ეს არის მსოფლიოში ყველაზე ციცაბო ქუჩა Baldwin Street , რომელიც მდებარეობს ახალი ზელანდიის სამხრეთ გარეუბანში, ქალაქ Dunedin-ში. ქუჩის სიგრძე 350 მეტრია. მის ზედაპირზე დაგებულია ასფალტი.
1988 წლიდან გაზაფხულობით , აქ იმართება ყოველწლიური შეჯიბრი “Baldwin Street Gutbuster”. დავალება მდგომარეობს შემდეგში: მონაწილეებმა უნდა აირბინონ ქუჩა და შემდეგ ისევ უკან ჩამოვიდნენ. ეს მოვლენა იზიდავს ასობით მოთამაშეს. 2008 წელს რეკორდი იყო 1 წუთი და 56 წამი.
2001 წლის მარტში, ორი სტუდენტი ერთად ცდილობდა ქუჩის თავიდან ბოლოში დაშვებას, ერთი მათგანი, 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მეორემ მიიღო თავის დაზიანება.
ქუჩა არის William Baldwin ის სახელობის.