არქივი

Sydney Opera House . . .

5de31c19052c
ალბათ დამეთანხმებით რომ იგი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ლამაზი ნაგებობაა . . .

სიდნეის ოპერის სახლი  (Sydney Opera House)  მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი ნაგებობაა. სახურავის განსაკუთრებულობა აძლევს საშუალებას, იყოს ყველასგან გამორჩეული და არ გავდეს სხვა შენობებს. იგი ავსტრალიის ერთერთი დიდი ქალაქის, სიდნეის მთავარი სავიზიტო ბარათია მთელს მსოფლიოში. შეუძლებელია, გაგახსენდეს სიდნეი და არ გაგახსენდეს მისი ოპერის თეატრი.

1958 წლამდე, სანამ ოპერის თეატრის მშენებლობას დაიწყებდნენ, მის ადგილას ტრამვაის დეპო იყო განთავსებული. Sydney Opera House-ის მთავარი არქიტექტორი იყო იმ დროისათვის ნაკლებად ცნობილი დანიელი არქიტექტორი Jorn Utzon.

65d18d2688ba
Jorn Utzon.

5b2255dd73ca

მშენებლობის პროცესი

486c56900e59

მშენებლობის დაწყებამდე ვარაუდობდნენ, რომ Sydney Opera House ის მშენებლობა დაახლოებით 4 წელს გაგრძელდებოდა და დაჯდებოდა 7 მილიონი დოლარი, მაგრამ მისი მშენებლობა 14 წელი მიმდინარეობდა და დაჯდა ასევე გაუთვალისწინებლად დიდი თანხა, 102 მილიონი დოლარი… აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დასრულებამდე რამოდენიმე წლით ადრე, კერძოდ 1966 წელს Jorn Utzon-მა საერთო ენა ვეღარ გამონახა პროექტის დამფინანსებლებთან და პროტესტის ნიშნად პროექტი დატოვა, რომელიც ადგილობრივმა არქიტექტორებმა გააგრძელეს. თუმცა, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმის მიუხედავად რომ მან პროექტი დასრულებამდე 7 წლით ადრე დატოვა, Sydney Opera House-ის დაპროექტებისთვის მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული და მრავალი პრემიის ლაურეატია. ყველაზე დიდი პარადოქსი კი ის არის, რომ იგი ისე გარდაიცვალა 2008 წლის 29 ნოემბერს, რომ აღარ ჩასულა ავსტრალიაში და არასოდეს უნახავს დასრულებული საოპერო თეატრი საკუთარი თვალით.

Sydney Opera House 2.2 ჰექტარ ფართობს იკავებს.იგი 1973 წლის 20  ოქტომბერს  საზეიმოდ  გახსნა  ბრიტანეთის  დედოფალმა  ელიზაბეტ II-მ.

ეხლა კი,უბრალოდ დატკბით ამ საოცარი სურათებით ;)

9b2c05f44507

084bf3f27d7c

4ee332088ffe

87deefae30d0

04ca655f3700

a7ccdabb7eda

Harbour Bridge – ჩემი აზრით მსოფლიო ხიდთაგან ერთერთი ყველაზე ლამაზი (ისე  ამაზეც გამოაცხობდა კაცი საინტერესო პოსტს :D )
d9db451b3261

1b4a4af4f7a4

4aa02efacb79

P.S. ღამით ბევრად ლამაზია, ამიტომ ძირითადად ღამის ფოტოები დავდე :lol2:

მსგავსი ამბები

Back to top button