არქივი

ინი და იანი

9a8ce7e32d47

მინდა მოგითხროთ ინისა და იანის შესახებ.
ინი და იანის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს: სინათლე და სიბნელე, სიკეთე და სიბოროტე, ქალი და მამაკაცი.
ინი და იანი არის კონცეფცია აზიური, უფრო ზუსტად ჩინური ფილოსოფიიდან და გამოხატავს იდეას, რომ რაც არ უნდა ურთიერთსაწინააღმდეგო და პოლარული ჩანდნენ სხვადასხვა ძალები, ისინი მაინც ერთმანეთ დაკავშირებულ-დამოკიდებული არიან. ეს პრინციპი გამოიყენება თითქმის ყველა ჩინურ მიმდევრობაში: ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში, საბრძოლო ხელოვნებაში და ა.შ. ინი და ინანი ზოგჯერ მოიხსენიება ტაიჯის სახელით ტაოიზმში.
ვინ არ იცის ეს ცნობილი სიმბოლო, რომელიც ახლა ჩემს პოსტის მთავარი სურათია, თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი მნიშვნელობა. (ასევე ადამიანების უმრავლესობამ არ იცის ინის და იანის სწორი, ან ზუსტი განმარტება). ის არაერთი კომპანიის სარეკლამო ლოგოც კი გმხდარა, ისე რომ სულ არ ეხებოდა მათი კომპანიის არსს თავისი შინაარსით და სხვ. ჩემი დღეევანდელი პოსტი, ამ სიმბოლოს განმარტებას და ზოგადად სამყაროს დასაბამის შესახებ ძველი ჩინური ფილოსოფიის შეხედულების განმარტებას ეძღვნება.
თანახმად ძველჩინური წარმოდგენისა, სამყაროში არსებობენ ერთმანეთისაგან განუყოფელი საპირისპირო ძალები: ინ – წყვდიადი, ქალური, უარყოფითი; იან – ნათელი, კაცური, დადებითი. აი ეს ცნობილი სიმბოლოც ინ და იან ძალების გრაფიკული გამოსახულება გახლავთ და არა თუნდაც დღის და ღამის სიმბოლური გამოსახულება, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
ინი და იანი წარმოადგენენ ყოველი არსის ცვალებადობისა და განვითარების შემოქმედებით საწყისებს. ძვ. ჩინური წარმოდგენით, ეს ძალები არის ქაოსის თვისება, რომლელიც არსებობდა სამყაროს შექმნამდე. მათი მეოხებით ქაოსი იყოფა ორ ნაწილად: დადებითი ნაწილაკების მასად იან–ცი და უარყოფითი ნაწილაკების მასად – ინ–ცი. შედედების პროცესში იან–ცის მსუბუქი ნაწილაკები ზევით მიილტვიან, ხოლო ინ–ცის მძიმე ნაწილაკები – ქვევით ეშვებიან. თავად ცნება „ცი“ უღრმეს და ურთულეს შინაარსს მოიცავს. „ცის“ ცნებაში ჩინური წარმოდგენა გულისხმობს არა მხოლოდ მატერიალურ სუბსტანციას, არამედ რაღაც სულიერ საწყის ელემენტაბსაც. ეს არის სამყაროს სული, რაც არ ექვემდებარება გრძნობებს, თუმცა ამასთან იგი მატერიალურიცაა. იგია ქაოსი, ხოლო მასში წესრიგი შეაქვს დაოს. ამრიგად, როცა არაცხადიერი მასა „ცი“ გაიყო, წმნიდ ნაწილკებისაგან (იან) წარმოიქმნა ცა, ხოლო დაბინდილი ნაწილაკებისაგან (ინ) მიწა.
ცისა და მიწის წარმოშობის შემდეგ ისინი ასხივებენ თავთავიანთ შესაბამის „ცის“. ცა ასხივებს დადებით ნაწილაკებს – იან–ცის, ხოლო მიწა უარყოფით ნწაილაკებს ინ–ცის. მათი ურეთიერთქმედებით წარმოიშობა სიცოცხლე, ადამიანი და ყოველი არსი.

წყარო : http://barcelonismo.wordpress.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button