ვიდეოებისაკითხავი

La Mara Salvatrucha

ucnauri.com

Mara Salvatrucha – ასევე ცნობილი, როგორც MS13, არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბანდა სამხრეთ ამერიკაში, რომელსაც მყარად აქვს ფესვები გადგმული ექვსი ქვეყნის ტერიტორიაზე (50 ათასი ბანდიტი ამერიკაში, მექსიკაში, ჰონდურასში,გვატემალაში, სალვადორში და ესპანეთშიც კი).

Mara salvatrucha ცნობილია ყველაზე ორგანიზებული და საშიში დაჯგუფების სახელით, რომელიც მოქმედებს 33 შტატში (კალიფორნიაში, მერილენდში, ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში და ა.შ). თითოეულ შტატში ბანდიტები სხვა და სხვა რაოდენობითაა განაწილებული შტატის სიდიდის მიხედვით. საშუალოდ, თითოეულ შტატში დაყოფილია 10 000-დან 30 000-მდე ბანდიტი, რომელსაც MS13-ის წევრები “კოლონიებად” მოიხსენიებენ, ამ “კოლონიებს” კი შტატის სახელი აქვს (მაგ: “ნიუ იორკის კოლონია”). ამ დაჯგუფების წევრები განთქმულები არიან განსაკუთრებული სისასტიკით, ისინი თავიანთ სამიზნეს თავს ან სასქესო ორგანოს აჭრიან და ძაღლს უგდებენ საჯიჯგნად.

ucnauri.com

ბანდის წევრებს აქვთ თავიანთი განმასხვავებელი ნიშანი – ტატუ მთელ სხეულზე. MS ყოველთვის აკონტროლებს ქალაქის მნიშვნელოვან ტერიტორიებს, ისინი დაკავებულები არიან თითქმის ყველა უკანონო ბიზნესით, დაწყებული ქურდობიდან, დამთავრებული იარაღის ვაჭრობით. ქუჩის კიოსკები ჩვეულებრივ იხდიან ბანდის შემოსავლების ნახევარს, მაგრამ ყველაზე დიდ მოგებას MS 13 იღებს ნარკოტიკების გაყიდვის შუამავლის ფუნქციის შესრულებაში და ნარკოტიკების საკუთარ ტერიტორიაზე გაყიდვის უფლების მიღებაში წვლილის შეტანით.

ucnauri.com
ucnauri.com

MS13-ს ჩამოყალიბება გამოიწვია “ცივი ომების” შედეგებმა, როდესაც ლათინო ამერიკელები ემიგრაციის შემდეგ მოხვდნენ ამერიკის ტერიტორიაზე. მათ არ გააჩნდათ რესურსი ეშოვნათ სამუშაო არასაკმარისი განათლების გამო, ამიტომ გადაწყვიტეს გაეუმჯობესებინათ თავიანთი სამხედრო მონაცემები და ჩამოაყალიბეს ბანდიტთა ჯგუფი. MS13-ის პირველი დაჯგუფება შეიქმნა 1980 წელს, ლოს ანჯელესში. ისინი ამერიკის მთავრობისგან მოითხოვენ უსამართლოდ დაკარგული ტერიტორიების აღდგენასა და შინ დაბრუნებას. Mara Salvatrucha – მოქმედებს საზღვრის არალეგალური გადაკვეთით, მათ იციან ა.შ.შ-მექსიკის საიდუმლო საზღვრების ადგილ-მდებარეობა. ამ გზით ისინი იმიგრირებენ და ახდენენ იარაღისა და ნარკოტიკების იმპორტ-ექსპორტს. როგორც FBI აცხადებს, MS 13 “ალ ქაიდასთანაც” იყო შეკრული, ისინი მრავალი წლის განავლობაში ეხმარებოდნენ ერთმანეთს იარაღისა და სხვა უკანონო საქონელის მიწოდებაში და საზღვრის უკანონო კვეთაში.

არსებობს ერთი დაუწერელი კანონი : თუ გსურს, რომ გახდე ამ ბანდის წევრი, აუცილებლად უნდა იყო ლატინო ამერიკელი. თუ მსურველი ამ კომპონენტს აკმაყოფილებს, მან უნდა ჩააბაროს ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა. 13 წამის განმავლობაში MS-ს წევრები დაუნდობლად ურტყამენ მსურველს სხვა და სხვა იარაღებს. ამ რიტუალის შემდეგ მოხალისეს ახატავენ უამრავ ტატუს მთელ სხეულზე და ბანდის წევრად აცხადებენ.

2005 წლის სექტემბერში 5 ქვეყნის პოლიციამ მოახერხა მაშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 640 ბანდიტის დაკავება. ეს ოპერაცია მიმდინარეობდა ერთდროულად ამერიკაში,მექსიკაში,ჰონდურასში,სალვადორში და გვატემალაში. დარბევაში, რომელიც გრძელდებოდა ორი დღის განმავლობაში, მონაწილეობდა ხუთი ქვეყნის 6400-ზე მეტი სამართალ დამცავი. ყველაზე მაშტაბური დაკავების ადგილი იყო სალვადორი (237 ბანდიტი), შემდეგ ჰონდურასი (162 ბანდიტი), გვატემალა (98) და მექსიკა (90). ამერიკის 13 შტატში მხოლოდ 73 ბანდიტის დაკავება მოხერხდა. ნახევარი მათგანი განსაჯეს ემიგრანტების უფლებების დარღვევის მიზეზით.

ucnauri.com
ucnauri.com

ამ 1 საათიან ფილმში ნაჩვენებია MS 13 – ის მოქმედებები.


თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close