ოქსფორდის უნივერსიტეტი
მოკლე ინფორმაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის შესახებ.
გერბზე გამოსახული სიტყვები Dominus Illuminatio Mea (უნივერსიტეტს მოსდევს მე-16 საუკუნის მეორენახევრიდან, რომელიც აგრეთვე უნივერსიტეტის დევიზია) გადმოტანილია 27-ე ფსალმუნიდან და ნიშნავს: “უფალი ჩემი სინათლეა“.
ოქსფორდის უნივერსიტეტი მდებარეობს ოქსფორდში, ინგლისი და ინგლისურენოვანი მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტია. უნივერსიტეტის დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს თუმცა მის ფესვებს მე-11 საუკუნისკენ მივყავართ. სწავლება ოქსფორდში მიმდინარეობდა 1096 წლიდან. ლეგენიდის მიხედვით, 1209 წელს პროფესორ-მასწავლებელთა და ადგილობრივ მოქალაქეთა შორის აურზაურისა და კონფლიქტის შედეგად აკადემიკოსთა ნაწილი ოქსფორდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით კემბრიჯის ქალაქში გაიხიზნენ სადაც მათ კემბრიჯის უნივერსიტეტი დააფუძნეს. ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (ერთობლივად მოიხსენიებენ როგორც ოქსბრიჯს) მას შემდეგ ურთიერთ ჯიბრის დიდი ისტორია აქვთ და მოიხსენიებიან გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად.უნივერსიტეტი შედგება ფაკულტეტებისა და 38 კოლეჯისაგან, აგრეთვე მას მიეკუთნება 7 საერთო საცხოვრებელი სტუდენტებისათვის.
მიღება მიმდინარეობს ოქტომბერ-ნოემბრის თვეში. მომავალ სტუდენტებს შეაქვთ განაცხადი უნივერსიტეტში, კომისია ამოწმებს ნიშნებს, დახასითებას და ატარებს გასაუბრებას. ხშირად ხდება ისე, რომ მომავალ სტუდენტს თხოვენ საკუთარი ნაშრომის წარდგენას კომისიის წინაშე, ან კიდევ საკუთარი ლექციის ან ტესტის ჩატარებას. იმის გამო რომ მისაღები წელი სასწავლებელში იხსენბა მაშინ, როდესაც მომავალ სტუდენტს სკოლაში სწავლა არ დაუსრულებია, ოქსფორდის უნივერსიტეტი ითხოვს მისგან, რომ წლის ბოლოს მისი საშუალო განათლების შეფასება არ იქნება შეთანხმებულზე დაბალი. ამის გარდა საყურადღებოა გადასახადიც, ყოველდღიური ხარჯები
წელიწადში დაახლოებით 8 000 ფუნტს აღწევს, ხოლო სწავლების საფასური განისაზღვრება ფაკულტეტის მიხედვით: ხელოვნება – 6300 ფუნტი; მეცნიერებების ფაკულტეტი – 8 400 ფუნტი; სამედიცინო – 15 400 ფუნტი…
ყველაფერ ამასთან არ არის დაშვებული ერთსა და იმავე წელს განცხადების შეტანა ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტებში ერთდროულად. ქალებს ოქსფორდში თავიდან არ იღებდნენ, ეს ტრადიცია დაინერგა 1920 წლებში, ხოლო 70-ან წლებში ქალთა და ვაჟთა სწავლება გაერთიანდა. ოქსფორდში დაახლოებით 20ათასი სტუდენთი სწავლობს, აქედან მეოთხედი უცხოელია, სტუდენტთა რაოდენობა იმატებს ზაფხულში, როდესაც იხსნება საზაფხულო ენის შემსწავლელი კურსები. პედაგოგების რაოდენობა ოქსფორდში შეადგენს დაახოებით 4 000 ადამიანს, აქედან 70 სამეფო კარის წევრია, 100ზე მეტი ლექტორი ბრიტანეთის აკადემიის წევრია. უნივერსიტეტი იყენებს უნიკალურ სწავლების სისტემას, რომლსაც საფუძვლად უდევს პიდარი ახზრდა, სადაც სტუდენტს უდგება პირადი მეურვე სპეციალობიის მიხედვით.
ფაკულტეტები: კლასიკური ლიტერატურა; ინგლისური ენა და ლიტერატურა; შუასუკუნეების ენები; ისტორია; მუსიკა; ფილოსოფია; ხელოვნების ისტორია; სამედიცინო ისტორია; ანტროპოლოგია; არქეოლოგია; ბიოქომია; გეოგრაფია; ზოოლოგია; მათემატიკა; სტატისტიკა; კლინიკური ნევროლოგია; კლინიკური ლაბორატორიული კურსები; გენეტიკა, მოლეკულარული მედიცინა; პედიატრია; ფსიქიატრია; მოსახლეობის ჯანმრთელობა და პირველადი დახმარება; ქირურგია; ექსპერიმენტალური ფსიქოლოგია; ანოტომია და გენეტიკა; პათოლოგია; ფიზიოლოგია; შეისწავლება აგერთვე ცალკე კონტინენტები, სახელმწიფოები, მხარეები: აფრიკა; ბრაზილია; იაპონია; ჩინეთი; ლათინო ამერიკა; რუსეთი და აღმოსავლეთ ევროპა. ეკონომიკა; სამართალი; მენეჯმენტი; პოლითიკა და საერთაშორისო ურთიერთობები; სოციოლოგია; საზოგადოებრივი პოლიტიკა და სოციალური სამუშაოები.
კოლეჯები:
# Blackfriars (1221)
# University College (1249)
# Balliol College (1263)
# Merton College (1264)
# Exeter College (1314)
# Oriel College (1326)
# The Queen’s College (1341)
# New College (1379)
# Lincoln College (1427)
# All Souls College (1438)
# Magdalen College (1458)
# Brasenose College (1509)
# Corpus Christi College (1517)
# Крайст-Чёрч (1546)
# Trinity College (1554)
# St John’s College (1555)
# Jesus College (1571)
# Wadham College (1610)
# Pembroke College (1624)
# Worcester College (1714)
# Hertford College (1740)
# Regent’s Park College (1810)
# Keble College (1870)
# St Stephen’s House (1876)
# Lady Margaret Hall (1878)
# St Anne’s College (1878)
# Somerville College (1879)
# Mansfield College (1886)
# St Hugh’s College (1886)
# Harris Manchester College (1889)
# St Hilda’s College (1893)
# Campion Hall (1896)
# St Benet’s Hall (1897)
# St Peter’s College (1929)
# St Antony’s College (1953)
# St Edmund Hall (1957)
# Nuffield College (1958)
# Linacre College (1962)
# St Catherine’s College (1963)
# St Cross College (1965)
# Wolfson College (1966)
# Green College (1979)
# Kellogg College (1990)
# Templeton College (1995)
წყარო: .wikipedia.org