არქივი

ფაქტები

36609e8f4f0e

რამოდენიმე საინტერესო ფაქტი მოვიძიე და მინდა შემოგთავაზოთ.

***
ამსტერდამში ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ვინმე მეეტლის, მინხერ ტრიპის სახლი. მინხერმა ერთხელ პატრონს თავისი სურვილი გაუმხილა, რომ მისი სახლის კარისხელა სახლი მაინც ჰქონოდა. პტრონმა ეს სურვილი შუსრულა, საზომად კი ყველაზე პატარა კარი აიღო. მსოფლიოში ეს ყველაზე ვიწრო სახლია.

***
ფლორიდის ქალაქ სარასოტაში ტურისტებს ჰემინგუეისთან დაკავშირებულ ორ მემორიალურ ადგილს აჩვენებენ. ერთი არის რესტორანი, სადაც ნასვამმა მწერალმა დებოში მოაწყო და ჭაღი ჩამოაგდო და მეორე- საავადმყოფო, სადაც ის ჭაღის თავში დაცემის შემდეგ მოხვდა.

***
1932 წლის 2 მაისს ამერიკული მიუზიკლის ისტორიაში პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა ჯორჯ გერშვინის სპექტაკლი “შენზე ვმღერი”. თუმცა, დაჯილდოვების ვერდიქტში კომპოზიტორის გვარი მოხსენიებული არ იყო, რადგან ეს პრემია მუსიკოსებს არ მიენიჭებათ.

***
სან-მარინოს მაცხოვრებნი ამაყობენ თავიანთი ძველი და კეთილშობილური წარმოშობით. მათ ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი აქვთ ჩაწერილი წოდება- “მისი უბრწყინვალესობა”.

***
იტალიაში ფეხბურთის გულშემატკივრებს-ტიფოზებს ეძახიან, ბრაზილიაში-ინჩოებს, ჩილეში-აფისიონადოებს, ურუგვაიში-ტორსიდორესებს, იუგოსლავიაში-ნოვიაჩებს.

***
ქიმიკოსებმა- მენდელეევმა, კეკელემ, მათემატიკოსებმა-გაუსმა და დეკრატემ აღმოჩენები ზიმარში გააკეთეს.

***
ამერიკის კონსტიტუცია 206-ი, ნორვეგიის-180-ი, ბელგიის კი 164 წლისაა.

***
ფეხსაცმლის ზონარების შეკვრის 5 ძირითადი ხერხი არსებობს: ამერიკული ზიგზაგი, ევროპული სტანდარტი, ვარიანტი “სათადარიგო” და ორი კანადური.

***
მე-19 საუკუნის ბოლოს გამოშვებულ “პეჟოს” ავტომობილებს მოჰყვებოდა მათრახი ძაღლების მოსაგერიებლად.

***
1905წელს გამოუშვებულ ახალი ფირმის მანქანას, უხმაურო მოძრაობისა და ვერცხლისფერი შეფერილობის გამო “ვერცხლისფერი მოჩვენება” დაარქვეს, ეს ავტომობილი “როლს-როისი” იყო.

***
კლეი ბატლერმა გამოიგონა ახალი უალკოჰოლო სასმელი “Canna Cola”. ეს სასმელი დამზადებულია ჩვეულებრივი კოკა-კოლის მსგავსად, მაგრამ არის ერთი რამ, მასში გარეულია ტეტროჰიდროკანაბიოლი რომელიც შედის მარიჰუანას შემცველობაში. სასმელის 12 უნციაზე ტეტროჰიდროკანაბიოლის შემცველობა არ აღემატება 65 გრამს.

***
ადამიანს ზედა ქუთუთოზე დაახლოებით 150-200 წამწამი აქვს, ქვედაზე კი 50-100. აღსანიშნავია ისიც,რომ თითოეული საშუალოდ 150 დღეს ძლებს.

***
კუნძულ ბორნეოზე იმართებოდა ქალთა დუელები. მათ ორთაბრძოლებში ქმრები თავიანთ ნაცვლად აყენებდნენ. თვითონ კი მხოლოდ სეკუნდანტების როლში გამოდიოდნენ.

***
ქალაქი სტოქჰოლმი დაგეგმილია ისე, რომ ტერიტორიის ერთი მესამედი მწვანე საფარია, ერთი მესამედს წყალი იკავებს, ხოლო ერთ მესამედზე განლაგებულია დაწესებულებები, ოფისები და საცხოვრებელი ადგილები.

***
“ესპანეთის ფენიქსად” და “ბუნების საოცრებად” წოდებულმა ესპანელმა დრამატურგმა ლოპე დე ვეგამ 1800 პიესა დაწერა.

მსგავსი ამბები

Back to top button