მისტიკასაკითხავისასარგებლო

პლატონური სხეულები

პლატონი თვლიდა, რომ ყოველი სტიქია (დედამიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი, და სამყარო) წარმოიშობა მართკუთხა სამკუთხედიდან.
http://www.vub.ac.be/FUND/pictures/Plato_5.jpeg
პლატონი.


თუ სამგანზომილებიან სიბრტყეში ავაგებთ წესიერ, მრავალწახნაგა ფიგურებს აღმოვაჩენთ, რომ ასეთი მხოლოდ ხუთია: კუბი, ტეტრაედრი, იკოსაედრი, ოქტაედრი და დოდეკაედრი.
http://files.kotisivukone.com/productspace.ota.fi/Suhdelaskenta/monitahokkaat_1.jpg
პლატონური სხეულები
სწორედ ამ გეომეტრიულ სხეულებს ეწოდებათ პლატონური სხეულები. ისინი სტიქიებს მიესადაგებიან ნივთიერების აგებულების სტრუქტურის მიხედვით.კუბი აღნიშნავდა დედამიწას, რადგან ითვლებოდა, რომ ის კუბის ფორმის ნაწილაკებისგან შედგებოდა.ტეტრაედრი (პირამიდა) აღნიშნავდა ცეცხლს, რადგან ის პირამიდისებრი წახნაგა სხეულებისგან შედგებოდა პლატონის შეხედულებით. ოქტაედრი (რვაწახნაგა) გვევლინება ჰაერის აღმნიშვნელ სიმბოლოდ, იკოსაედრი, რომელიც შემოსაზღვრულია ოცი წესიერი მართკუთხა სამკუთხედით კი წყლის სომბოლოს აღმნიშვნელია. რაც შეეხება დოდეკაედრს ის სამყაროს აღმნიშვნელი სიმბოლოა და გამოსახულია წესიერ ხუთკუთხედთა კრებულით. პლატონი მას ციური სფეროს მომცველი ეთერის. მთელი სამყაროს აღმნიშვნელ სიმბოლოდ მიიჩნევდა.
http://e.math.hr/old/leonardo/dodeka2.jpg
დოდეკაედრი
ის შედგებოდა 12 წესიერი ხუთკუთხედისგან. შემთხვევითი არ არის თუ ამ ფიგურის ხილვამ პენტაგრამის ასოციაცია გამოიწვია თქვენში, რადგან წესიერი ვარსკვლავისებური ხუთკუთხედი შიდა კვეთის წერტილებით იძლევა სწორედ მოცემულ ხუთკუთხედს.
http://ubuntusatanic.org/satanic-files/pentagram.bmp
პენტაგრამა
და პირიქით ხუთკუთხედში თუ ავაგებთ დიაგონალებს მივიღებთ პენტაგრამას ისევე, როგორც მისი წვეროების შეერთებით. მის ცენტრში კი ესვ ხუთკუთხედი იქნება, რომელშიც დიაგონალების აგებით ისევ სეგვეძლება პენტაგრამის აგება და ასე უსასრულოდ.
http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f2/Pentagrams1000w.svg/400px-Pentagrams1000w.svg.png

პენტაგრამული დოდეკაედრი
დოდეკაედრი კი პენტაგრანას არა მხოლოდ ვიზუალური თვალსაზრისით არამედ შინაარსობრივადაც უკავშირდება, რაც დამთხვევა არ უნდა იყოს. პლატონი მართალია სოკრატეს მოსწავლე, მისი მეგობარი და შემდგომში მისი ფილოსოფიური მოძღვრების მიმდევარი იყო, მაგრამ ისტორიიდან ცნობილია მისი გატაცება წმინდა რიცხვების შესწავლით, რომელთა კვლევას მრავალი წელი შეალია და პითაგორელთა ოქროს კვეთის თეორიით.
http://t0.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcQCEUmtylnF-Yr1wK6kQfUOVBpC-kwZGA9Z5jQJjVpgalBESroBeO73KEmK
სოკრატე და პლატონი
პლატონის მოსწავლემ ევდოქსოს კნიდელმა შექმნა და შემოიღო პროპორციებისა და ამოწურვის თეორია, დაამუშავა “ოქროს კვეთის” პრინციპი და ა.შ. რადგან გავარკვიეთ თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა პლატონს ციფრებთან და გეომეტრიულ სხეულებთან და ისიც ვიცით, რომ მისი მოსწავლეების მათემატიკური აზროვნება საკმაოდ კარგად იყო განვითარებული შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დოდეკაედრი შეიძლება იყოს პენტაგრამის გულიც და გარსიც, ან შეფარულ პენტაგრამათა 6 წყვილი…
ციფრ 6-ს პლატონისეულ თეორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მას მიაჩნდა, რომ 2 იყო პირველი მდედრი რიცხვი, 3 კი პირველი მამრი. მათ ნამრავლს – 6-ს – კი ქორწინების სიმბოლოდ, იდეალურ რიცხვად თვლიდა. გარდა იმისა, რომ 2 პირველი მდედრი რიცხვია ის პირველი მამრავლიც არის, რომელიც გაორმაგებულ შედეგს იძლევა. ამ შემთხვევაში თორმეტს – ხუთკუთხედების შეერთების სიმბოლოს. თუ შეერთების სიმბოლოს გავამრავლებთ ხუთკუთხედის კუთხეების რაოდენობაზე მივიღებთ სამოცს. რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს პითაგორელთა მართკუთხა სამკუთხედის ნამრავლს (3*4*5=60).
მოგეხსენებათ 60 მიეკუთვნება მაგიურ რიცხვთა კატეგორიას და სათავეს ძველი შუამდინარელი ხალხების, უფრო კონკრეტულად კი შუმერების, აქადელების და ასირიელების წარმართული შეხედულებებიდან იღებს სათავეს. (შეცდომაში, რომ არ შეგიყვანოთ ვიტყვი, რომ აქადელები და ასირიელები განიცდიდნენ შუმერების გავლენას კულტურასა და რელიგიურ წარმოდგენებში. რაც შემდგომ ისტორიკოსებს დაეხმარათ შუმერული შეხედულებების შესწავლაში. მეც ამიტომ მივუჩინე ადგილი შუმერების გვერდით). შუმერებს როგორც ვიცით სამოცობითი ათვლის სისტემა ჰქონდათ და ამ ციფრით გამოსახავდნენ უზენაეს ცისა და ცის მნათობთა ღვთაებას -ანუს. ასე რომ შემთხვევით არ არის კავშირში უძველესი ცივილიზაციის მიერ ამ ციფრის დაკავშირება ცის მნათობებთან, პლატონის მიერ 12 ხუთკუთხედის მისადაგება სამყაროს მომცველ ეთერთან და პითაგორელების ტრიადის ნამრავლთან. პითაგორელებიც ხომ თვლიდნენ, რომ სტიქიები მართკუთხა სამკუთხედებისგან წარმოიშობოდა. მათ აერთიანებთ საერთო ციფრი 60, რომელიც შეიძლება დასაბამის ასასახად გამოვიყენოთ. მაშინ გამოვა, რომ 5 სტიქია საწყის წერტილს უბრუნდება 48 მთვარის ფაზის გავლის შემდეგ ანუ 12 თვეში. ანუ შემთხვევით არ არის, რომ დოდეკაედრი 12 ხუთკუთხედისგან შედგება. ხოლო თუ დოდეკაედრის თითოეულ ხუთკუთხედში დავუშვებთ დიაგონალებს (ავაგებთ ხილულ პენტაგრამას) სიცარიელე შეივსება და მივიღებთ წახნაგებიან “ბურთს” წრეს, ჩაკეტილ სივრცეს, რომელშიც მოქცეულია ხუთივე სტიქია და წარმოადგენს ერთ მთლიანობას. აქედან გამომდინარე ვფიქრობ არსებობას იმსახურებს ზემოთ მოცემული შეხედულებები, შეიძლება ეს აზრი მცდარიცაა მაგრამ მისტიკური სიმბოლოების ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ შეუცნობელნი არიან. თუმცა შემდეგ პოსტში მოგაწვდით დოდეკაედრისა და პენტაგრამის ანალიზს და მათთან დაკავშირებული მაგიური ციფრების განმარტებასაც შევეცდები, ისტორიის, მითოლოგიის, ასტროლოგიის და თეოლოგიის მიხედვით. თუ რა თქმა უნდა დაგაინტერესებთ.

გამოყენებული მასალა:

პლატონი კანონები წიგნი VI

აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია. თბ. 1941

 

თეგები

evelin_greis

სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა დავწერო საკუთარ თავზე. არც კი ვიცი სინამდვილეში როგორი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ მიყვარს წერა და ყველაფერი რაც ერთი შეხედვით უცნაური და ამოუცნობია... :)

მსგავსი ამბები

Close
Close