არქივი

რა არის სტრესი

aafa91e40284

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ერთერთ ყველაზე გავრცელბულ ფსიქოლოგიურ წნეხს.

ადამიანის ცხოვრება სავსეა მოულოდნელობით, კონფლიქტებით, სწრაფად ცვალებადი პიროვნული, ოჯახური და სოციალური მოვლენებით. ეს ყველაფერი მოითხოვს პიროვნების ფიზიკური და სულიერი ძალების დაძაბვას. ადამიანის ფსიქიკა კი  რთული და ამავდროულად ფაქიზია. თუ სიტუაცია, რომელშიც პიროვნება ხვდება, თავის სირთულითა და სიმძიმით  აღემატება პიროვნების შინაგან ძალებს – ვითარდება სტრესი. სტრესი – ინგლისურად დაძაბულობას ნიშნავს .

ფსიქოლოგიაში განიხილავენ სტრესის დადებით ( ეუსტრესი ) და უარყოფით ( დისტრესი ) ფორმებს.

პოზიტიური სტრესი ანუ  ეუსტრესი  სწევს ადამიანის ტონუსს, მის გუნება-განწყობილებას და დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

უარყოფითი სტრესი ანუ დისტრესი ანგრევს ადამიანს როგორც ფიზიკურად,  ისე ფსიქიკურად და მორალურადფიტავს მის ენერგიას, ნაადრევად აბერებს მას.

ტერმინი  სტრესი შემოიტანა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ, როგორც ორგანული, ფიზიოლოგიური და ფსიქკური დარღვევა

განპირობებული გამღიზიანებელი აქტირებით. მეცნიერებამ გამოყო სტრესის სამი ეტაპი:

  1. შფოთვის რეაქცია.
  2. წინააღმდეგობების რეაქცია.
  3. გამოფიტვის რეაქცია. 

ყველა ამ ეტაპს თან ახლავს სპეციფიკური ცვლილებები ნეიროენდოკრინულ სისტემაში.

სტრესის ყველა ნიშანი ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ გამოვლენად იყოფა.

ფსიქოლოგიურია: საკუთარი ძალების რწმენის არქონა, ფსიქიკური დაღვევები, ალკოჰოლზე და დამამსვიდებელი პრეპარატებზე შეჩვევა-დამოკიდებულება.

ფსიქოლოგიური სტრესის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა ის, რომ დეზადაპტაციის მიზეზი ხშირად არის არა თავად ნეგატიური გარემოება, არამედ კონკრეტული ადამიანის მიერ ამ გარემოების უარყოფითად შეფასება. აქედან გამომდინარეობს ფსიქოლოგიური სტრესის გადალახვის ოქროს კანონი: უფრო ადვილია შეცვალო შენი დამოკიდებულება გარემოებათა მიმართ, ვიდრე თვით ეს გარემოება. რა საშუალებას მივმართოდ ამ დროს?

აქტიური მოძრაობა, სირბილი, ინტესიური სიარული, რამდენიმე ძალისმიერი სავაჯიშო, კიბეზე ასვა ან ცეკვა – ორგანიზმს პირველი ფაზის დაძლევაში ეხმარება. სასარგებლოა მშრალი პირსახოცის ( გაწურვა ) , ბალიშის ხელებიტ დასრესვა, წვრთნის ნებისმიერი სახეობა ორგანიზმში  ენდროფინების გამოყოფას ეხმარება. ენდროფინები-ტკივილის ეს ბუნებრივი მკვლელები- ფიზიკურ და ემოციურ სტრესს ხსნიან. მათ წამლებისათვის დამახასიათებელი უარყოფითი ეფექტები არა აქვთ.

სანამ საწოლიდან წამოდგებით ხელისგულები შეაერთეთ და ერთმანეთს მანამ უხახუნეთ, სანამ მთელ სხეულში სასიამოვნო შეგრძნება არ გაგიჩნდებათ.

სიცილი რომ სიცოცხლეს ახანგძლივებს, ეს საყოველთაოდ ცნობილია. სიცილი ორგანიზმს აიძულებს ენდორფინების გამოყოს. ამ დროს თავს მსუბუქათ და მოშვებულად ვგრძნობთ. სპეციალისტთა მტკიცებით ათ წუთიანი ნებისმიერ ტკივილს აქრობს.

სტრესის მდგომარეობაში სარკესთან დადექით და ძალდატანებით 2-3-ჯერ საკუთარ გამოსახულება გაუღიმეთ.

ნერვებს მშვნივრად ანშვიდებს ნიკაპის ქვედა ნაწილში აქტიური ბიოლოგიური წერტილის მასაჟი, ასევე ეფექტურია ხელის მტევანზე ცერა და სალოკ თითებს შორის ( ხელის ზურგის მხრიდან ) მასაჯი.

ფიზიკური შრომა ხომ პრობლემიდან ყურადღების არაჩვეულებრივი საშუალებაა. შეიძლება ინტელექტუალური საქმითაც დაკავდეთ. გახსოვდეთ, საინტერესო საქმის კეთებას ( კითხვა, წერა, ხატვა) ადამიანის არა სასიამოვნო ემოცისგან დაცლა შეუძლია.
ee28c78b3dd5

 პ.ს. მიმართეთ მუსიკას. სასიამოვნო მელოდიას მოუსმინეთ და ყველაფერი კარგად იქნება :))))))))

ვისაც დეპრესია და სტრესი არ ტანჯავს საინტერესო არ იქნება. ხო კიდევ ვისაც ხშირათ გაწუხებთ დეპრესია ამას მოუსმინეთ lara fabian je suis malade :*

მსგავსი ამბები

Back to top button