კულტურაუცნაური

ელექტრონული საფულე.

9e3f97c34dde

დღეს მე გადავწყვიტე მოგიყვეთ ახალ გამოგონებაზე, რომელიც, როგორც ყველა ახალი ტექნოლოგია, ელექტრონულია.

მობილურ ტელეფონში უკვე იმდენი სასარგებლო საგანია მოქცეული რომელზეც რამოდენიმე წლის წინ ვერც ვიფიქრებდით.

ახლო მომავალში ჩვენ ელექტრონულ საფულეებთან შეჩვევესაც “გვაიძულებენ”, რადგანაც NFC-ის ტექნოლოგიას ხელი თავად Google-მა მოჰკიდა. მიუხედავად ამისა, ახალ კონცეპტში Vista Wallet ელექტრონული საფულე ცალკე მოწყობილობად განიხილება.

www.ucnauri.com

საფულის Proverbial Wallet მსგავსად, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრების მიერაა შექმნილი, ამ ელექტრონულ მოწყობილობის სისქე თქვენს ანგარიშზე არსებულ თანხაზეა დამოკიდებული. ეს მარტივი ფუნქცია დანახარჯების კონტროლირებაში დაგეხმარებათ. თანხების მიმოქცევის გაფართოებული მართვისთვის სენსორული დისპლეი გამოიყენება, ხოლო კვების წყაროდ მინიატურული დიდი ტევადობის მქონე ბატარეაა გამოყენებული. მას აგრეთვე აქვს ულტრაკომპაქტური GPS-რესივერი და 3G-ქსელთან მისაერთებლად მოდული. ამას გარდა, მომხმარებელს ამა თუ იმ პროდუქტზე სხვადასხვა მაღაზიებში არსებული ფასების ერთმანეთთან შედარებაც შეუძლია.

პ.ს. წყარო internet.ge

მსგავსი ამბები

Back to top button