არქივი

10 თვისება წარმატებული ბლოგერისათვის!


კარგ და წარმატებულ ბლოგერად ყოფნა არც ისე ადვილია როგოც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამაში ალბათ უცნაურის ბლოგერებიც დამეთანხმებიან :) მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ დამწყებ ბლოგერებს უნდა შეეშინდეთ ამ სირთულეების.
გთავაზობთ იმ თვისებების ათეულს რომელსაც კარგი ბლოგერები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ. სანამ დაიწყებთ ბლოგერობას თვალი გადაავლეთ მათ და კარგად განსაზღვრეთ რამდენ მათგანს აკმაყოფილებთ.

1. წარმატებულმა ბლოგერმა ყოველთვის იცის თუ რა სურს!

მას ყოველთვის განსაზღვრული აქვს მიზანი და შესაბამისი  სტრატეგია. ყოველთვის ცდილობს იყოს ორგანიზებული ამ საქმეში და ყოველთვის მოეძებნება გადაწყვეტილებები გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.

2. წარმატებულმა ბლოგერმა კარგად იცის თუ რას აკეთებს!

ის კარგად არის ინფორმირებული და კითხულობს ბევრს, და არა მარტო იმას რითიც ძირითადად დაინტერესებულია. მას რა თქმა უნდა აქვს კარგი ცოდნა შესაბამის სფეროში.

3. წარმატებულმა ბლოგერმა ყოველთვის იცის რა და როგორ უნდა გააკეთოს!

მან იცის რომ ” ხარისხი არა უბრალოდ ქმედებაში არამედ ჩვევაშია”(არისტოტელე). ის აგრძელებს წერას და გაუმჯობესებას ამა თუ იმ სტატიისა მანამ სანამ არ მიაღწევს საუკეთესო შედეგს. ასევე მან კარგად იცის რომ იყო თანმიმდევრული ეს ბლოგერის მთავარი სიძლიერეა.

4. წარმატებული ბლოგერი კარგი მეგობარია!

ის არ ხედავს კონკურენტებს იმ ბლოგერებში რომლებიც მის სფეროში მუშაობენ! მათ უყურებს როგოც ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ახალ წყაროს. ის ყოველთვის მიმართავს მკითხველებს იმ ბლოგერების სტატიებისკენ რომლებსაც საინტერესოდ თვლის. მან იცის რომ ბმული რომელიც მიიმართება სხვა ბლოგერის სტატიისაკენ, ავტორის დაფასების ყველაზე კარგი საშუალებაა.

5. წარმატებული ბლოგერი კარგი მოსაუბრეა!

თუ დისკუსია აქტუალურია ბლოგერი ყოველთვის საღი აზრით ერთვება ამ დისკუსიაში და არააქვს მნიშვნელობა მისი აზრი კომენტარების სახით არის გამოხატული თუ ახალი სტატიის.

6. წარმატებული ბლოგერისთვის აუცილებელია ინდივიდუალიზმი.

იმისთვის რომ მოგისმინონ აუცილებელია უნიკალური და მხოლოდ შენთვის დამახასიათებელი ტონი და სტილი გქონდეს. Copy-paste რომ სტილი არაა ყველამ კარგად უნდა გაიგოს. იმ შემთხვევაშიც თუ საკითხზე უკვე დაწერა ვიღაცამ უნდა შეეცადოთ  იპოვოთ ახალი ჯერ კიდევ უცნობი რამ ამ საკითხთან დაკავშირებით და გამოთქვა შენი განსხვავებული მოსაზრება ახალი სტატიით. ეს მკითხველს აუცილებლად დააინტერესებს.

7. წარმატებული ბლოგერი მუდამ მზადაა ცვლილებებისთვის!

ყველა კარგად გრძნობს იმ დროის დინამიურობას რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. შესაბამისად გარემო მოითხოვს დინამიურ აზროვნებასა და პიროვნულ თვისებებს. ასე რომ ბლოგერი როგორც ადაპტაციისათვის უნდა იყოს მზად, ასევე ყოველთვის უნდა ეჭიროს თვალი განვითარებაზე არამხოლოდ საკუთარ სფეროში.

8. წარმატებულმა ბლოგერმა იცის საკუთარი თავის ფასი!

აქვს კარგად განვითარებული თვით-ანალიზისა და თვითკრიტიკის უნარი. გახსოვდეს რომ საკუთარი ღირებულებების კარგად ცოდნა ნიშნავს იცოდე კარგად საკუთარი ნაკლოვანებების შესახებ. იცოდე საკუთარი ნაკლოვანებების შესახებ კი ნიშნავს იცოდე რა მხრივ განვითარდე.

9. წარმატებულ ბლოგერ ყოველთვის სურს იყოს უკეთესი!

ის არასდროს ფიქრობს წარმატებაზე ისე როგორც ბლოგერის მთავარ მიზანზე. რატომ? იმიტომ რომ ეს არაა მისი მიზანი :) ის უწყვეტად ცდილობს გაუმჯობესებას. იცის რომ რაც მეტ ხარისხსა და ღირებულებას მიაღწევს მით მეტად იქნება დაფასებული მკითხველის მხრიდან.

წარმოიდგინეთ რომ მიცოცავთ მთაზე რომლის წვერი არც ჩანს და არც არასდროს გამოჩნდება.  თქვენი მთავარი ღირებულება არის ის რომ იცით რამდენი გაქვთ გავლილი ამ გზაზე და იცით რომ გაჩერებას არ აპირებთ.

მეათე და არამხოლოდ ბლოგერისთვის აუცილებელი…

10. წარმატებული ბლოგერი = ჯანმრთელი ბლოგერი

ეს რაღა ჯანდაბააო გაიფიქრებთ :) ახლავე მიიღებთ პასუხსაც.

“Mens sana in corpore sano” “ჯამრთელი გონება ჯანმრთელ სხეულშია” (სპეციალურად არ დავწერე ეს

ანდაზა იმ სახით რომლითაც ყველამ ვიცით იმიტომ რომ ის არ მომწონს და თან აქ ასე უფრო უხდება.)

ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ წარმატებულმა ბლოგერმა კარგად იცის: გამჭრიახი გონებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია. ის კარგად აფასებს იმ საათებს რომლებიც ჯანსაღი ძილისთვის აქვს გამოყოფილი, ჯანსაღ საკვებს და რა თქმა უნდა მის სამუშაო განრიგს :)

ბევრს შეიძლება დემაგოგიურად მოეჩვენოს მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ ჯანმრთელობა ერთერთი მთავარი წინაპირობაა კარგი გონებრივი განვითარებისთვის.

მსგავსი ამბები

Back to top button