არქივი

დედა ტერეზა

e537d6ca9d2d

მას ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე თვლიდნენ წმინდანად, მაგრამ ოფიციალურად მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღიარეს. აგნეს გონჯა ბოიაჯუ დედა ტერეზას ნამდვილი სახელი და გვარია. აიბაა 1910 წლის 26 აგვისტოს მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, ლაბანური კათოლიკის ოჯახში. 8 წლის იო, როცა მამა გარდაეცვალა. მისიონერთა ცხოვრებით გატაცებულმა აგნესმა 12 წლის ასაკში გადაწყვიტა, თავი რელიგიისთვის მიეძღვნა. 18 წლის იყო, როცა ჩაირიცხა ირლანდიურ კათოლიკურ ორდენში ,,ლორეტის დების კონგრეცია”. ეს ორგანიზაცია მისიონერულ მოღვაწეობას ინდოეთში ეწეოდა. ამის შემდეგ მას დედა აღარ უნახავს. ორდენმა კალკუტაში ,,წმინდა მარიას ქალთა სკოლაში” გაგზავნა მასწავლებლად. 21 წლის იყო, როცა მონაზონი გახდა. სახელად ტერეზა აირჩია წმინდა ტერეზა ლიზიელის პატივსაცემად. ეს წმინდანი მისიონერების მფარველად ითვლება.

22 წლის მასწავლებლად მუშაონდა კალკუტის რამოდენიმე სკოლაში. იყო სკოლის დირექტორიც. მალე ,,ლორეტის დების კონგრეცია” დატოვა და 1950 წელს ,,მოწყალების ორდენი” დააარსა. ტერეზასთვის მთავარი მიზანი გაჭირვებული ადამიანების დახმარება იყო. მკურნალობდა ყველა ეროვნების, რასის და განსხვავებული სარწმუნოების ხალხს. მუშაობდა ჯურღმულებში. ასწავლიდა ღატაკ ბავშვებს და ავადმყოფებს მოსავლელად აკითხავდა. უვლიდა კეთროვანებსაც, რასაც იმ დროს ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი თუ გაბედავდა. ორგანიზაციის საქმიანობა მალე გასცდა ინდოეთის ფარგლებს და მსოფლიოსთვის დედა ტერეზა სილეთის სიმბოლოდ იქცა.

თავიდან ,,მოწყალების ორდენში” მხოლოდ თორმეტი მისიონერი ირიცხებოდა, თუმცა მალე გაიზარდა და 500 ადამიანამდე შეივსო. დედა ტერეზამ საქმიანობა გააფართოვა. დაააესა ახალი თავშესაფრები შიდსით დაავადებილთათვის, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისთვის ობოლო ბავშვებისთვის. მიაჩნდა, რომ ყველაზე ღარიბი ის იყო, ვისაც პატრონი არ ჰყავდა და ვისაც არავინ იცნობდა. განსაკუთრებული სიმკაცრეს იჩენდა ის ქალბატონების მიმართ, ვინც აბორტს იკეთებდა. ამბობად: თუ თქვენ გაიგებთ, რომ რომელიმე ქალს არ სურს შეინარჩუნოს ბავშვი და გადაწყვეტს აბორტის გაიკეთოს, შეეცადეთ, რომ ჩვილი მე მომიყვანოთ. მე შევიყვარებ მას, დავინახავ რა თითოეულ მათგანში ნიშანს სიყვარულისას.

რამდენიმე წელში ,,გულმოწყალების ორდენი” მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიხსნა.მაშინდელმა პაპმა პავლე მეოთხემ მისიონერები რომში დასამკვიდრებლად მიიწვია. ძალიან უყვარდა დედა ტერეზა და ვატიკანის მოქალაქეობა მიანიჭა, რითიც მისიონერული საქმიანობა უფრო გაუადვილა.
ჯერ კიდევ სიცოცხელშივე უამრავი ჯილდო გასაცეს. მიენიჭა ნობელის პრემია, რომელიც მან ,,ღატაკთა სახელით” მიიღო. ამ ადამიანებს მთელი სიცოცხლე შესწირა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მისი სახელი ეწოდა ტარებს, ქუჩებს, ჰოსპიტლებს, სკვერებს.გადაითეს ავტობიოგრაფიული ფილმი. მისიონერი ქალბატონი 1997 წლის 5 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს კალკუტაში. 87 წლის მომაკვდავი დედა ტერეზასთვის უკითხავთ, ოდესმე ან უქმეებზა თუ დაგისვენოათო, რაზეც უპასუხია: ,,ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულია”. მსოფლიო პრესამ მას ,,თანამედროვე წმინდანი” უწოდა. 2003 წლის 19 ქტომბერს რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ დედა ტერეზა ნეტარად შერაცხა.

დედა ტერეზას ცნობილი გამონათქვამები:

1: თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ გვიყვარდეს, უნდა ვისწავლოთ პატიება.
2: თუ არ შეგიძლია, დააურო ასი ადამიანი, ერთი მაინც გამოკვებე.
3: თუ განსჯი ადამიანებს აღარ დაგრჩება დრო მათი სიყვარულისთვის.
4: ჩვენ ყველა ვართ ფანქრები უფლის ხელში.
5: ადამიანები სულელები, ალოგიკურები და ეგოისტები არიან. არაუშავს შეუნდეთ მათ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

peace and god bless madd wiwri : )

მსგავსი ამბები

Back to top button