არქივი

ლეგენდა პალიას ტომზე

87cce50b0705

დასავლეთ საქართველოში, გურიისა და სამეგრელოს შორის ერთი უნიკალური ტბაა. მისი უნიკალურობა იმით არის გამოწვეული რომ 1924 წლამდე ის მტკნარი წყით იყო სავსე. იშვიათი შემთხვევაა როცა ზღვასთან ასე ახლოს, მტკნარი წყლის ესოდენ დიდი ტბა იყოს სადმე. 24 წლამდე მეთქი იმიტომ ვთქვი რომ ამ წელს, სპეციალურად გათხრილი არხის წყალობით, პალიასტომი ზღვას შეუერთეს. ხოლო დიდი ღელვების და ზვირთების შედეგად არხი გაფართოვდა და ის უკვე დიდი სრუტით უკავშირდება ზღვას. შესაბამისად წყალიც მარილიანი გახდა. ( ანალოგიური ბედი, ოღონდ ადამიანის ჩარევის გარეშე, გაიზიარა თავის დროზე შავმა ზღვამაც ). ტბასთან და წყლის სტიქიასთან ( მდინარე, ჭა, ჩანჩქერი, ზღვა ) საკმაოდ ბევრი ლეგენდაა დაკავშირებული. მას სულების სამყოფად მიიჩნევენ. ზოგან სხვა სამყაროში გარდამავალ კარიბჭედ.
გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც პალიასტომის ტბა გახლავთ. დღეს მოგითხრობთ ერთ-ერთ ლეგენდას, რომელიც ამ ტბის წარმოშობასთან და მის სახელთან არის დაკავშირებული.

ზანთა ტომის ერთ ერთ ბელადს, რომლის სახელიც პალია გახდათ. ულამაზესი ასული ჰყავდა პალიას, მზეთუნახავი არანია. მრავალი ხელის მთხოვნელი ჰყავდა მზეთუნახავს. ბევრ ვაჟკაცს უცდია მისი გულის მონადირება. მაგრამ ამაოდ. პალიასაც ბევრი შტხოვდა ქალიშვილის ხელს. მაგრამ მამას, ზანთა ტომის წესის თანახმად, არ შეეძლო ქალიშვილისთვის ებრძანა. არჩევანის უფლება მხოლოდ ქალს ჰქონდა.
რაკი რჩეული ვერ გამოვლინდა. მამის თხოვნით მზეთუნახავმა არანიამ გამოცდა მოუწყო ვაჟებს. ყველა მოედანზე შეკრიბა. მოედნის ცენტრში კი გალიაში დამწყვდეული უზარმაზარი ვეფხვი გამოიყვანეს. გამოუშვეს მხეცი. პირველი მას არანია მიუახლოვდა. ხალხი შედრკა. ვეფხვმა ღრენას უმატა. არანია უფრო ახლოს მიუახლოვდა ვეფხვს და თვალებში ჩახედა. ვეფხვმა ღრენას უმატა.მაგრამ თვალები დახარა და მიწას დააშტერდა. სულ მალე ვეფხვმა კუდი ამოიძუა, უკანა თათებზე დაჯდა და იყუჩა.
-ვინც ჩემს ნამოქმედარს გაიმეორებს, სწორედ ის იქნება ჩემი ქმარი- განაცხადა არანიამ და მამის გვერდით, ტახტზე დაჯდა. შეწუხდნენ ვაჟები. ვერც ერთმა ვერ გაბედა მხეცთან მიახლოვება. გატყდა მათი ნებაც . სიტყვის უთქმელად მოასხდნენ ცხენებს და თავიანთ მხარეებს მიაშურეს.

c958ab391c5a

ერთ ერთი მათგანი, გულგატეხილი და უზომოდ შეურაწყოფილი ვაჟი, სახელად ჯაუში, შურისძიების წყურვილით შეპყრობილი, სამხრეთის ლაფქართან ერთად დაბრუნდა ზანეთში და წყვდიად ღამეში. ქურდულად მიპარულმა, პალიას მთელი ტომი დედაბუდიანად ამოახოცია. მზეთუნახავი არანია და ტომის ბელადი პალია ცოცხლად შეაპყრობინა, გააკოჭინა და ჭაში ჩააყრევინა. სისხლიანი ანგარიშწორების შემდეგ ჯაუშმა ნადიმის გამართვა ბრძანა. პალიას ოქროს სასმისი ღვინით აავსო და ის იყო უნდა შეევსო მიწა იძვრა, პირი გააღო და ჯაუში მისი ლაშქრითურთ შთანთქა. ჩაღრმავებული ადგილი კი ჭის წყლით ავსებულა და დიდ ტბად ქცეულა. პალიას ტომის ნამოსახლარზე ახლაც პალიასტომის ტბაა.

ასეთი გახლდათ ლეგენდა პალიასტომზე. ტბაზე რომლის წიაღი და კუნზულები ძალიან ბევრ. ჯერ კიდევ ამოუცნობ საიდუმლოს ინახავს. დაფარულზე და ვარაუდზე სხვა დროს ვისაუბროთ.

წყარო: paliastomi.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button