არქივი

AC/DC Rules

d162a06ba5aa
ჯგფუფი AC/DC დაარსდა 1973 წელს, ავსტრალიაში. ჯგუფი ჰარდ-როკის ერთ-ერთი დამფუძნებელია, მათ ასევე დიდი გავლენა მოახდინეს ჰევი-მეტალზე. 1981 წელს გარდაიცვალა ჯგუფის ვოკალისტი ბონ სკოტი. თუმცა ჯგუფმა მალევე იპოვა მისი შემცვლელი ბრაიან ჯონსონი. 1981 წლის შემდეგ ჯგუფის არც ერთი წევრი არ შეცვლილა. ჯგუფმა 200 მილინი ალბომი გაყიდა, აქედან  71მილიონი მხოლოდ აშშ-ში. ყველაზე წარმატებული ალბომი “Back In Black” იყო, რომელიც  80 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

Back In Black- სრული ალბომი

ჯგუფის წევრები: ბრაიან ჯონსონი (ვოკალი)

57afd1ef4bce

კლიფ უილიამსი (ბასი)

612d5299af1c

ბონ სკოტი (ვოკალი, ძველი)

1ebd767f162c

მალკოლმ იანგი (გიტარა)

2ac9f86a806f

ფილ რუდი (დრამი)

72d80f224149

ანგუს იანგი(გიტარა) (ანგუსის საფირმო ილეთი :) )

b8a5c56fcc03

სახელი: ანგუსმა თავისი დის საკერავ მანქანაზე წაიკითხა AC/DC , რაც ნიშნავდა ცვლადი დენი/მუდმივი დენი (alternating current/direct current).
Ac/dc-ის შიფრავენ ,როგორც anti Christ/ devil children (ანტი ქრისტეს/ ეშმაკი შვილები).
ასევე ამბობენ, რომ ” ϟ ” ეს ნიშანი ეშმაკის სიმბოლიკას გამოსახავს. ბიბლიაში წერია :” ვიხილე ეშმაკი ვითარცა ელვა.

საინტერესო ფაქტები:
● ალბომი ” Back in Black” მიეძღვნა ბონ სკოტს.
● AC/DC პოპულარობა დაეცა მას შემდეგ, რაც დრამერი ფილ რუდი საიმონ რაითმა ჩაანაცვლა
● ავსტრალია ერთადერთი ქვეყანაა სადაც აც/დცის სახელს წარმოთქვამენ როგორც ”აკა დაკა” (Acca Dacca)

e20cfacf0f2e

● ტერმინი AC/DC ბისექსუალს ნიშნავს, თუმცა ამის შესახებ ჯგუფის წევრებმა გვიან გაიგეს.
● ანგუს იანგი დაიბადა 1955 წელს, თუმცა თავიდან ხალხში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანგუს იანგი 1959წელს დაიბადა. ეს მას დაეხმარებოდა ”სკოლის ბიჭის” იმიჯის შექმნაში(ჩვენ ვიცით, რომ ანგუსი კონცერტებზე მუდამ სკოლის ფორმით გამოდის). ანგუსი 18 წლის იყო, როცა AC/DC-იმ სადებიუტო ალბომი ” High Voltage” გამოუშვა.
● დიდი ხანი ხალხში გავრცელებული იყო ჭორი, რომ ანგუსს ჰოლანდიაში ტიტების ფერმა ჰქონდა. ანგუსმა უარყო ეს ფაქტი, თუმცა თქვა რომ მას ნამდვილად ჰქონდა სახლი ჰოლანდიაში.

ჩემი ანტიდეპრესანტი

● ანგუს იანგის სასცენო ტანსაცმლის, ”სკოლის ბიჭის” ფორმის, იდეა ეკუთვნოდა მის დას, მარგარეტს. ანგუსმა მოირგო სხვა კოსტუმები: სპაიდერმენის, ზოროს, გორილასი. ასევე სუპერმენის ფორმა, რომელსაც ”სუპერ იანგი” ერქმეოდა.
● ბონმა, მალკოლმა და ანგუსმა, სამივემ დატოვა სკოლა14 წლისა და 9თვის ასაკში. ეს არის ასაკი, როდესაც ავსტრალიელ ბავშვებს შეუძლიათ სკოლის დატოვება.
●სიმღერა “She’s Got Balls” დაწერა ბონ სკოტმა და მიუძღვნა თავის ყოფილ ცოლს, ირენეს.

● ბონს სულ თან დაჰქონდა ხმისჩამწერი ფლეიერი, სადაც ის მუსიკის მონახაზებს და სიმღერის სიტყვების იდეებს იწერდა. ” Highway to Hell” ტურის დროს მან ეს ფლეიერი დაკარგა (
● 1991 წელს მოსკოვში ჩატარდა მეგა როკ კონცერტი სახელად ”როკის მონსტრები” (“Monsters Of Rock”) , სადაც აც/დც გამოდიოდა Metallica-სთნ, Black Crowes-სთან და Pantera-სთნ ერთად.
● ჯგუფს ტურნეზე წასასვლელად ავტობუსი ურჩევნია, თვითმფრინავს.
● როცა ბრაიანი შესარჩევ კასტინგზე მოვიდა, მან “Whole Lotta Rosie” იმღერა.

პროსტა ხალხი რა დღეშია ამათ კონცერტებზე

Back to top button