არქივი

საქართველოს კურორტები (ნაწილი II)

d0bb3bf4b29d

ამ პოსტში მინდა გავაგრძელო თხრობა საქართველოს კურორტების შესახებ.

კოჯორი-გარდაბანის რ-ნი. კლიმატური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორი: მთის ჰავა. სამედიც. ჩვენებები: სუნთქვის ორგანოთა არასპეციფიკური დაავადებანი, ძვალ-სახსართა და ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი, მეორეული სისხლნაკლებობა.)

ee8afcf6e973

ლაშიჭალა-ცაგერის რ-ნი. ბალნეოლოგიური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორი: ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული მაგნიუმ-კალციუმიანი მინერალური წყალი. სამედიც. ჩვენება: საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი.)

6526f0bae033

მანგლისი-თეთრი წყაროს რ-ნი. კლიმატური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორი: მთის ჰავა. სამედიც. ჩვენებები: ფილტვის ტუბერკულოზური და არატუბერკულოზური ქრონიკული დაავადებანი, ბრონქული ასთმა.)

7bcf5932b36f

ნაბეღლავი-ჩოხატაურის რ-ნი. კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორები: ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი. სამედიც. ჩვენებები: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, სანაღვლე და საშარდე გზების დაავადებანი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა.)

9d6ee51a173e

ნუნისი-ხარაგაულის რ-ნი. კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტი/(სამკურნ. ფაქტოტები: მთის ჰავა და მინერალური წყალი. სამედიც. ჩვენებები: კანის, სამოძრაო ორგანოების, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებანი.)

2191c7323573

საირმე-ბაღდათის რ-ნი.ბალნეოლოგიურ კლიმატური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორები: ნახშირორჟანგი ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი და ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყლები. სამედიც. ჩვენებები: საშარდე გზებისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ქრონიკული დაავადებანი.)

52416eb38549

სიონი-თიანეთის რ-ნი. კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორები: ჰავა და ნახშირმჟავა ქლორიდულ-გიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი. სამედიც. ჩვენებები: სუნთქვის ორგანოებისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებანი.)

1413f8fac9ba

სურამი-ხაშურის რ-ნი. კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორები: ჰავა და სულფიდური ჰიდროკარბონატული მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი. სამედიც. ჩვენებები: სუნთქვის ორგანოთა, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებანი.)

2e165b4ab3a7

ურეკი-ოზურგეთის რ-ნი. კლიმატური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორები: ზღვის ჰავა და მაგნიტური ქვიშა. სამედიც. ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სუნთქვი ორგანოების, სახსრების დაავადებანი და ნევროზი.)

9cf95d8c85de

უწერა-ონის რ-ნი. კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორები: მთის ჰავა და ნახშირორჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი. სამედიც. ჩვენება: ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის დაავადებები.)

306bd4b71560

უჯარმა-საგარეჯოს რ-ნი. ბალნეოლოგიური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორი: კარბონატულ-ჰიდროკარბონატული ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი. სამედიც. ჩვენებები: საყრდენ მამოძრავებელი ორგანოების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი.)

aeb05279a17c

ქვიშხეთი-ხაშურის რ-ნი. კლიმატური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორი: მთის ჰავა. სამედიც. ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა დაავადებანი.)

53b598a33b69

შოვი-ონის რ-ნი. კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორები: ნოტიო მთის ჰავა ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყალი. სამედიც. ჩვენებები: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე და სასარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხლნაკლებობა და სხვა.)

ec008f72bce9

ცაიში-ზუგდიდის რ-ნი. ბალნეოლოგიური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორები: სულფიდური ქლორ-ნატრიუმიანი და აზოტური სილიციუმმჟავიანი, ქლორიდულ-სულფატური, ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყლები. სამედიც. ჩვენებები: ძვალ-სახსართა, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და კანის დაავადებანი.)

2c97fbc8013d

ცემი-ბორჯომის რ-ნი. კლიმატური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორი: ჰავა. სამედიც. ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადება.)

4ec5083c3cfa

წაღვერი-ბორჯომის რ-ნი. კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორები: მთის ჰავა და მინერალური წყალი. სამედიც. ჩვენებები: ფილტვის, ჯირკვლების ტუბერკულოზი, სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებანი, მეორეული სისხლნაკლებობა, მალარია.)

e76511a758ce

წყალტუბო-ბალნეოლოგიური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორები: რადონული, აზოტური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატური, ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყალი. სამედიც. ჩვენებები: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და გინეკოლოგიური დაავადებანი.)

1300b3124c33

წყნეთი-თბილისის ტერიტ. კლიმატური კურორტი/(სამკურნ. ფაქტორი: მთის ჰავა. სამედიც. ჩვენებები: ლიმფადენიტი, ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი პლევრიტი, რაქიტი, მეორეული სისხლნაკლებობა.)

8d8423293cb9

მსგავსი ამბები

Back to top button