ლაშქრობებისაკითხავისასარგებლო

რობერტ სკოტი : რბოლა სამხრეთ პოლუსამდე

პირველი ადამიანი სამხრეთ პოლუსზე იყო ნორვეგიელი როალდ ამუნდსენი . ინგლისელი რობერტ სკოტი , რომელმაც სამხრეთ პოლუსს მიაღწია 1 თვის დაგვიანებით ვიდრე ამუნდსენმა , დაიღუპა პოლუსიდან გემისკენ გზაზე . და მაინც , რობერტ სკოტი აღიარებულია გმირად .

კაპიტანი რობერტ სკოტი (1868-1912) იყო ოფიცერი ინგლისის ფლოტში . 1901-1904 წლებში ის ხელმძღვანელობდა ექსპედიციას ანტარქტიდამდე ,ბრიტანეთის ერთერთი ორგანიზაციისათვის . რობერტ სკოტმა იმოგზაურა უფრო შორს ვიდრე სხვა ნებისმიერმა მოგზაურმა . ის აგროვებდა ინფორმაციას ქვებზე , ამინდზე , კლიმატზე და ადგენდა რუკებს . მან აღმოაჩინა ქვები , რის მიხედვითაც დაადგინეს , რომ ერთ დროს (პრეისტორიულ ხანაში) ანტარქტიდაზე ბალახი . ინგლისმა ის ეროვნულ გმირად აღიარა .

რამდენიმე წლის შემდეგ რობერტ სკოტმა ახალი ექსპედიციის ჩატარება გადაწყვიტა . მან განაცხადა რომ ანტარქტიდის თავიდან ბოლომე შესწავლა უნდოდა . მისი მიზანი იყო რომ სამხრ. პოლუსზე პირველი ადამიანი ყოფილიყო . მან ექსპედიციაზე წაიყვანა 3 ექიმი , რამდენიმე მეცნიერი და სხვა ადამიანები .

ამ დროს მეორე მოგზაურმა – როალდ ამუდნსენმა განაცხადა რომ მასაც სურდა პირველობა სამხრ. პოლუსზე . თავიდან იგი ჩრდ. პოლუსის დაპყრობას აპირებდა მაგრამ როცა გაიგო რომ მასზე უკვე მოხვდა ერთი კაცი , სამხრ. პოლუსის დაპყრობა გადაწყვიტა . მან ექსპედიციაში წაიყვანა ძაღლები და წაიღო მარხილები , როცა სკოტმა წაიყვანა ცხენები .

ამუნდსენი და სკოტი ძალიან განსხვავებული ადამიანები იყვნენ . ამუნდსენი ყველაფერს ძალიან ფრთხილად გეგმავდა . ექსპედიციის განმავლობაში ამუნდსენის ძაღლები დასუსტდნენ , ამუნდსენმა ისინი დახოცა და აჭამა სხვა ძაღლებს და ჭამეს ადამიანებმაც . ზუსტად ეს დაეხმარა მათ რომ მიეღწიათ პოლუსამდე . როცა ამუნდსენი სამშობლოში დაბრუნდა , ხალხი მას “ძაღლიჭამიას” ეძახდა .

ამ ორ ექსპედიციას შორის კიდე ბევრი განსხვავება იყო . ამუნდსენი ანტარქტიდას გემით სკოტზე 100 კმ-ით მეტზე მიუახლოვდა . სკოტს შეხვდა ქარბუქები და ძლიერი ყინვები (ხანდახან -40 გრადუსი) . სკოტმა და მისმა კაცებმა ააშენეს სადგური ოკეანის სანაპიროს ახლოს და გაატარეს იქ მთელი ზამთარი . გაზაფხულზე დაიწყეს წაღებული მოტორიანი მარხილებით გადაადგილება მაგრამ რა თქმა უნდა ისინი გაფუჭდა და კაცებს მოუწიათ ტვირთის ტარება .

რამდენიმე დღის შემდეგ სკოტი სამხრ. პოლუსისკენ დაიძრა . ეს ძალიან ძნელი გზა აღმოჩნდა . სკოტი და სხვა კაცები თხილამურებით სრიალებდნენ მაღალ თოვლზე და უსწორმასწორო მიწებზე . ისეთი ყინვები იყო რომ ყველა ცხენი დაიხოცა , უფრო სწორად სკოტმა დახოცა , არა რათა ეჭამათ , არამედ იმიტომ , რომ ცხენები ძალიან იტანჯებოდნენ ამ ყინვებში და სკოტმა ამას მათი სიკვდილი არჩია . ყინვების გამო რამდენიმე დღე კაცები ვერ ტოვებდნენ კარავს .

როცა სკოტს აშორებდა 260 კმ პოლუსიდან , მან გაგზავნა ყველა კაცი სადგურში , დაიტოვა მხოლოდ 4 . მაგრამ ალბათ ზუსტად ეს იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა . კარავში მხოლოდ 4 კაცის ადგილი იყო და საჭმელი რაც ჰქონდა სკოტს დატოვებული 4 კაცზე იყო გათვლილი . ხოლო ისინი ხუთნი გამოდიოდნენ – 4 დატოვებული კაცი და თვითონ . ასევე ერთერთ მათგანს დატოვებული ჰქონდა თხილამურები სადგურში . მას მოუწია ფეხით სიარული , ამით კი მთელი ჯგუფი დააყოვნა .

1912 წლის 17 იანვარს , სკოტის ჯგუფმა ძლივს მიაღწია სამხრ. პოლუსს . აქ მხოლოდ ნორვეგიული დროშა იპოვეს . სკოტი არ იყო პირველი ადამიანი სამხრ. პოლუსზე . მათ წააგეს რბოლა .

შემდეგ დღეს დაიწყო 1300 კმ-იანი მოგზაურობა გემისკენ . კაცებს ჰქონდათ მძიმე მარხილები სათრევი . ეს გზა პოლუსისკენ გზაზე უფრო ძნელი გამოდგა . კაცები შიმშილობოსგან ძალიან დასუსტდნენ . ზოგს ხელები და ფეხები გაეყინა . სკოტს კი არ ჰქონდა 5 კაცის სამყოფი საწვავი . გარშემო სითეთრე მათ აბრმავებდა .

ბოლოს 1 კაცი დაიღუპა , მას მეორე მოყვა : მან იცოდა რომ მისი ავადმყოფობით ჯგუფს შეაყოვნებდა და მათ საფრთხეში ჩააგდებდა , ამიტომ მან დატოვა კარავი ერთღამეს და აღარ დაბრუნებულა .

სკოტი ყოველდღე იწერდა მის დღიურში ყველაფერს ექსპედიციის შესახებ . 21 მარტს მასს დარჩენილი ჰქონდა 20 კმ სადგურამდე , მაგრამ კიდევ ერთმა ყინვამ და ქარბუქმა დააყოვნა ისინი ისე , რომ მათ 29 მარტსაც კი ვერ დატოვეს კარავი . იმ დღეს სკოტმა მისი უკანასკნელი სიტყვები ჩაწერა უბის წიგნაკში .

8 თვის შემდეგ იპოვეს 3 გაყინული სხეული და სკოტის დღიური – არაჩვეულიბრივი ფოტოები ექსპედიციიდან და მისი ნათესავებისთვის განკუთვნილი წერილები . დღეს სადგური ისევ თავის ადგილას დგას . შიგნით კი კაცების ნივთები , ავეჯი დგას . მუზეუმი აბარია ახალ ზელანდიას .

როვერტ სკოტის სახელი ისევ ცოცხლობს ამბებში ანტარქტიდაზე . ის მართალია არ იყო პირველი სამხრ. პოლუსზე მაგრამ მისი სახელი ყველამ იცის და იცნობს როგორც მსოფლიოს გამორჩეული გმირი …

დასასრული .. იმედია მოგეწონათ .. :))

წყარო – ჩემი ბლოგი

 

loading...
თეგები

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Close
Close