არქივი

რამოდენიმე ფაქტი ჭადრაკზე

d66d6767a794
-ჭადრაკი ინდოეთში VI საუკუნეში გამოიგონეს.

-ჭადრაკის შექმნაზე არსებობს ასეთი ლეგენდა :ვინმე სინმა დიდხანს ფიქრისა და შრომის შემდეგ გამოიგონა ჭადრაკი. მან თავისი გამოგონება სამეფო თამაშად მიიჩნია და რაჯას მიართვა. რაჯა დიდად კმაყოფილი დარჩენილა ნაბოძები თამაშით, მოსწონებია ჭადრაკში ჩაქსოვილი ბრძოლის სიბრძნე.
— რით დაგასაჩუქრო კარგი თამაშის გამოგონებისათვის? — უკითხავს რაჯას.
— მინდა, რომ იმდენი ხორბლის მარცვალი მომცეთ, რამდენიც მომიწევს ჭადრაკის სათამაშო დაფიდან, თუ პირველ უჯრაზე ერთ მარცვალს დადებენ, მეორეზე ორს, მესამეზე — ოთხს, მეოთხეზე — რვას, მეხუთეზე — თექსვმეტს, მეექვსეზე — ოცდათორმეტს და ასე შემდეგ (გეომეტრიული პროგრესიის მიხედვით).
რაჯას გასცინებია — საწყალ კაცს მოშიებიაო და ბრძანა დაეთვალათ და მიეცათ სინისთვის კუთვნილი მარცვალი. გამოვიდა, რომ სინს ეკუთვნოდა 18.446.744.073.709.551.615 ცალი მარცვალი (თვრამეტი კვადრილიონ ოთხასორმოცდაექვსი ტრილიონ შვიდას ორმოცდაოთხი ბილიონ სამოცდაცამეტი მილიარდ შვიდასცხრა მილიონ ხუთას ორმოცდათერთმეტი ათას ექვსას თხუთმეტი) აგრეთვე მოახსენეს რაჯას, რომ ამ რაოდენობის მარცვალი დედამიწას ხუთ სანტიმეტრიანი ფენით დაფარავდა და გადასაზიდად ათი ათასი უღელი ხარ-კამეჩი არ ეყოფოდა.

-მას ინდოეთში ჩატურანგა ერქვა,სპარსეთში ჩატრანგი,ხოლო არაბეთში შატრანჯი.

-ჭადრაკმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართველის კაცის ცხოვრებაში, იმდენად საპატიო რომ ქალს მზითვად გენიალურ „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ.

-ჭადრაკში მთავარი ფიგურა არის მეფე და მისი დატყვევება, ე. ი. დაშამათება, თამაშის დამთავრებას ნიშნავს.
9f11138cb05d
-ლაზიერი ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურაა.თამაშის მსვლელობისას ლაზიერს შეუძლია ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და დიაგონალურად ნებისმიერი რაოდენობის უჯრაზე გადაადგილება.

-სიძლიერით მეორე ფიგურა ლაზიერის შემდეგ ეტლია

-კუ სიძლიერით დაახლოებით მხედრის ან სამი პაიკის ტოლფასია.

-მხედარი სიძლიერით დაახლოებით კუს ან სამი პაიკის ტოლფასია

-პაიკი ყველაზე სუსტი,მაგრამ უშიშარი მებრძოლია.იგი მოძრაობს მხოლოდ ვერტიკალურად ერთ უჯრაზე, საწყისი პოზიციიდან კი ერთ ან ორ უჯრაზე გადადის.პაიკს უკან სვლა არ შეუძლია.

 

წყარო : http://ka.wikipedia.org

Back to top button