გართობაუცნაური

ადამიანის ხელით შექმნილი შედევრები – ყველაზე გასაოცარი უძველესი ხიდები მსოფლიოში

image

მდინარეების და ხეობების გადასალახად ადამიანები უხსოვარი დროიდან აგებდნენ ხიდებსა და სხვა გასაოცარ ნაგებობებს. თუ დავაკვირდებით შუა საუკუნეებში აშენებულ ქვის ხიდებს, გაოცება შეგვიპყრობს, თუ როგორ ახერხებდნენ ძველი ადამიანები ყოველგვარი ტექნიკის გარეშე აეშენებინათ ისეთი გამძლე და დახვეწილი არქიტექტურული ნაგებობები, რომლებიც დღესაც მყარად დგას და საკმაოდ სტაბილური და უსაფრთხოა. ამ ხიდებმა გაუძლებს წლებსა და საუკუნეებს, ქარსა და თოვლს, წვიმასა და წყალდიდობებს, მეწყერებსა და მიწისძვრებს. გარდა ამისა, ისინი პეიზაჟის ულამაზესი შემავსებლებიც არიან, რომელთა ხილვასაც გადავყავართ მისტიკურ და ზღაპრულ სამყაროში.

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ისტორიული ხიდი, რომლებიც დღესაც მყარად დგას და მნახველს ხიბლავს თავისი სილამაზითა და გრანდიოზულობით.

ელ პუენტე ნუევო, ესპანეთი. ამ ხიდს, რომელიც 120 მეტრი სიღრმის ხეობაზეა აღმართული, 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშენებდნენ

image

იდნოსის მთები, საბერძნეთი. ნეტავ როგორ ახერხებდნენ ძველად ამ საოცრებების აგებას?

image

მიულარტალი, ლუქსემბურგი. ეს საოცარი ხიდი ყოველგვარი ცემენტის და ბეტონის გარეშეა აგებული

 

image

ულტნომის ჩანჩქერი, აშშ. ეს საცალფეხო ხიდი თითქოს ჰკიდია 30 მეტრი სიღრმის ხეობის თავზე

 

image

ერმიტაჟი, შოტლანდია. ეს ხიდი აშენებულ იქნა 1770 წელს

 

image

აზტულეგა, ესპანეთი. ალბათ ბევრ თქვენგანს გაუჩნდება სურვილი მოხვდეს ამ საოცარ კუნძულზე, ამისათვის კი ხიდის გადალახვაა საჭირო, რომლის გასავლელად ზუსტად 237 ნაბიჯის გავლა დაგჭირდებათ

 

image

ეროვნული პარკი იოსემიტში, აშშ. ეს ხიდი აგებულია კალიფორნიაში, მდინარე მერსედზე

 

image

მთვარის ხიდი, ტაიბეი, ტაივანი. ეს ხიდი სულ რაღაც 50 წლისაა, მაგრამ უდავოდ მშვენიერია, არა?

 

image

გლენფინან – ვიანდუქტი, შოტლანდია. ძველი სარკინიგზო ხიდი, რომელიც 120 წელზე მეტი ხნისაა

 

image

კემბრიჯი, შოტლანდია. ხიდი 1717 წელს იქნა აშენებული. ეს არის უძველესი ქვის ხიდი შოტლანდიის მთებში

 

image

ლანდვასარ – ვიადუქტი, შვეიცარია. ყოველდღიურად ამ ხიდზე 60-ზე მეტი მატარებელი გაივლის ხოლმე. ის შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში

image

ნიუკასტლი, აშშ. პენსილვანიის შტატში ჯერ კიდევ არსებობს ეს ხიდი, რომელზეც გაიარა პირველმა მატარებელმა ამერიკის კონტინეტზე

 

image

ჟოჟე-დე-ლარიეზე, შვეიცარია. მდინარე არიეზზე აგებული ეს ხიდი ულამაზეს გარემოსთან ერთად განუმეორებელ ლანშაფტს ქმნის

 

image

ცისარტყელას ხიდი, აშშ. ეს არის ერთ-ერთი იმ უამრავი ქვის ხიდიდან, რომლებიც უიტკინს-გლენის ეროვნულ პარკში მდებარეობს

 

image

 

ხის ფესვებისაგან აგებული ხიდი, ინდოეთი. ეს არის ერთადერთი ხიდი ჩვენი სიიდან, რომლის შექმნაში ადამიანს მონაწილეობა არ მიუღია. ის თავად ბუნების ქმნილებას წარმოადგენს. ხიდი წარმოქმნილია კაუჩუკის ხის ფესვებისაგან და საკმაოდ მყარია

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button