გართობაუცნაური

ყალბია თუ ნამდვილი? #2

9wj2w

ვაგრძელებ თემას და წარმოგიდგენთ ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებს, რომელთაგან ზოგი ერთი შეხედვით ძნელი დასაჯერებელია, რომ რეალური იყოს.

პირველი ნაწილი იხილეთ აქ

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

bcivs
მინესოტას შტატის ქალაქ ვაიზატასთან ახლოს 394-ე ტრასაზე დიდი სიჩქარით მოძრავი დოჯი ირემს შეეჯახა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მანქანას შეეძნეყვა და რქებით წინა სავარძელში მოადინა ზღართანი. მძღოლს გაუმართლა და მხოლოდ მსუბუქად დაზიანდა. მოვლენა ოფიციალურად დაფიქსირდა პოლიციის უახლოეს განყოფილებაში.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

24b1h
მსგავსი მოვლენა დაფიქსირდა სტოკჰოლმშიც. ავტომობილის მძღოლი ის-ის იყო, მარცხნივ უხვევდა, რომ ამ დროს გვერდიდან 250 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი შეასკდა, რის შედეგადაც დაიღუპა ორივე მძღოლი და მგზავრი მანქანაში. მათი გამოყვანა მოახერხეს, მანქანა და მოტოციკლი კი ისე აირია ერთმანეთში, რომ მუზეუმში გააქანეს.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q


მძღოლი SUV-ით მისეირნობდა მონტანას გზაზე, მაგრამ საჭესთან ჩაეძინა, რის გამოც მანქანა გზიდან გადავიდა, ცოტა ხანში კი დამცავ მოაჯირს შეეჯახა. მოაჯირი შეესო მანქანას, გაიარა ძრავა, სავარძელი და უკანა ფანჯრიდან გამოვიდა. მანქანა რომ გაჩერდა, 21 წლის მოტოციკლისტმა ჩაიარა და დახმარება აღმოუჩინა. დაზარალებული მძღოლი კაცი იყო.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

gggow
2003 წლის 6 მარტს Lockheed C-5 Galaxy ნორფოლკის სამხედრო სადგურში ეშვებოდა, მაგრამ მძღოლმა ცუდი ამინდის გამო ასაფრენი ზოლი კარგად ვერ დაინახა და ალალბედზე დაეშვა, რის შედეგადაც 75 მ სიგრძის სამხედრო თვითმფრინავი ასაფრენ ზოლსა და საავტომობილო გზას შორის იყო “გაკვეხებული” 16 საათის განმავლობაში.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

k04l5
“კულულა” სამხრეთ აფრიკაში მოქმედი კომპანიაა, რომელიც თვითმფრინავებს აწარმოებს. 2010 წელს კომპანიამ შეისყიდა და ხმარებაში გაუშვა “ბოინგ 737-400”, მაგრამ მანამდე პატარა ცვლილებები გაუკეთა დიზაინში, რასაც სურათზე ხედავთ.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q


ფოტო, რომელზეც სამი გოლფერი გაურბის გრიზლის, გავრცელდა წიგნიდან “Lost Balls: Great Holes, Tough Shots, and Bad Lies” და მისი ავტორია ჩარლზ ლინდსეი. გადაღებულია მონტანაში, Yellowstone Club-ში.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

lp9e3
2009 წლის ოქტომბერში 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანა კოიოტს შეეჯახა, მძღოლმა იფიქრა რომ მოკლა და გზა გააგრძელა, მაგრამ ცხოველი სინამდვილეში ძრავასა და ბამპერს შორის აღმოჩნდა, სადაც 8 საათი გაატარა და თითქმის 1000 კმ გაიარა, მაგრამ მაინც უვნებლად გადარჩა. მოვლენის შესახებ სტატია გამოაქვეყნა Daily Mail-მა.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q


ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ შესაძლებელი ყოფილა, ხატვა სპილომაც ისწავლოს. ვიდეოში სწორედ ასეთ სპილოს ხედავთ ტაილანდის ზოოპარკიდან, რომელმაც ინსტრუქტორების დახმარებით თავისი თანამოძმეების ხატვა ისწავლა.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

y7wmy
2004 წლის 5 ოქტომბერს დილით მუშებმა 15 მ სიმაღლეზე მავთულებში გახლართული ამერიკული ცხენ-ირემი შენიშნეს. 550 კგ წონის ცხოველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა მისი გათავისუფლება მოახერხეს. საქმე ისაა, რომ წინა დღეს კაბელების გამოცვლა გადაწყვიტეს და სანამ მავთულები ჯერ კიდევ მიწაზე იყო, სავარაუდოდ მაშინ გაეხლართა რქებით, ხოლო როცა ჯალამბარმა ზევით აწია, ცხენ-ირემიც ასწია და მაშველების მოსვლამდე ასე იყო გამოკიდებული ჰაერში.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

52ypo
კიდევ ერთმა ცხენ-ირემმა ივაჟკაცა, მან ბიზონის ქანდაკებასთან დაამყარა სექსუალური კავშირი. ვინც ეს შენიშნა, ქვების სროლითა და ყვირილით ცდილობდა მის მოშორებას, მაგრამ როგორც ჩანს, ცხოველი იმდენად იყო აგზნებული, რომ სანამ საქმეს არ მორჩა, ყურიც არ შეიბერტყა. შემდეგ კი კმაყოფილმა დატოვა ტერიტორია.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

1rf7r
სურათზე ხედავთ ერაყში გადაღებულ ე.წ. აქლემის ობობას, ასევე ცნობილს, როგორც მზის ობობას ან ქარის მორიელს. მისმა სიგრძემ შეიძლება 7 სმ-ს მიაღწიოს და გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, ადამიანებს ნაკლებად ერჩის.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

jghn3
2004 წლიდან მოყოლებული ეს სურათები ინტერნეტში ტრიალებს და მისი გამავრცელებლები ამტკიცებენ, რომ პატარა ბიჭს შარიათის კანონით სჯიან პურის ქურდობისთვის. სურათები ნამდვილია, აღწერა კი არასწორი: რეალურად, ეს უბრალოდ შოუა, რომელიც ირანში ხშირად იმართება და საკმაოდ ბევრი მაყურებელიც ჰყავს, შესაბამისად სარფიანიცაა. ის ბევრჯერ ჩატარებულა და დაშავების შემთხვევა ჯერჯერობით არ ყოფილა.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

bsvvc
2005 წლის 1-ლ სექტემბერს ნიუ ორლეანში ფოტოგრაფმა ფილ კოულმა დააფიქსირა წყალდიდობაში მოქცეული სასკოლო ავტობუსები. წყალდიდობა ქარიშხალ კატრინას “თავდასხმებს” მოჰყვა.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

nly8r
ბრიტანული გადაცემა “Sky News” აშუქებდა ბუშის გამოსვლას, რომელმაც ქარიშხალ კატრინას უწოდა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კატასტროფა, რომელიც აშშ-ს დაატყდა თავს. ცუდად შერჩეულმა ტიტრმა კი უნებლიედ ეს შედეგი მოგვცა:
ბუში: ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კატასტროფა, რომელიც აშშ-ს დაატყდა თავს.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

galpp
ფოტოზეა 10 თვის ეგვიპტელი გოგონა, რომელიც ორი თავით დაიბადა, მისი სახელია მანარ მაგედი. ეს არის იშვიათი დეფექტი, როცა ემბრიონი იყოფა ტყუპებად, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი სრულად არ ვითარდება. ტყუპებს შეეძლოთ თვალების დახამხამება და გაღიმება. 2005 წლის 19 თებერვალს 13 საათიანი ოპერაციის შემდგომ მანარს “პარაზიტი” თავი მოაშორეს და ნელ-ნელა სრულფასოვანი ცხოვრების დაწყება შეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, 2006 წლის 25 მარტს ორი წლის ასაკში გარდაიცვალა ტვინის არეში ინფექციის, პნევმონიისა და გულის პრობლემების გამო.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q


ბიჭი, რომელსაც სურათზე ხედავთ, დედასთან ერთად კაფეში ყოფნისას მაგიდაზე აძვრა, მაგრამ უეცრად წაბორძიკდა და ჩამოვარდა, ცხვირში კი ის ჩანგალი გაეყარა, რომელიც მანამდე ხელში ეჭირა. საბედნიეროდ, ჩანგალი ხრტილებს აცდა და სისხლდენაც მცირეოდენი იყო. ექიმების დახმარებით ჩანგალი გამოიღეს და ბიჭის დედამ სამახსოვროდ სახლში წაიღო.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

cctwi
2005 წლის იანვარში შვეიცარიაში, ლემანის ტბის ტერიტორიაზე თითქმის ყველაფერი გაიყინა: ავტომობილები, გზა, ხეები, ნავები და ა.შ. ქარის სიჩქარე სურათების გადაღების მომენტში 110 კმ/სთ-ს აღწევდა.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

v3jm6
2000 წლის აგვისტოში აშშ-ში 1,6 მილიონი ჰექტარის ზომის ტერიტორია, ძირითადად აიდაჰოსა და მონტანას შტატები, ცეცხლმა მოიცვა. ხანძრის მოქმედების აღწერისთვის ბიტერრუთის ტყეებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი ჯონ მაკკოლგანი გაეშურა და და ეს კადრიც მაშინ აღბეჭდა ფირზე.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

nnbfa
ანტარქტიდის ყინულები, რომლებიც ფორმირებისას ტალღებს დაემსგავსნენ. ალბათ გასაკვირია, მაგრამ ასეთი ფორმა წყლისა და ქარის ზემოქმედებით არ მიიღება, ასეთ ფორმას დნობის პროცესში იღებს. სურათები გადაღებულია 2002 წელს.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

iqnre
2008 წლის მაისში სამხრეთ ჩილეში, პატარა ქალაქ ჩაიტენში (4000 სული) დიდი ხნის განმავლობაში მიძინებული ვულკანი ამოქმედდა. რამდენიმე საათში კი კვამლის ღრუბლებში ელვამ გამოანათა, რაც მოხერხებულ ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ და ეს ლამაზი კადრი დააფიქსირეს.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

lp7t9
ადამიანები უკვე დიდი ხანია, ცდებს ატარებენ სხვადასხვა მცენარეულ ჯიშებზე, რომელთა ძირითადი მიზანი უკეთესი სახეობის მიღებაა. თუმცა ასეთ ექსპერიმენტებს ზოგჯერ ესთეტიური ხასიათიც აქვს. ჰოლანდიური ყვავილების კომპანიის მფლობელმა, 36 წლის პიტერ ვან დე ვერკენმა მოახერხა და გამოიყვანა რამდენიმე ყვავილი სხვადასხვა ფერის ფურცლებით, რომელთაც მან “ცისარტყელა ვარდები” უწოდა.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

0nrnj
ჩრდილოეთ დაკოტელი 46 წლის ფერმერის, კერტის ვეიცის მიერ აღშფოთების გამოხატვის ორიგინალური ფორმა მარცვლეულის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით. 2004 წლის ნოემბერში კერტისმა 2 საათი მოანდომა, რათა ნათესებში 12 მეტრი სიგრძის სახნავი იარაღის საშუალებით მთავრობის მისამართით გზავნილი “დაეხატა”.

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

jsqjj
1918 წლის ივლისში იოვას შტატში 18 000-მა ამერიკელმა ჯარისკაცმა თავისუფლების ქანდაკება “შექმნა”. განლაგება ასეთი იყო:
ძირიდან მხრებამდე: 45.7 მ
მარჯვენა მკლავი: 104 მ
მარჯვენა ცერი: 10.5 მ
ტანის ყველაზე განიერი ადგილი: 9 მ
მარცხენა ხელი: 9.2 მ
სახე: 18.3 მ
ცხვირი: 6.4 მ
ჩირაღდნის ალი: 183 მ
ჩირადღანი და ალი ერთად: 300 მ
ადამიანთა რაოდენობა ჩირაღდნის მონაკვეთში: 2800
ჩირაღდნის ალში: 12 000
მარჯვენა მკლავში: 1200
თავსა და ტანში: 2000
სულ: 18 000

qmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518qqmk1zq9jpo8zobf1518q

ზი ენდ :mamao:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button