მისტიკასაკითხავიუცნაური

მისტიური ამბების სამყაროში #3

Image.geotorrents.com

მესამე ნაწილი სერიისა “მისტიური ამბების სამყაროში”. პოსტერი დღევანდელ ამინდს მოუხდა :(

ამფიბიები უძველეს მესოპოტამიაში
Image.geotorrents.com
დღევანდელი ირანისა და ერაყის ტერიტორიაზე არსებულ ცივილიზაციას მოეპოვება ჩანაწერები ამფიბიებზე.
შუმერი რელიგიური პირი და ასტრონომი ბეროსუსი აღწერს, როგორ მივიდა მათთან სპარსეთის ყურის მხრიდან ამფიბია სახელად ოანესი და ასწავლა მათ არითმეტიკა, მედიცინა, ასტრონომია, პოლიტიკა, ეთიკა და სამართალი, ის ყველაფერი რაც აუცილებელია ცივილიზაციის განვითარებისთვის. მის გამოჩენამდე შუმერები “ცხოვრობდნენ როგორც მხეცები, ყველანაირი კანონისა და წესის გარეშე.” ოანესს “სხეული თევზს მიუგავდა, ხოლო თევზის თავის შიგნით ადამიანის თავი მოჩანდა. ასევე იყო ტერფის შემთხვევაშიც. მისი საუბრის მანერა კი მკაფიო და გასაგები იყო.”
ვინც გინდა ყოფილიყო ოანესი, მან საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი საქმე. შუმერებს საკმაოდ ზუსტი კალენდარი ჰქონდათ, რომელიც დღევანდელს მცირეოდენით ჩამორჩება. მათ შემოგვინახეს ცნობები, რომ პლანეტები მზის გარშემო მოძრაობენ, და ისეთი “წვრილმანები”, რასაც მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვერ დაადგენდნენ. ასევე მათ ჩანაწერებში აღმოჩენილია 15 ციფრიანი რიცხვი – 195 955 200 000 000. ეს იმ დროს, როცა ძველი ბერძნები 10 000-ზე ზევით ვერ ადიოდნენ.

მალავის მხეცი
Image.geotorrents.com
ასე უწოდეს იმ უცნაურ არსებას, რომელმაც აფრიკის სახელმწიფოში, მალავიში საშინელი პანიკა დათესა. ქვეყანა 2003 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ქაოსმა მოიცვა. სხვა კრიპტიდებისგან განსხვავებით, მან რამდენიმე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია და შესაჩერებლად სამხედრო ძალის ჩარევა გახდა საჭირო.
ყველაფერი ასე დაიწყო: დოვას არეალში, დედაქალაქიდან 100 კმ-ის მოშორებით მძვინვარე ცხოველი შენიშნეს, რომელიც აფთარს ჩამოგავდა. ის თავს დაესხა ორ ხანშიშესულ ქალსა და 3 წლის ბავშვს. ჯერ მუცელი გამოუფატრა და ნაწლავები გამოუფლითა, შემდეგ რეპროდუქციული (განაყოფიერების) ორგანოები მოაჭამა და გაიქცა. მანამდე კი თათებით თავის ქალები დაუჭყლიტა. შემდეგ დღეებში ამას მოყვა 3 ფატალური მსხვერპლი და 16 დაზარალებული, რომელთაგან ზოგს ხელი აკლდა, ზოგს ტერფები, ქვედა ყბა, ცხვირი, თვალები და ა.შ. 4 000-მა ადამიანმა სხვა ტერიტორიაზე გადასვლა და თავის შეფარება არჩია, ქალაქში კი სამხედრო ძალისა და პოლიციის მობილიზება დაიწყო.
ვინც ამ მხეცს ცოცხალი გადაურჩა, ირწმუნებოდნენ რომ ეს აფთარი არ იყო. მას არაბუნებრივად გრძელი და ღონიერი ფეხები ჰქონდა. აღსანიშნავია რომ მის გამოჩენამდე 1 წლით ადრე მსგავსმა არსებამ 5 ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ მისი შეპყრობა მოახერხეს და მოკლეს. ადგილობრივები მიიჩნევენ რომ ეს ცხოველი მოკლულის სული იყო და შურის საძიებლად დაბრუნდა.
ამ ამბის შესახებ სტატია BBC-მაც გააკეთა.

ვიმანები
Image.geotorrents.com
ვიმანა უძველეს საფრენ აპარატს ერქვა, რომელიც ინდურ ეპიკურ ტექსტებშია აღწერილი. მათი ასაკი ქრისტეს შობას რამდენიმე ათასი წლით უსწრებს. ინდოელებს მტკიცედ სწამთ, რომ ასეთი აპარატები ძველ დროში რეალობა იყო. ერთ-ერთი ეპიკური ნაწარმოები, მანუსა, დაწვრილებით ინსტრუქციას იძლევა, თუ როგორ უნდა აიგოს ვიმანა და რა მასალებია ამისთვის საჭირო. ბევრი ნაწარმოები არ თარგმნილა, ბევრი კი დაკარგულად ითვლება, ამიტომ ამ საკითხის ფართოდ განხილვა ჯერჯერობით არ მომხდარა. ტექსტები აგრეთვე აღწერენ გემებსა და თვითმფრინავებს, რომელთა იარაღის ძალა ბირთვულს უტოლდება. ასევე მოგვითხრობენ ომზე, რომელშიც ეს იარაღი იქნა გამოყენებული.
მოჰენიო-დაროში აღმოჩენილია 3 000 წლის წინანდელი ჩონჩხები, რომელთა რადიოაქტიურობის დონემ ნაგასაკისა და ჰიროსიმას ტერიტორიაზე ნაპოვნ სხეულებს რამდენჯერმე გადააჭარბა. ასევე დადასტურებული ფაქტია, რომ ამ ადგილას არსებული ცივილიზაცია უეცრად განადგურდა.
ძველ ტექსტებში ასევე შესამჩნევია ფიზიკისა და აეროდინამიკის ცოდნის შესაშური დონე. ერთ-ერთი მათგანი – “ვაიმანიკა შასტრა”, რომელიც ითარგმნება როგორც “ჰაერნაოსნობის მეცნიერება”, მოიცავს 230 სტროფს და აღწერს საავიაციო საკითხებს: აპარატების კონსტრუქცია, აფრენა, ათასობით კმ-ის დაფარვა, სტანდარტული და იძულებითი დაშვება, დაცვა შტორმისა და ელვისგან, ასევე ენერგიის მიღება მზისაგან. ძრავა მუშაობდა ვერცხლისწყალზე, ხოლო აგებულებით ძალიან ჩამოგავს იმ ძრავას, რომელსაც დღესდღეობით “ნასა” იყენებს.
1895 წელს სანსკრიტის სპეციალისტმა შივკარ ტალპადმა აღწერილობის მიხედვით შექმნა უფრო მცირე ზომის საფრენი აპარატი, ვერცხლისწყალზე მომუშავე ძრავით და 460 მეტრზე შეძლო აფრენა.

უთავო კაცების ხეობა
Image.geotorrents.com
ჩრდილო-დასავლეთ კანადაში , ნაჰანის ეროვნულ პარკში ნაჰანის მდინარე ჩამოდის. ტერიტორიის დათვალიერება მხოლოდ ნავით ან ვერტმფრენითაა შესაძლებელი. აქ უამრავი ბუნებრივი საოცრებაა – გეიზერები, გიგანტური ხვრელები, ნიაგარაზე ორჯერ დიდი ჩანჩქერები და ა.შ.
მაგრამ ეს ადგილი უფრო მეტად ცნობილია მისტიური გაუჩინარებებით, საშინელი მკვლელობებით, რის გამოც ასეთი სახელი დაიმსახურა (უთავო კაცების ხეობა).
ანომალიები დაიწყო 1908 წელს, როცა ძმები მაკლეოდები ხეობას ოქროს საძიებლად მიადგნენ. ერთი წლის განმავლობაში მათზე არაფერი ისმოდა, სანამ მდინარემ უთავო სხეულები არ გამორიყა.
9 წლის შემდეგ შვეიცარიელი მკვლევარი მარტინ ჯოგერსონი აღმოჩნდა შემდეგი, ვინც ხეობამ იმსხვერპლა. მისი გვამიც უთავო იპოვეს.
1945 წელს ონტარიოელი მემაღაროე იპოვეს თავის საძილე ტომარაში თავმოჭრილი. სანამ სკეპტიკოსები ამ შემთხვევებს გრიზლის ან არასტუმართმოყვარე ინდიელებს აბრალებდნენ, ახალი ფაქტები დაფიქსირდა: აღმოჩნდა, რომ უცნაური მოვლენების პირველ შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე აგრესიულობით ცნობილი ადგილობრივი ტომი ნაჰა უბრალოდ უკვალოდ გამქრალიყო პირისაგან მიწისა. ინდიელთა სხვა ტომებსაც მიეტოვებინათ ეს ადგილი იმ მოტივით, რომ იქ დემონი ჩასახლდა და ადამიანებზე ნადირობდა.
ხეობის დიდი ნაწილი არ გამოუკვლევიათ. დადის ხმები, რომ სწორედ ამ ნაწილშია გასასვლელი ჯოჯოხეთისკენ. სხვა ვარაუდებით, ხეობა პარალელურ სამყაროებს უკავშირდება.

=======================================
*****
=======================================

“მისტიური ამბების” წინა ნაწილები იხილეთ აქ:
ნაწილი I
ნაწილი II

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close