არქივი

სანელებლების კუნძულები

929f0b6bd59c
აღმოსავლეთ აფრიკის ნაპირებთან, ინდოეთის ოკეანეში, მდებარეობს მარჯნის კუნძულები: ზანზიბარი და პემბი. კუნძულები ბუნებრივი პირობებით ერთნაირია, ორივე ტანზანიის შემადგენლობაში შედის.
მარჯნის კუნძულების ქანებზე, ნაყოფიერ წითელ მიწებზე, კარგად ხარობს მიხაკი, ფეტვი, ბრინჯი, მანიოკი და ბატატი მანიოკის კარტოფილის მსგავსი ფესვებიდან სპეციალური დამუშავების შემდეგ ამზადებენ ფქვილს, ბურღულს და სახამებელს. წამყვანი კულტურაა ზანზიბარის მიხაკი, რომლითაც კუნძულები მსოფლიოშია განთქმული.
მთავარი ქალაქია ნავსადგური ზანზიბარი, რომელსაც თეთრი ფერის ნაგებობანი და მრავალრიცხოვანი მეჩეთები აღმოსავლურ იერს აძლევს. შენობათა ყველაზე ლამაზი ნაწილი კარებია, რომლებიც ბინის მფლობელის სიმდიდრეზე მეტყველებს. კარებს ძვირფასი ხის მასალისაგან აკეთებენ, ისინი ისეთი ლამაზია, სხვადასხვანაირი ჩუქურთმებით (ლოტოსის ყვავილი, ზღვის ტალღები და სხვ.), რომ აქ ასეც კი ხუმრობენ: ზანზიბარაში ჯერ კარებს ირჩევენ, შემდეგ კი ბინასო. კარები, ისე როგორც ხელოვნების სხვა ნიმუშები, ეროვნული საკუთრებაა.
929f0b6bd59c
b533a6d32bc2
0f0b4e6a3f98
4929e8646aed
eed9253f9bf7
f69013e0ee47
19d13bc4643b
e6732f7530db
3e223b50ca19
dd81273ff52b
2df6f7fd2cdc

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button