არქივი

საუკეთესო სტრატეგიული ბომბდამშენები

d8ea68803c53
Tu-160  – რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი რომელიც წარმოებულია საბჭოთა კავშირში და დღემდე გამოიყენება რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების შემადგენლობაში. ტუ-160 უდიდესი კეცვადფრთიანი თვითმფრინავია რომელიც ოდესმე შექმნილა. ამ დროისთვის რუსეთის შემადგენლობაში დაახლოებით 15 ასეთი მოდელის თვითმფრინავია, მათ დროთა განმავლობაში ჩაუტარდა მოდერნიზაცია რის შედეგადაც მნიშვნელოვნად განახლდა და დაემატა რამოდენიმე თანამედროვე საბრძოლო ტექნოლოგია. ტუ-160 გააჩნია ყველაზე დიდი ასაფრენი წონა სამხედრო თვითმფრინავებს შორის და ყველაზე მაღალი მაქსიმალური სიჩქარეც. ის მართლაც უნიკალური სტრატეგიული ბომბდამშენია მისი ეკიპაჟი 4 კაცისგან შედგება და თვითმფრინავს შეუძლია 40 000 კილოგრამი ტყვიაწამლის გადატანა, ასევე აქვს ფრთოსანი რაკეტები და ყველაზე მნიშვნელოვანი ტუ-160 შეუძლია ატაროს მოკლე დიაპაზონის ბირთვული რაკეტა. ტუ-160 ამ დროისთვის მხოლოდ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები იყენებს წარსულში იგი ასევე ჰქონდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსაც მაგრამ იგი კვლავ რუსეთს გადაეცა 1999 წელს ვალის სანაცვლოდ. თვითმფრინავის მეტსახელია და მას ხშირად უწოდებენ თეთრ გედს. ნატოს კლასიფიკაციით ამ თვითმფრინავს Blackjack ეწოდება პირადად ჩემთვის ეს ცოტათი უცნაურიცაა რადგან თვითმფრინავს ამ სახელთან არაფერი აქვს საერთო.

4224b4732f48
Rockwell B-1 Lancer – ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი რომელმაც პირველი გაფრენა 1974 წელს განახროციელა მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები იყენებს. Rockwell B-1 Lancer აქტიურად გამოიყენებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნატოს მხარდასაჭერად ავღანეთისა და ერაყის კონფლიქტებში. თვითმფრინავი არის ძალიან მანევრირებადი მაგრამ ზოგიერთი სამხედრო ექსპერტის აზრით იგი ბევრად ჩამოუვარდება რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენ ტუ – 160 -ს. თვითმფრინავს შეუძლია სახვადასხვა დონის და მოდიფიკაციის ასეულობით ბომბის გადატანა და სამიზნის სწრაფად განადგურება. თვითმფრინავს თანდათანობით უტარდება მოდერნიზაცია და ხდება მისი ჩანაცვლება თანამედროვე საბრძოლო ტექნოლოგიებით.

a11ad93b23be
B-2 Spirit – ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი იგი დაპროექტებულია იმისთვის რომ გაარღვიოს მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და ასევე განათავსოს ბირთვული იარაღი. B-2 Spirit საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა სერბეთში კოსოვოს ომის დროს 1999 წელს ასევე ერაყის ომის და ავღანეთის ომის დროს ერთ-ერთმა B-2 Spirit-მა კატასტროფა განიცადა 2008 წელს ბაზიდან აფრენის დროს მაგრამ პილოტება კატაპულტირება მოასწრეს. ამ თვითმფრინავის მონაწილეობით ხშირად ეწყობა ავია შოუები. ალბათ ბევრს გეცნოთ ეს თვითმფრინავი დიზაინით რადგან იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძლიერი ამერიკული თვითმფრინავია. სხვადასხვა წყაროებით დღე-დღეისობით ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების განკარგულებაში 20 ასეთი თვითმფრინავია. მათ დროგამოშვებით უტარდება მოდერნიზაცია რომელიც ახალი ტექნოლოგიების დამატებას გულისხმობს ამ თვითმფრინავის სიძლიერიდან გამომდინარე მისი ფასიც საკმაოდ ძვირია. B-2 Spirit-ს შეუძლია ატაროს ბირთვული ბომბები მისი ,ეკიპაჟი ორი კაცისგან შედგება. B-2 ერთადერთი თვითმფრინავია რომელსაც შეუძლია ატაროს დიდი ჰაერი-მიწა ტიპის შეიარაღება სტელსის კონფიგურაციაში იგი მართლაც ბრწყინვალე და გამოცდილი თვითმფრინავია.

4b60f3256ca7
TU-22M – რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი რომელმაც პირველი გაფრენა 1969 წელს შეასრულა, იგი ამჟამადაც აქტიურად გამოიყენება რუსების მიერ მაგრამ მისი მეზობელი უკრაინა ამ თვითმფრინავს უკვე მუზეუმში ინახავ,ს რადგან მათი აზრით საკმაოდ მოძველებულია და თითქმის ვეღარაფერში გამოიყენება. TU-22M-ს შეუძლია ატაროს რამოდენიმე ათასი კილოგრამი სხვადასხვა სახეობის ბომბი და სამიზნე გაანადგუროს სწრაფად და ხარისხიანად მოკელე დროში.

მსგავსი ამბები

Back to top button