უცნაური

მისტიკური ისტორიები.. (ნაწილი 2)

hdsho

გაგრძელებაში იხილავთ რამდენიმა მისტიკურ ისტორიას,რომლებსაც თვითმხილველები ყვებიან..

„ეს ჩემთვის მეტად მტკივნეული თემაა.. ლეგენდები სისხლიან მერიზე სრული ჭეშმარიტებაა (საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ).. ეს მოხდა ქ. ნიუპორტში 1999 წლის 22 ივნისს.. ჩემ ყოფილ საუკეთესო მეგობარ მაიკზე ნიუპორტის „საღამოს გაზეთშიც“ კი იყო სტატია..
ამ დროისთვის ჩვენ 13 წლისები ვიყავით, მოგეხსენებათ ამ ასაკში ადამიანი ძალიან ცნობიმოყვარეა… 20 ივნისს ჩვენმა ერთ-ერთმა კლასელმა მოგვიყვა ლეგენდა სისხლიან მერიზე.. იმ ღამეს მე მაიკთან დავრჩი.. საღამოს 10-11 საათი იყო, მთვარე ხეებს მოეფარა და მთვარის სინათლე ძლივს აღწევდა ფანჯრებში.. ორივეს გვინდოდა ამ რიტუალის ჩატარება, მაგრამ ვიფიქრეთ,რომ თუ ორივე ერთად ჩავატარებდით არაფერი გამოგვივიდოდა, ამიტომ ის მარტო შევიდა სააბაზანოში… (მიხარია,რომ არ შევყევი)..
იმ ლეგენდის თანახმად რომელიც ჩვენმა კლასელმა მოგვიყვა უნდა აგენთო 6 სანთელი, სარკეზე რაიმეთი წითლად დაგეწერა 666 ( მაიკმა დედაჩემის პომადა გამოიყენა) და 6ჯერ უნდა გეთქვა “სისხლიანი მერი“.. ჩემმა მეგობარმა ეს ყველაფერი გააკეთა , რადგან ჩვენ დაწერილი გვქონდა ინსტრუქცია და სანთლები ავანთეთ სანამ კარს გამოვიხურავდი.. კარის მიღმა , გავიგონე თუ როგორ თქვა მაიკმა „სისხლიანი მერი“.. 10 წუთის განმავლობაში არაფერი მომხდარა, არანაირი ხმაური არ გამიგია და თან სააბაზანოს კარის ჭუჭრუტანიდან სანთლების შუქი ჩანდა… არ მეგონა თუ რამე გამოვიდოდა და დაბლა ჩავედი წყლის დასალევად.. როდესაც დავბრუნდი ოდნავ ავნერვიულდი,რადგაც სანთლების შუქი აღარ ჩანდა და კარი ჩაკეტილი იყო.. ყური კარს მივადე.. ამ დროს მაიკის მამა მოვიდა და მკითხა თუ რას ვაკეთებდი..
მისტერ ბრაუნს ეგონა,რომ ჩვენ შემთხვევით ჩაგვეკეტა კარი და ხელსაწყო მოიტანა რომლითაც საკეტის მოხსნას ცდილობდა.. როდესაც საკეტი მოხსნა, ჩვენ კარს მივაწექით.. 15 წუთიანი მიწოლის შემდეგ ძლიერი დარტყმის ხმა გავიგეთ და კარი გაიღო.. ჩვენ დავინახეთ სისხლის გუბე,რომელშიც დაჩოქილი იჯდა მაიკი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.. ამ ღამეს ჩემი მეგობარი გარდაიცვალა.. მაიკი ამ სულელური რიტუალის შესრულებას შეეწირა და გთხოვთ ნუ გაიმეორებთ იგივეს..“

„ამერიკის ერთ-ერთ შტატში მოხდა მასობრივი მკვლელობა… 10 ადამიანი დაიღუპა… როდესაც პოლიციელები წავიდნენ შემთხვევის ადგილზე მათ სურათი გადაუღეს თითოეულ გვამს.. ერთ-ერთმა პოლიციაელმა მოპირდაპირე კედელზე წარწერა შეამჩნია, მაგრამ მისი სიშორის გამო ვერ წაიკითხა.. ახლოს მივიდა და დაინახა,რომ კედელძე სისხლით ეწერა ციფრები 7734…. მან კედელს სურათი გადაუღო და პოლიციის ოფიცერს აჩვენა, მან ეს სისულელედ მიიჩნია და ფოტოკამერა ამოტრიალებულ მდგომარეობაში უკან დაუბრუნა პატრონს.. რიგითი პოლიციელი ამ სურათის წაშლას აპირებდა, მაგრამ როდესაც დახედა ფოტოზე ციფრების მაგივრად სიტყვა იყო აღბეჭდილი.. ეს სიტყვა იყო „HELL”(ჯოჯოხეთი)“

„ეს მე და ჩემს დაქალს გარდგვხვდა,ჩემი მშობლები აგარაკზე წავიდნენ,მე კი მარტო დამტოვეს სახლში. მარტოს რომ არ შემშინებოდა ,ჩემს დაქალს დავუძახე და ერთად დავჯექით კინოს საყურებლად.მე საპირფარეშოში მომინდა წასვლა… როგორც კი ოთახიდან გავედი დავინახე,რომ ჩემს წინ ჩრდილმა გაიქროლა.მე შემეშინდა,ისევ ოთახში შევედი და საწოლზე დავწექი,ჩემმა დაქალმამკითხა თუ რა დამემართა.. მე მოვუყევი.. მან კი მითხრა, რომ შეიძლება მომჩვენებოდა..მოკლედ ჩვენ მოგვშივდა და სამზარეულოსკენ წავედით. როდესაც შევედით დავინახეთ, რომ ყველა მჭრელი საგანი იატაკზე ეყარა,თითქოს ვიღაცა რაღაცას ეძებდა..ძალიან შეგვეშინდა.. ყველაფერი ავკრიფეთ…შემდეგ ფეხის ხმა გავიგეთ… შიშისგან კინაღამ გული გაგვისკდა და გადავწყვიტეთ დაქალთან წასვლა, მასთან ხომ მაინც მშობლები იყვნენ! კარის გაღება ვცადეთ მაგრამ ვერ შევძელით… ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოს კარს ვიღაც იჭერდა მეორე მხრიდან.მერე აივნის კარი ბრახუნით გაიღო,ჩვენ მივედით და დავინახეთ იგივე აჩრდილი,როცა მიახლოება გადავწყვიტე-გაქრა… შიშისგან ვკანკალებდით.. ისევ კარის გაღება ვცადეთ.. 20 წუთის მცდელობის შემდეგ როგორღაც გავაღეთ და მეგობრის სახლში წავედიტ… იქიდან დედას დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი.. მან გიჟად ჩამთვალა და ნება დამრთო მის ჩამოსვლამდე მეგობართან დავრჩენილიყავი… დედაჩემის ჩამოსვლის შემდეგ ესეთი რაღაც აღარ მომხდარა მაგრამ დღემდე მეშინია სახლსი მარტო დარჩენის..“

მსგავსი ამბები

Back to top button