპოტამიაში ჩვ.წ–მდე მე–4 ათასწლეულში.
პირველი ბორბლის თავდაპირველი მასალა ხე იყო. ბორბალი წარმოადგენდა სოლზე ჩამოცმულ და ღერძზე დაფიქსირებულ დისკოს.
წყარო: codna.ge