გასართობისაკითხავიუცნაური

ველური ბავშვები


გარეული, ველური ბავშვები- არის ჩვეულებრივი ბავშვი, რომელსაც მოჭარბებული აქვს ცხოველური ქცევები. ასეთები უმეტესად ხდებიან, როდესაც ადამიანებისგან მოწყვეტილად იზრდებიან, ან ცხოველებთან აქვთ ზედმეტად ხშირი კონტაქტი, მოკლებულნი არიან ადამიანურ სითბოს, სიყვარულს, ცხოველებისგან კი სწავლობენ იმას, რასაც საზოგადოება არ აძლევს, შესაბამისად ჩვენ ვიღებთ ცხოველს ადამიანის სხეულში. ასეთი შემთხვევები საკმაო რაოდენობითაა დაფიქსირებული, კიდევ რამდენი არ გამოსულა დღის სინათლეზე ვინ იცის..

ველური პიტერი

პირველი ცნობილი შემთხვევა გარეული ბავშვის აღმოჩენისა იყო პიტერი. 1725 წლის ზაფხულში ჩრდილოეთ გერმანიაში, ჰემელნთან, ტყის მახლობლად იპოვნეს უცნაური ახალგაზრდა. 12 წლის ასაკში ბიჭუნა 4 კიდურით მოძრაობდა, იკვებებოდა ბალახითა და ფოთლებით. შიშველი, მოყავისფრო, შავთმიანი არსება ხეებზე დახტოდა როდესაც ვინმე მიუახლოვდებოდა და არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა.
ბიჭი ჰანოვერის ჰერცოგს, გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჯორჯს მიჰგვარეს. ისე მიიღეს როგორც საპატიო სტუმარი და მეფესთან სუფრაზეც დასვეს. თუმცა იქ რასაც გამოავლენდა ალბათ თქვენც კარგად ხვდებით. ბიჭმა უარი თქვა პურზე, სამაგიეროდ ბოსტნეული, ხილი და ხორცი გადმოიღო და მანამ ჭამდა პირის წკლაპუნი,სანამ მისი წაყვანა არ ბრძანეს. ამის შემდგომ პიტერი ცნობილი გახდა, მას ხან ველურს ეძახდნენ, ხან ჰანოვერელ პიტერს..
ბიჭმა ვერ ისწავლა ლაპარაკი, მხოლოდ სამიოდე სიტყვა იცოდა, პიტერს ამბობდა და მეფე ჯორჯს. იგი ლონდონშიც საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო, მისი ამბავით ბევრი დაინტერესდა,თუნდაც იმიტომ,რომ ეს ყველაფერი სასაცილოდ ეჩვენებოდათ. პრინცესა კაროლინამ მეფე დაიყოლია,რომ პიტერი მის რეზიდენციაში გადაეყვანათ და ბიჭუნა მართლაც მასთან ცხოვრობდა, ოღონდ ფაქტიურად როგორც ცხოველი ისე. მისივე მოთხოვნით ეძინა იატაკზე, ყოველ დილას ფრთხილად აცმევდნენ ტანისამოსს, ჰყავდა აღმზრდელი,რომელიც თავის დაკვრასა და ქალბატონებისთვის ხელზე კოცნას ასწავლიდა. პიტერზე სტატიები ლონდონის გაზეთებში იწერებოდა.

საზოგადოებას მალევე მობეზრდა საწყალი ველური ბიჭი, არც აკადემიური მიღწევები ჰქონდა პიტერს, აღმზრდელმა ვერაფერი მოუხერხა მის უნიჭობას და ველური ისევ მარტო დარჩა. ის ჰელფორშირში ერთ-ერთ ფერმაში დაასახლეს, წლიურ პენსიად კი 35 £-ს აძლევდნენ.
ერთ დროს მთელი ქალაქის განსახილველი თემა ახლა თავმდაბალ მეურვედ იქცა. საბოლოოდ პიტერი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბელლო – ნიგერიელი ბიჭი

ბელლოს მედიაში ხანდახან ნიგერიელ შიმპანზე ბავშვად მოიხსენიებდნენ. იგი 1996 წელს იპოვნეს, დაზუსტებით არავინ იცის თუ რამდენი წლის იყო, მაგრამ სავარაუდოდ ამბობენ,რომ მისი ასაკი 2 წელს არ აღემატებოდა. ბიჭი ნიგერიის ტყეებში აღმოაჩინეს, იგი ფიზიკურად და მენტალურად დაავადებული იყო. ვარაუდობენ,რომ ბავშვი 6 თვის ასაკში მიატოვეს, რადგანაც ფულანის ტომებისთვის ეს დამახასიათებელია. რა თქმა უნდა ჩვილს საკუთარი თავის გამოკვება არ შეეძლო, მაგრამ ხსნა მასთან შიმპანზეს სახით მოვიდა. ტყეში მცხოვრებმა გარეულმა ცხოველმა ბავშვი შეიფარა და გაზარდა. ბელლომ შიმპანზესთვის დამახასიათებელი ქცევები აითვისა, სიარული,ხტომა, და სხვა ცხოველური გამოვლინებები.
როდესაც იპოვნეს, შემდეგ მასზე ინფორმაციით როგორც ჩანს აღარავინ დაინტერესებულა, 2002 წელს კი მედიამ კვლავ მიაგნო ბავშვს. ბელლო იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა სახლში იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკაში, ამბობდნენ რომ ხშირად ბავშვებს ჩაგრავდა, სახლში ნივთებს აქეთ-იქით ისვროდა, ღამ-ღამობით მაიმუნივით დახტოდა. თუმცა 6 წლის შემდეგ საკმაოდ დაწყნარებულად გამოიყურებოდა. ლაპარაკი ბელლოს არასდროს უსწავლია, მიუხედავად იმისა,რომ ბავშვებთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. 2005 წელს დაუდგენელი მიზეზით გარდაიცვალა.

დინა სანიჩარი – ინდოელი ბიჭი-მგელი

დინას საქმე ერთ-ერთი ძველი ამბავია ველური ბავშვების ისტორიაში. იგი 1867 წელს მონადირეებმა იპოვნეს 6 წლის ასაკში, როდესაც დაინახეს,რომ მგლები და ბავშვი ბუნაგში ერთად შევიდნენ. მათ ჯერ მგლები ბოლის საშუალებით გამორეკეს ბუნაგიდან,ხოლო შემდგომ ბავშვთან ჩავიდნენ და წამოიყვანეს. იგი რა თქმა უნდა მენტალურად არანორმალურად მიიჩნიეს, რადგანაც იმ დროს მედიცინის დრონე არც ისე მაღალი იყო. ბიჭს მთლიანად ათვისებული ჰქონდა მგლური ცხოვრების კანონები, ჭამდა უმ ხორცს,არ იცვმდა ტანსაცმელს, ჭამდა მიწიდან, მას სპეციალისტები დაეხმარნენ და მალე ნორმაში მოიყვანეს ჭამისა და ქცევის წესები. თუმცა დინამ ლაპარაკი ვერ ისწავლა. გარდაიცვალა 1895 წელს.

კამალა და ამალა

გოგონების საქმე საკმაოდ ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც ისინი იპოვნეს. ეს კი 1920 წელს მოხდა ინდოეთში. კამალა 8 წლის იყო, ამალა კი 18 თვის. ხალხმა მათ მგლების ბუნაგში მიაგნო. ვინც ამ საქმეს იკვლევდნენ, ისინი ვარაუდობდნენ,რომ გოგონები დები არ იყვნენ, ისინი უბრალოდ ვიღაცამ ერთსა და იმავე დროს მიაგდო, ან კიდევ მგლებმა მოიტაცეს.
სანამ ბავშვებს იპოვნიდნენ,მოვლენები ასე ვითარდებოდა.. თავდაპირველად სოფლის მაცხოვრებლებმა მგლების ხროვასთან ერთად ორი უცნაური სხეული შენიშნეს, ამბობდნენ,რომ ისინი მოჩვენებები იყვნენ და ხალხი მათ გამო დაშინებული იყო. ამიტომ დახმარებისთვის მეუფე იოსებს მიმართეს. ეს კაცი კი ადგა და ღამე მგლის ბუნაგთან ჩასაფრდა. მან მართლაც დაინახა ორი სხეული და მათი გარეგნობა ასე აღწერა: ,,საზიზღარი შესახედაობის.. ხელები, ფეხები და ტანი, ჩვეულებრივი ადამიანისმაგვარი, მაგრამ თავი ჰქონდათ დიდი ბურთისმაგვარი,რომელიც მხრებს ფარავდა. მათი თვალები ანათებდა და გამჭოლი მზერა ჰქონდათ, არაადამიანური თვალები დავინახე”.

გოგონებს ერთად ეძინათ (სურათზე ჩანს), ძილში ისინი იღრინებოდნენ, სხეული დეფორმირებული ჰქონდათ, ხელები და ფეხები არაპროპორციულად მოკლე 4 კიდურზე სიარულის გამო. უმ ხორცს მიირთმევდნენ, თითქმის მტელი დღე ეძინათ ხოლმე და როცა მთვარე ამოვიდოდა მაშინ გამოდიოდნენ გარეთ. ადამიანების მიმართ არანაირ ინტერესს არ გამოხატავდნენ, თვალებში მხოლოდ შიში ეწერათ. ასევე ამბობენ,რომ მათ მართლაც უცნაური თვალები ჰქონდათ, კატის თვალებივით ანათებდა სიბნელეში. განსაკუთრებით განვითარებული ჰქონდათ ყნოსვისა და სმენის გრძნობები. იოსებმა სცადა ბავშვების გარდაქმნა, თუმცა ამალას არ გაუმართლა, ის ავად გახდა და გარდაიცვალა. ეს ამბავი კამალასთვის ძალიან მტკივნეული იყო, ის უკვე ხალხს ეჩვეოდა და ამ დროს ისევ დაუბრუნდა შიში, გლოვას მიეცა და თავის თავში ჩაიკეტა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამოჯანმრთელდა. ისწავლა ფეხებით სიარული და რამდენიმე სიტყვა. გარდაიცვალა 1929 წელს.

დენიელი, პერუელი თხა-ბიჭი

იგი 1990 წელს აღმოაჩინეს პერუში, მაშინ ბიჭი 12 წლის იყო. ველურ თხებთან 8 წლიანმა ცხოვრებამ მასზე რა თქმა უნდა დიდი კვალი დატოვა. იკვებებოდა თხების რძით, ფესვებითა და კენკრით. ველური ქცევები თავისთავად ჩაუჯდა ბუნებაში.

გადაადგილდებოდა 4 კიდურით, ამის გამო მის ტანი დეფორმირებულიც იყო, ხელებზე და ფეხებზე კანი ისე ჰქონდა გამაგრებული, ჩლიქები გეგონებოდათ. ვერ ახერხებდა კომუნიკაციას ვერც თხებთან და ადამიანთან ხომ თავისთავად. ბიჭუნას აღმოჩენის შემდეგ მისი შესწავლა კანსასის უნივერსიტეტმა დაიწყო და დენიელი მათ დაარქვეს.

ჯონ სებნია – უგანდელი ბიჭი-მაიმუნი

ჯონი 1980 წლის მიწურულს დაიბადა, იგი ჩვეულებრივად სახლში იზრდებოდა, მაგრამ მამამისმა დედამისი მოკლა და ამის გამო ბავშვი დაახლოებით 3 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა, იგი აფრიკულმა მწვანე მაიმუნებმა შეიფარეს ჯუნგლებში. ბიჭი 6 წლის იყო,როდესაც ადგილობრივი ტომის ქალმა შეამჩნია, იგი სოფელში გაიქცა და ხალხს შეატყობინა ამბავი. ბიჭის ცხოველებისგან გამოსახსნელად ტომის კაცები წამოვიდნენ, მაიმუნები ყველანაირად ცდილობდნენ მათი შვილობილი დაეცვათ, მათ ხალხს ჯოხების სროლა დაუწყეს, მაგრამ საბოლოოდ ადამიანებმა ჯონი მაინც წაიყვანეს.

დაბანეს და გაასუფთავეს, მაგრამ ბიჭის მთელი სხეული თმით იყო დაფარული, მას დაავადება Hypertrichosis სჭირდა, რომელიც იწვევს თმის ამოსვლას ისეთ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივ თმა არ უნდა იყოს. როცა ბავშვი გაწმინდეს, ნახევარმეტრიანი ჭიები ამოუღეს. ტანზე ჯონს სულ ნაწიბურები და ჭრილობები ჰქონდა. ის გასაზრდელად პოლსა და მოლს მიაბარეს,რომელნიც საქველმოქმედო ფონდს აწარმოებდნენ ობოლთათვის. თავდაპირველად ჯონმა არც ლაპარაკი იცოდა და თქვენ წარმოიდგინეთ არც ტირილი, მაგრამ ნელ-ნელა ადამიანური ქცევები შეითვისა და ახლა შესანიშნავად მღერის კიდეც.

The Staying Place by kurtbestor

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close