გასართობისურათები

Harbour Bridge . . .


როცა Sydney Opera House ზე ვაკეთებდი პოსტს,მაშინ დამებადა აზრი გამეკეთებინა ერთი პოსტი Harbour Bridge ზეც. აი ისიც,ულამაზესი და უნიკალური ხიდი…
Harbour Bridge – სიდნეის კიდევ ერთი მშვენება და სიამაყე,მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი ლითონის თაღოვან ხიდებს შორის.იგი კვეთს Port Jackson ის ყურეს და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს აკავშირებს ჩრდილოეთ სანაპიროსთან.მისი ლითონის გუმბათის სიგრძეა 503მეტრი,რაც 15 მეტრით ნაკლებია მსოფლიოს ლითონის თაღოვან ხიდებს შორის ყველაზე დიდი ლითონის თაღის მქონე ხიდთან შედარებით.

ხიდის მშენებლობის პროცესი

Harbour Bridge ის პროექტი ეკუთვნის ოლეგ კერესენკოს.ხიდის რკინის გუმბათის წონაა 39 000 ტონა,წყლის ზედაპირიდან სიმაღლე 139 მეტრი.მისი სიგრძის წყალობით ხიდის სამანქანო ნაწილსა და წყლის ზედაპირს შორის არსებული 49 მეტრი საშვალებას აძლევს მის ქვეშ უპრობლემოდ გაიაროს ნებისმიერმა საზღვაო ტრანსპორტმა.აღსანიშნავია,რომ ხიდის ლითონის თაღის სიმაღლე სიცხიან დღეებში 18სმ ით იზრდება,გამომდინარე იქიდან რომ მეტალი სიცხეში ფართოვდება.Harbour Bridge ის მთლიანი სიგრძეა 1 149 მეტრი წონა 52 800ტონა.

ხიდის გახსნის თარიღია 1932 წლის 19 მარტი.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close