არქივი

კრის ედკინსის ტრანსფორმაცია

mp31g

როგორ ფიქრობთ, ვინ არის ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის? და-ძმა? შეყვარებულები? ცოლ-ქმარი? ეს ორი, არც მეტი, არც ნაკლები, ერთი და იგივე ადამიანია, სხვაობა კი მხოლოდ 5 წელია.

31 წლის ტრანსგენდერი კრის ედკინსი წარსულში საათობით ვარჯიშობდა სპორტულ დარბაზებში ტრენაჟორებზე, რის შედეგადაც მისი სხეულის წონამ 100 კგ-ს მიაღწია. ამით სურდა, საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ ნამდვილი მამაკაცი იყო.

მაგრამ მარტო ყოფნისას, სხვებისგან მალულად, კრისს ბევრჯერ ჩაუცვამს ქალის ტანისამოსი. 2003 წელს კი გადაწყვიტა, გადაედგა რისკიანი ნაბიჯი და საზოგადოების წინაშე ახალი ვინაობით წარმდგარიყო. მისი ახალი სახელი გახდა კრისი (Chrisie).

1e9v6

მამაკაცად ყოფნის პერიოდში მას შვილიც შეეძინა, გოგონა, რომელიც 9 წლისაა და ქლო (Chloe) ჰქვია. მეზობლებისგან უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა, როცა განაცხადა, რომ აპირებდა ცხოვრება გაეგრძელებინა, როგორც ქალს. რამდენიმე მათგანი ფიზიკურადაც კი გაუსწორდა.

მაგრამ კრისი მედგრად დგას იმ პოზიციაზე, რომ სქესის შეცვლით ბავშვს არაფერი დააკლდება და ასეც შეძლებს, იყოს მზრუნველი მამა. “ჩემმა შვილმა შესანიშნავად გამიგო და ესმის, რატომ შევიტანე ასეთი ცვლილებები ჩემს ცხოვრებაში. ის სულ 9 წლისაა, მაგრამ ძალიან ჭკვიანია. გაცილებით ჭკვიანი, ვიდრე მასზე უფროსი ადამიანები.”

“ვღელავდი იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა მასზე ის, რომ მე ძველებურად მამაკაცი აღარ ვიქნებოდი. მაგრამ მიმაჩნია, რომ ბედნიერი მშობლის ყოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მამაკაცი მშობლისა. ჩემი სქესი არ განსაზღვრავს იმას, რამდენად კარგი მშობელი ვარ. ჩემმა გოგონამ იცის, რომ პატივისცემით უნდა მოეპყრას ყველას და გაუგოს. არ უნდა განსაჯოს ადამიანები მათი გარეგნობის მიხედვით.”

“თავიდან მას სკოლაში დასცინოდნენ ჩემს გამო, მაგრამ ის არ შეუშინდა. ასეთებს მიუტრიალდებოდა და ეუბნებოდა: ‘მამაჩემს უნდა, რომ გოგო იყოს’. რის შემდეგაც ისინი ჩუმდებოდნენ.”

როცა გოგონა დაიბადა, მაშინ მამამისი ჯერ კიდევ კრისი (Chris) იყო და მექანიკოსად მუშაობდა. ასევე იყო ელექტრიკოსიც, ერთი პერიოდი კი ლიმუზინების ბიზნესი ჰქონდა და ქალების ყურადღების ცენტრში იყო. მაგრამ წლები გადიოდა და მას ერთგვარი გაორება სჭირდა, ამიტომ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა.

ახლა ტანწერწეტაა, წონით დაახლოებით 65 კგ. გაიკეთა ტატუ, შეიცვალა ვარცხნილობა, ჩაიტარა ლაზერული მკურნალობის კურსი თმის მოსაშორებლად და რათქმაუნდა, ჰორმონალური თერაპია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცვლილებები მოხდა და ახლა ქალის შესახედაობა აქვს, შვილი მაინც მამას ეძახის. “არ ვაძალებ, რომ დედა დამიძახოს, ჯობია ისე განაგრძოს, როგორც აქამდე იყო. მან მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ.”

pgu8t

თუმცა როცა სკოლაში მისვლა უწევს, სხვა ბავშვების მშობლები ისეთი გამგებნი არ არიან, როგორც ქლო. დაწყებული დედებიდან, რომლებიც ზურგსუკან ჭორაობენ, დამთავრებული იმ მამით, რომელიც ერთხელ სახლში მიუვარდა და სცემა.

“თავიდან მეშინოდა ხალხის რეაქციის – ძალიან ძნელია ტრანსგენდერ ადამიანად ყოფნა და ამდენ ნეგატიურ აზრთან შეჯახება, ამის შემდეგ კი შვილზე ზრუნვა და მისი აღზრდა. 2003 წელს ჩემი ფეისბუქის პროფილი შევცვალე, რათა ყველას გაეგო, ვინ ვიყავი. ბევრმა მხარი დამიჭირა, მაგრამ ზოგმა დამბლოკა ან ამომშალა. იმავე ღამეს ჩემ სახლთან შავი BMW მოვიდა, საიდანაც სამი მამაკაცი გადმოვიდა, თავზე ნაქსოვი ჩაფხუტებით. ამ დროს ქლოს ეძინა. ისინი შემოცვივდნენ სახლში და მიწაზე დამაგდეს. სხეულსა და თავზე ფეხებს მირტყამდნენ, შემდეგ დასისხლიანებული დამტოვეს და გაიქცნენ.”

“ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალად ცხოვრება გადავწყვიტე. ვღელავდი, რა მოხდებოდა, როცა ჩემი შვილი ნაცემსა და დაბეგვილს მნახავდა. ის განადგურებული იყო. არ მესმის, რატომაა ზოგი ასეთი უმეცარი და შეუბრალებელი.”

“ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ვცდილობთ, ცხოვრება ისე ავიწყოთ, როგორც ჩვენ გვსურს. ჩემნაირი ადამიანები არსებობენ და თუკი ჩემმა შვილმა შეძლო და შეეგუა იმას, რომ მამამისი ქალად იქცა, ასევე უნდა მოიქცეს დანარჩენი მსოფლიოც.”

კრისი მოდელად მუშაობს და ცოტა ხნის წინ ალბომიც ჩაწერა. ეს კი მისი პირადი საიტი.

ამართლებთ კრისის საქციელს?

მსგავსი ამბები

Back to top button