რა ნაწილებისგან შედგება კომპიუტერი?
ყველამ ვიცით, რომ კომპიუტერი შედგება მაუსისგან, კლავიატურისგან, მონიტორისგან და პროცესორისგან. მართალია, ეს ასეც არის მაგრამ მოდი ცოტა ღრმად ჩავიხედოთ და ვნახოთ თუ რა იმალება ქეისის ლამაზი კედლების შიგნით…
1) პროცესორი (CPU, processor)
კომპიუტერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მართავს მთელ კომპიუტერულ სისტემას.
2) ოპერატიული მეხსიერება (memory)
მეხსიერება რომელშიც კომპიუტერის მუშაობის დროს ინახება ინფორმაცია. ყველა გაშვებული პროგრამა მათ შორის ოპერაციული სისტემა იტვირთება ოპერატიულ მეხსიერებაში.
3) დედა-დაფა (motherboard)
მთავარი მიკროსქემების შეკრება რომელზეც დგებიან ან რომელსაც უერთდებიან დანარჩენი შემადგენელი ნაწილები ან მოწყობილობები.
4) მყარე დისკი(hard disk, HDD).
ე.წ. “ვინჩესტერი”. ეს ის ნაწილია სადაც იწერება და მუდმივად ინახება ინფორმაცია.
5) ვიდეო ადაპტერი(video adapter, videocard).
ეს მოწყობილობა უზრუნველყოფს გამოსახულებას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ მონიტორზე.
6) ოპტიკური დისკების წამკითხველი და ჩამწერი (DVD-RW)
საშუალებას იძლევა CD, DVD, VCD და სხვა ტიპის დისკების წაკითხვას და მასზე ინფორმაციის ჩაწერას
7) ქეისი(CASE)
ყუთი რომელშიც თავსდებიან კომპიუტერის შემადგენელი ნაწილები. ქეისში ასევე არის განთავსებული კვების ბლოკი.
P.S: ეს ჩემი მეორე პოსტია, იმედი მაქვს ეს პოსტიც წინას მსგავსად თქვენს მოწონებას დაიმსახურებს =) .
წყარო: pcclub.ge