ორინოკოს სათავე
რაგინდ საოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, მდინარე ორინოკოზე თანდათან იზრდებოდა ევროპული ქალაქებისა და სიფლების რიცხვი. მთავარ მდინარეზე და მის შენაკადებზე დაცურავდნენ გემები, და არ იყო აღმოჩენილი მდინარის სათავე. სათავე აღმოაჩინა 1951 წლის 27 ნოემბერს საფრანგეთ-ვენესუელას ექსპედიციამ. ყოველმხრივ აღჭურვილი და მომზადებული ექსპედიცია თითმფრინავით ჩაიყვანეს სათავიდან 300 კმ-ით დაშორებულ ადგილზე. აქედან დაიწყო ექსპედიციის რთული გზა მდინარის სათავისაკენ. 240 კმ-ის გადალახვას დაჭირდა სამი თვე. ნავით გავლა ყველგან არ შეიძლებოდა. წყალმარჩხ ადგილებში, გაუვალ ჯუნგლებში ექსპედიციას ფეხით უხდებოდა სიარული, 60 კმ-ის გავლას 34 დღე დასჭირდა. ნანატრი დღე დადგა. 27 ნოემბერს ექსპედიციის ხელმძღვანელმა ჭაობის განაპირა ბორცვზე ზალპის თანხლებით აღმართა საფრანგეთის და ვენესუელას დროშები. აქედან იღებს სათავეს მდინარე ორინოკო.