გართობა

AC/DC

c634e4f03d93
AC/DC (ინგლ. შემოკლება alternating current/direct current — ცვლადი დენი/მუდმივი დენი) — ავსტრალიური როკ-ჯგუფი.

ჯგუფი 1973 წელს დაარსდა სიდნეიში, ავსტრალია. ჯგუფს გაყიდული ალბომების რეკორდული რაოდენობა აქვს: საერთო რაოდენობა 150 მილიონს აღემატება მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ყველაზე წარმატებული ალბომი “Back in Black” 21 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა აშშ-ში და 42 მილიონ ეგზემპლარად მის საზღვრებს გარეთ. ზოგადად AC/DC ავსტრალიაში ყველაზე წარმატებული და ცნობილი როკ-ჯგუფია. ჯგუფის ისტორიაში ორი ვოკალისტი იყო, ამიტომ მას ჰყოფენ “ბონ სკოტის ერად” (1974-1980) და “ბრაიან ჯონსონის ერად” (1980-დან დღემდე).

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფი ჰარდ-როკის ერთ-ერთი დამფუძნებელია, და მრავალთა აზრით სერიოზული გავლენა მოახდინა ჰევი-მეტალზე, თვით ეს მუსიკოსები საკუთარ თავს როკენროლის კატეგორიას მიაკუთვნებენ. მათ მუსიკას საფუძვლად რიტმ-ენდ-ბლუზი უდევს.

778a2cb33358

10b27596aba0

68e1c1d0190c

208e0f22dc82

ჩემი პირველი პოსტია

მსგავსი ამბები

Back to top button