არქივი

საინტერესო ფაქტები დიდი ბრიტანეთის შესახებ

b1e5e35ad381
დიდი ბრიტანეთი არის ისეთი გასაოცარი ქვეყანა, რომ ისტორიები, მოვლენები და საინტერესო ფაქტები ამ ქვეყნის შესახებ შეიძლება ვწეროთ დღეები. ვინც ინგლისურს სწავლობს ეს ქვეყანა მათ უფრო და უფრო იზიდავს. ინგლისურის შესასწავლად გამოიყენება დღეს ცნობილი პროგრამა სახელად Skype.

ლონდონი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, ასევე ერთ-ერთი გავლენიანი და უდიდესი ქალაქი.

ინგლისის ოფიციალური ენა 1066 წლიდან 1362 წლის ჩათვლით იყო ფრანგული ენა.

ინგლისის ერი ყველა სხვა ერებისგან არის რადიკალურად განსხვავებული, რადგან სხვა ქვეყნებში დიდ ყურადღებას აქცევენ ფულს და ქონებას, ხოლო ინგლისში ადამიანობას სხვა ფაქტორები განსაზღვრავენ, რადგან ამ ქვეყანაში მთავარი ღირებულებებია მოდა, მანერები, ოჯახი და განათლება. ისეთი მდიდარი ადამიანები როგორებიც არიან მომღერლები ან მსახიობები, მათ არ ექნებათ რაიმე პრობლემები ურთიერთობისას დაბალი კლასის ადამიანების მიმართ.

ბრიტანეთში პოლიციელები თან არ ატარებენ იარაღს გარდა რაიმე განსაკუთრებული შემთხვევებისა.

ერთ-ერთ ცნობილ სოფელში სახელად ჰეი-ონ-ვაიში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი წიგნების secon hand. ეს სოფელი 1977 წელს ცდილობდა, რომ დამოუკიდებლობა მოეპოვებინა ინგლისისგან.

უილტშირის საგრაფოში აღმოჩენილია მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელოვნური ყორღანი. ყორღანის სიმაღლე არის 40 მეტრი. ყორღანს ჰქვია სილბერი-ჰილი და ის იქნა გაკეთებული დაახლოებით 4750 წლის წინათ.

დასავლეთ ლონდონში მდებარეობს სტუდია სახელად Ealing Studios-ი, რომელიც ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძველ კინოსტუდიათ. სტუდია დაარსდა 1902 წელს.

სწორედ, რომ ლონდონში გაიხსნა პირველი საზოგადოებრივი ზოოპარკი 1829 წელს.

ყველაზე დიდი და ყველაზე ძველი სამეფო რეზიდენცია მსოფლიოში გაკეთდა ინგლისში. რეზიდენცია დღესაც არსებობს და მას ქვია უინძორის სასახლე, რომელიც აშენდა 1070 წელს და 1170 წელს ის გაარემონტეს და გადააკეთეს ქვის სასახლეთ.

ინგლისში მუდმივად არის წვიმა. წვიმა და ნალექი არის ამ ქვეყნის მუდმივი თანამგზავრი. იშვიათად ხდება ტემპერატურის ვარდნა, ძაან იშვიათად ხდება, რომ ტემპერატურა ჩამოცდეს -5 ცელსიუს გრადუსს, ხოლო ყველაზე იშვიათად ტემპერატურა სცილდება +30 ცელსიუს გრადუსს.

ასევე ლონდონში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბორბალი, რომელსაც ეწოდება “ლონდონის ბორბალი” და ზომაში არის 135 მეტრის.

სწორედ, რომ ინგლისში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი არქეოლოგიური არტეფაქტი რომელსაც ეწოდება სტოუნჰენჯი.

მსგავსი ამბები

Back to top button