ძვირფასი ქვები(გოგონებისათვის)
ძვირფასი ქვები ჯანმრთელობის და სილამაზის სადარაჯოზე…
1.
ალმასი – ადამიანებს კრიტიკულ სიტაუციებში ძალას და სულის სიმხნევეს მატებს, იცავს ფეხმძიმეებს, აიოლებს მშობირაობას. სასურველია ატარონ უშვილო ქალებმა. მამაკაცებს კი ჩუქნის გამჭრიახ თვალს.
2.
ფირუზი – ბედნიერების და ერთგულების ქვაა. უმჯობესია ოქროს ბუდით ვატაროთ (ვერცხლი ბოჭავს მის მოქმედებას).ფირუზი ჯანმრთელობის “ინდიკატორია”. ფერს კარგავს მძიმე ავადმყოფობის დროს, გამოჯანმრთელებისთანავე იბრუნებს ნათელ და მკვეთრ ფერს. აძლიერებს შინაგან ენერგიას, კურნავს თვალის დაავადებებს. ეხმარება პატრონს ნიჭის, ინტელექტის, მეხსიერების განვითარებაში, მყარი ფსიქიკის შენარჩუნებაში.
3.
ძოწი – ჯანმრთელობის ქვაა. აუმჯობესებს სისხლის ფორმულას, ამაღლებს ჰემოგლობინს. შველის გულის ტკივილს, ვეგეტოდისტონიას. იცავს პატრონს კატასტროფებისგან და უბედურებისგან.
4.
მარგალიტი – ყველა დაავადებებისგან დამცავი თილისმა. მოაქვს სიმშვიდე, შველის უძილობას, ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ყელზე მარგალიტების მძივის ტარება აუმჯობესებს სახის კანს და სისხლის მიმოქცევას.
5.
ზურმუხტი – ვინც მას გაჩუქებთ, ქვასთან ერთად გადმოგცემთ თავის სულს, თქვენ კი შეგგეძლებათ მჩუქებლის ფიქრების გამოცნობა.
6.
ოპალი – მეგობრობისა და სწრაფად გამოჯანმრთელების იმედის სიმბოლო. იცავს პატრონს შურისგან და ყველა უარყოფითი თვისებებისგან. ამშვიდებს, აქრობს შიშის გრძნობას. აღადგენს ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების, გულისა და ჯირკვლების მუშაობის პროცესს. იცავს ავადმყოფს მძიმე ეპილეფსიური შეტევებისგან, ხსნის ქრონიკული ბრონქიტითა და ასთმით გამოწვეულ სპაზმს.
7.
ლალი – აძლიერებს ადამიანის ხასიათის ძირითად თვისებებს, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს და ტოქსინებს. იცავს პატრონს სიმსივნეებისგან, აპათიისგან. აღადგენს ძალებს. ვინაიდან გააჩნია ძლიერი ენერგია, დიდი ხნით ტარების შემთხვევაში იწვევს არითმიას.
8.
ტოპაზი – ინარჩუნებს სულიერ სიმშვიდეს, აცხრობს რისხვას. ოჯახში ქმნის დადებით აურას. საზღვარგარეთ მისი წაღების შემთხვევაში, აძლიერებს შინ დაბრუნების მოუთმენელ სურვილს.
9.
სარდიონი – თანხმობის და ჯანმრთელობის ქვა. დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე. უნარჩუნებს პატრონს სულიერ სიმშვიდეს. ხსნის თავის ტკივილს და თავბრუსხვევას.
10.
ქარვა – იცავს პატრონს ავი თვალისგან ( განსაკუთრებით ბავშვებს) ეხმარება კანის დაავედებების განკურნებაში. სასარგებლოა ქარვის მძივის ტარება ყელ-ყურის ანთების და ჩიყვის დროს, ხსნის რევმატიულ ტკივილებს. ბალიშის ქვეშ დაიდეთ გამჭვირვალე ქარვა და მშვიდი ძილი გარანტირებული გექნებათ. ხოლო მეძუძური დედებისთვის მისი ტარება ასტიმულირებს რძის მომატებას და აუმჯობესებს მის კვებით თვისებებს.
წყარო: www.kaba.ge