არქივი

ვიტუს ბერინგი – ციმბირიდან ალასკამდე

nyECU

ეს პოსტი ეხება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოგზაურს – ვიტუს ბერინგსა და მის მოგზაურობას.

1733 წელს, რუსეთში , სანტკ. პეტერბურგში სათავე აიღო ყველაზე სრულმა ექსპედიციამ ისტორიაში , რომლის მიზანიც იყო ციმბირის გამოკვლევა და გარკვევა იმისა , თუ ჩრდ. ამერიკა და აზია დაკავშირებული იყო ერთმანეთთან . მეცნიერებს დავალებული ჰქონდათ ყველაფრის ჩაწერა : რელიეფზე , კლიმატზე , ცხოველებზე , მცენარეებზე და ციმბირული ტომების ყოფა-ცხოვრებაზე .

ექსპედიციას უნდა გადაელახა ციმბირი , რათა მიეღწიათ წყნარი ოკეანისთვის . ვიტუს ბერინგმა სანტკ. პეტერბურგი 1733 წელს 600 კაცით დატოვა : მეცნიერები , მუშები , ექიმები , ჯარისკაცები და ნაოსნები . ალექსეი ჩირიკოვმა კი რამდენიმე ხნის შემდეგ დატოვა რუსეთი .

ბერინგსა და ჩირიკოვს დაჭირდათ 7 წელი ციმბირის გადასალახად . ისინი ძირითადად ბრტყელ-ძირიანი ნავებით მოგზაურობდნენ მდინარეებზე . ბერინგმა დაახლოებით ერთი წელიწადი გაატარა ტობოლსკში , სადაც ააშენეს გემი და გამოიკვლიეს მდინარე ობი . მათ გააგრძელეს გზა იაკუცკისკენ – სოფელი სადაც მხოლოდ რამდენიმე სახლი იდგა . ექსპედიციის მონაწილეებს სიმრავლის გამო ახალი სახლების აგება დაჭირდათ . აქ მათ 4 წელი გაატარეს . ააშენეს რამდენიმე ნავი მდინარე ლანას გამოსაკვლევად . შემდეგ გადაინაცვლეს ოხოცკში , აღმოსავლეთ სანაპიროზე . ბერინგი ძალიან ფრთხილობა რუკების შედგენისას , მაგრამ ყოველთვის იყო რაღაც პრობლემა . მაგალითად მათ დაეკარგათ ძალიან ბევრი საჭმელი გემის ჩაძირვისას შტორმის დროს . ბოლოს ორმა ხომალდმა აიღო გეზი ჩრდ. ამერიკისკენ . დაგეგმილი 1 ზაფხულის მაგივრად 2 წელი დაჭირდათ მათ .

QujVD

ბერინგს ძალიან ცუდი ბედი ჰქონდა . მის გემებს შტორმები აკავებდა . ორმა გემმა დაკარგა კონტაქტი , ხოლო ერთი გემიდან დაინახეს მტები პატარა მანძილის მოშორებით . ამით დამტკიცდა ის რომ ამერიკა და აზია ცალცალკე კონტინენტებია . პრობლემები გრძელდებოდა . მათ ცოტა წყალი ჰქქონდათ დარჩენილი , მაგრამ როცა გადავიდნენ ალასკაზე , წყურვილის გამო მარილიანი წყალი დალიეს . ამის გამო ბევრი კაცი ავად გახდა და დაიღუპა . ბოლოს უკან დაბრუნება გადაწყდა . გზაზე ოხოცკისკენ მათ გემს შტორმი დაატყდა თავს . გემი ერთ უცნობ კუნძულზე გამოირიყა . ხალხმა იცოდა რომ გეიმ შეუკეთებლად ვერ გაცურავდა . კუნძულზე არ იყო ხეები , მაგრამ იყვნენ ცხოველები და სასმელი წყალი . ზოგიერთი ისევ კვდებოდა ვიტამინ C-ს ნაკლებობით .

1741 წლის 8 დეკემბერს ბერინგი გარდაიცვალა . ბერინგი ამ კუნძულზე დამარხეს , რომელსაც შემდეგ ბერინგის კუნძული ეწოდა . გაზაფხულზე დარჩენილმა შემადგენლობამ  აიშენა ნავი და დატოვეს კუნძული . იმ დროისთვის რუსეთს უკვე დაკარგული ჰქონდა ინტერესი აღმოსავლეთის მიმართ . ბერინგის ჩანაწერები პეტერბურგში გადაიგზავნა . აათწლეულების შემდეგ კი ხალხმა გაანალიზა რომ ბერინგი უდიდესი მოგზაური იყო . მისმა ექსპედიციამ ძალიან ბევრი ინფორმაცია შეაგროვა ალასკასა და ციმბირზე , დახატა რუკები და აღმოაჩინა ჩრდ. ამერიკის ახალი მიწები . დღეს ციმბირსა და ალასკას ბერინგის ზღვა ყოფს , რომელიც ამ უდიდეს მოგზაურს გვახსენებს .

წყარო : ჩემი ბლოგი :)

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button