არქივი

ზოდიაქოს ნიშნები-მამობრივი სიყვარული

8420a8f10389

ხოდა ისა…ბიჭებს უნდოდათ..მამებზეც დადეო…კი არ მინდოდა…მაგრაამ იუზერის თხოვნა კანონია :)

1.ვერძი მამა
უყვარს ბავშვები და ამაყობს თავისი შვილებით.მას შეუძლია ნებისმიერი ბავშვის გულის დაპყრობა.უგებს თავის შვილებს და არის მათთვის მიბაძვის მაგალითი,მეგობარი და მრჩეველი.მაგრამ მათ უყვართ როდესაც შვილები მათ უსმენენ..აჯობებს უფრო მეტი თავისუფლება მისცენ…

2.კურო მამა
ძალიან მოსიყვარულე ნიშანია…მამიკო კუროები,როდესაც ბევრს ყურადღებას აქცევენ შვილებს,ძალიან ბევრს ითხოვენ მათგან.თვითონ სამართლიანები,ყურადღებიანები,კეთილები არიან,და ცდილობენ საკუთარ შვილებში იგივე თვისებები ჩამოაყალიბონ.მომთმენნი არიან,არ უყვართ ყველაფრის ჩქარა გაკეთება.

3.ტყუპები მამა
მათთვის მშობლობა ხანდახან ძალიან ძნელია.,ტყუპები ენდობიან შვილებს,როგორც თანასწორებს, ისე მიმართავენ,მაგრამ არც ისე ყურადღებიანები არიან.ამიტომაც ხანდახან უკვირთ, რომ შვილები არც ისე პატივისცემით ეპყრობიან.

4.კირჩხიბი მამა
ეს იდეალური მამიკოა,რომელსაც თავისი შვილის ყველაფერი აინტერესებს.კირჩხიბი მამები უფრო ქალიშვილებს ანიჭებენ უპირატესობას,ძალიან უყვართ ისინი.კირჩხიბი მამა ცდილობს თავისუფლება დიდად არ მისცეს შვილებს,მათ ხომ თავისი პატარები უფრო მეტად უყვართ ვიდრე მეორე ნახევრები.

5.ლომი მამა
უაღრესად უყვართ შვილები,სიგიჟემდეც კი,ისე რომ მათ ნაკლებს ვერ ამჩნევენ.ვერ იტანს უპატივისცემლობას ბავშვებისგან.მათი გული ყოველთვის ღიაა შვილებისთვის,და ისინიც ამას აფასებენ.

6.ქალწული მამა
ეს მამიკოებიიი ძალიან აფასებენ დისციპლინას და პატარაობიდანვე ასწავლიან ამას თავის შვილებს.მათ ხანდახან ძალიან უჭირთ მშობლის როლის მორგება,ბევრი პრობლემა უჩნდებათ.ისინი დიდად არ აფრქვევენ სიყვარულს შვილების მიმართ…უბრალოდ არ არიან მომთმენნი.

7.სასწორი მამა
ისინი პატივს სცემენ შვილებს,ასწავლიან საზოგადოებასთან ურთიერთობას.მათი მიზანია-ჰარმონია ოჯახში.ბედნიერი ბავშვები,ვისაც ასეთი მამა ჰყავთ…მათ შეუძლიათ ყოველთვის ჰქონდეს მამების იმედი…

8.მორიელი მამა
ხშირად აქვთ დიდი ოჯახი,მაგრამ უჭირთ ადამიანური ურთიერთობები.დიადი მესაკუთრეები,ისინი კარგად ზრდიან შვილებს და ამაყობენ მათი.

9.მშვილდოსანი მამა
კარგი ურთიერთობა აქვს მოზარდებთან…ის ძალიან სტუმართმოყვარეა და მისი სახლი მუდამ სავსეა ეზოს ბავშვებით.

10.თხის რქა მამა
სჯერა სიმყარის,დისციპლინის.აქვს ძლიერი ოჯახური ინსტიქტები.თხის რქები -პრაქტიკა,არ უყვართ ექსპერიმენტები აღზრდაში.უყვართ ოჯახური შეკრებები და ოჯახურ ტრადიციებს დიდ პატივს სცემენ.პრაქტიკულ საკითხებში ამათზე უკეთეს მამას ვერ იპოვით.

11.მერწული მამა
მისი შვილები მამის ინტერესთა ფართო სფეროს იღებენ მემკვიდრეობით.შვილებში დიდი ნდობით სარგებლობენ,მას ყოველთვის უგდებენ ყურს და რჩევებს ითვალისწინებენ.ოჯახში სრული ურთიერთგაგება აქვთ და მეგობრული ურთიერთობა.

12.თევზები მამა
შვილებს აღმერთებენ,რითაც აფუჭებენ,რადგან აღზრდა არ იციან.ცდილობენ თავისი შვილების ყველა თხოვნა შეასრულონ,და ამისთვის თავსაც გაწირავენ.მათი დევიზია “ბავშვებს ყველაფერი ის,რაც მე არ მქონდა ბავშვობაში”…თევზები ცდილობენ შვილებს უზრუნველყო კარგი და ბედნიერი ცხოვრება.

წყარო : რუსული საიტი.

აჰა ესეც ასე……მადლობთ წაკითხვისთვის…მიყვარხართ :)

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button