გართობაუცნაური

უცნაურის მარგალიტები

739b5614ebfb
აგერ უკვე რამდენი ხანი გამოხდა, რაც უცნაურის მარგალიტები არ დადებულა, ალბათ მოგენატრათ, ჰოდა ახალ სეზონს გახსნილად ვაცხადებ.. შეგახსენებთ, რომ პოსტი საზრდოობს მხოლოდ და მხოლოდ უცნაურელთა კრეატიული გუნება-განწყობით, მომავალშიც იმედი მაქვს არ გიმტყუნებთ თქვენი თითები და მოხვდებით აქ, ჩვენთან : ))) დღეს კი ვინ გაგვამხიარულებს ვნახავთ

პირველ რიგში მინდოდა რაღაც ცვლილება შემეტანა პოსტის ფორმატში, უკვე ვიცით, რომ აქ იდება კომენტარები და პოსტები, რომლებმაც ავტორის სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ უცნაურის დღის სინათლე ვერ იხილეს. მაგრამ ახლა ახალი რამ დაემატა, თუმცა შემდეგ პოსტში ამას გავაკეტებ თუ არა წინასწარ არ ვიცი, ალბათ სხვა რამეს მოვიფიქრებ, რომ გადავახალისოთ გარემო. მოკლედ ეს დამატებული რამ არის : ორიგინალური ნიკები
გთავაზობთ ნიკების ფართო არჩევანს : )) მათ კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოთ, აქცენტი მხოლოდ ნიკებზე კეთდება.

1.6ec23f2a26b3
ილუმინატებზე პოსტით აღშფოთებულმა მომხმარებელმა ნიკიც შესაბამისი მოირგო

2.31afdff48aab
ეს ერთჯერადი ნიკი არ გეგონოთ, ხშირად გვსტუმრობს ხოლმე და გვახარებს, მაგრამ ახლა დამაინტერესა, კიმაგრამ სად მოხდა ეს ყოველივე, აქ? იმედია ეს ყველაფერი უცნაურზე არ ხდება :D

3. 4d14e57b8abe
აჰა, ახლა რაშია საქმე, წინა მომხმარებლის ნიკს ,,რაღაცნაირად” უკავშირდება ამ მომხმარებლის ნიკი : )) ვერაა ჩვენი საქმე კარგად, დღეს ცისფერი, ხვალ ჯამლეტას მიერ ჯონდოს დაორსულება, ზეგ ვინ იცის რა იქნება :armjera:

4.1f94498fc716
ეს ნიკი ჩემი ფავორიტია : ))) არა ჯერ მარტო წარმოიდგინეთ სირაქლემა, არა, კარგად წარმოიდგინეთ.. მერე სასოწარკვეთა, სირაქლემას სასოწარკვეთა ოღონდ თქვენი არა :D მერე ამ სასოწარკვეთილ სირაქლემას შეჭმუხნულ სახეს დააკვირდით, შედით მის მდგომარეობაში, და ამ დროს სასოწარკვეთილ სახეზე აღბეჭდილ მიბნედილ ღიმილს გაუგეთ გემო :( ეჰ, არა არა, მხოლოდ მე მესმის ამ ნიკის აზრი : D

5.bab0eeae2317
აჰა, აბდუშაჰილის ხალი.. არა, კი ლაპარაკობს სერიოზულად, მაგრამ როგორც კი ნიკს დავხედავ, მაშინვე არასერიოზული აზრები მეძალება და რა ვქნა : )))

6.d78e8612cb10
ამ ნიკის მფლობელმა შეუძლია მითხრას, რამ შთააგონა ასეთი სახელის დარქმევა.. :(

7.c299fd31a1cd
სირაქლემას სასოწარკვეთილი ღიმილის ლაბირინთებიდან ვერ გამოვსულვარ და აგერ ახლა მომღიმარი გოგრაც გამომეცხადა :lol2:

8. a8dec4c31acd
მომიტევეთ უცენზურო ნიკიც რომ დავდე, მაგრამ ამაზე ერთ დროს ბევრი ვიცინე. ჯერ კომენტარს წერ, კარგი ბატონო წერ, უნდა მოიფიქრო სახელი, ამის ავტორს ახლა კარგი აზრები რომ არ უტრიალებდა ცხადია, ნუ ჩასწერა შესაბამის ველში რაც ჩასწერა და ამის მერე დაწერა ყოვლად უწყინარი კომენტარი :( ახლა იბადება კითხვა, რომ წერ, რას წერ, ან ჩვენ რად გვაფიქრებინებ უხერხულ რამეებს, ან თუ გვაფიქრებინებ ბოლომდე მიიყვანე საქმე შენი ,,კამენტარით” ვაჰ :evil:

9.eede582796dd
როგორც მახსოვს პოსტი იდო, ტბა ,,აბუდელაურზე” და ერთმა მომხმარებელმა დაირქვა აბუდელაურზე ნამყოფი : )) სავარაუდოდ ამის შემდეგ ამ ადამიანის იდეას აიტაცებენ და სიამაყით მიიწერენ ნიკზე ,,აკვაპარკში ნამყოფი”, ,,თბილისის ზღვაზე ნაგულავები”, ,,კავკასიონის ქვევიდან შემაცქერელი,და იქ ჯერ ვერ ნამყოფი”… ჰმმ,აზრი გამიწყდა, ვგონებ ახლა მე შევიცვლი ნიკს და დავირქმევ ,,ამ კოღოს,ახლა რომ მიკმინჩა დედის მანდილზე დაჟინებით მოსიარულე” :matraxi:

სულ ეს იყო ორიგინალურ ნიკთა ჩამონათვალი, ახლა გადავიდეთ კომენტარებზე…

935aab63a624
ამან ,,ამეიწყვიტა ყორიფელი ერთფაშათ”

0ee608ecf7cc
უნდოდა დაეწერა ვითომ შეყვარებული, მაგრამ მგონი საეჭვო რამეებზე ფიქრობდა :(

3d552b731caf
ეს ახლა ფაიკობს, თუ რას შვება გამაგებინა :evil:

e2a4a49bf786
ესენი მგონი ფეხბურთის მატჩზე ლაპარაკობდნენ, რომელიც დიდხანს გაგრძელდა და სავარაუდოდ სამსიანის ნათქვამიდან გალსტუკებივით ენა ფეხბურთელებს ჰქონდათ : ))

c5fe2ac1c815
აქაც უკაცრავად საშინლად უცენზური კომენტარის გამოქვეყნებისთვის, მაგრამ მეორე სიტყვა რომ წავიკითხე მეტი კი არ მინდოდა ასაკაკანებლად :lol2: მგონი უცნაურმა სოფლადაც გაითქვა სახელი, ზოგი ყორიფელიო ამბობს, ზოგი ფაიკიაო, ზოგი ცოლ–ბოვშიო ..

2978da367f1d
ახლა რაშია საქმე მოგახსენებთ, დაიდო პოსტი–გამოცანა, კითხვა კი იყო ასეთი, რა სჭირდებათ ქალებს ყოველდღე, კაცებს კი წელიწადში სამჯერ? აჰა, იმედამ თქვა გალახვაო, ახლა კომენტარს არ გავაკეთებ, თორე იმედას თავისი ლიმიტის,,წელიწადში სამჯერ ჩხუბის” ამოწურვა ერთბაშად მოუწევს. სხვა მეტად საინტერესო კომენტარებიც დაფიქსირდა და რამდენიმეს განახებთ

099ccfe181b7
კაცები წელიწადში სამჯერ ,,ივარხნით” თმას? :yvavili:

856a39836125
ეს მკერდით სუნთქვა საიდან მოიტანეს კიმაგრამ, ქალს წინ აირბაგები კი არ აქვს უიმეე :evil:

a437f1185bba
ფეისბუქზე ბიჭები რომ ხნავენ ფერმას, ისე რომ ხნავდნენ რეალურად ნახევარი საქართველო ბაღ-ბოსტანი და ყანა-ველი იქნებოდა, იშ გენაცვალეთ აწ უკვე განვითარებულ კუნთებში :(

ce6ddb8b09e3
ეს ეს ბანჯგვლიანები ესენი :(

ახლა სხვა კომენტარებსაც გადავხედოთ, მაგალითად ამას

0338806198f2
ამაყობს.. გოგოა და.. უცებ მოდის მეტად საინტერესო რამ :ბოზ: :D არადა რა ამ გოგოს ბრალია, უცნაურის ერთ-ერთი სმაილი ასე იწერება :boz: << კონკრეტულად კი ეს სმაილი, ცოტა უხერხულად კი ჟღერს და რა ვიცი : D

0245afef80c3
კლიმახიანი შინაბერა ეგა..

bdf5d5dd0f35
ვიჯეტის გამოძახება ნაწკას მიერ :evil:

ab2b63d167d4
ხო თოკო, მაგასაც შრომა უნდა :lol2: აბა ვიკიპედიაზე კაი სტატიას რომ იპოვნი და რომ იტყვი, ეუჰ ახლა ამას რა გადმოაკოპირებსო, მერე თავს მაინც რომ მიეძალები და მოაკოპირებ მორჩილად, შემდეგ ფეისთს გააკეთებ უცნაურზე, მერე პოსტს შეჰკრამ, გასკვანჩამ, გალსტუკს წაუჭერ ,,მორეს” სახით და ეგაა.. შუბლზე ოფლს მოიწმენდ :D

a7ffebe6db1c
პოსტი იყო ჯვრებზე.. ამ კომენტარის ავტორს არ წაუკითხავს, მაგრამ პოსტის ავტორს ეკითხება ისენი ხომ არ დაგავიწყდაო :D Fail : ))

ad917b1d7f80
ბუბუ33 უცნაურის მარგალიტების მუდმივი სტუმარია მგონი, ახლაც არ დაარღვია წესი.

93897952f852
საიტზე გვირაბების მთხრელიც გვყოლია

00c91d66e444
ეს შემთხვევა უცნაურის აწ გარდაცვლილ ჩათში დაფიქსირდა, მწერლობისა და პოეტობის სტატუსებიც არსებობს თურმე საიტებზე :D

9e3f14bedd95
საიტზე დადებული ერთ-ერთი თამაშით აღშფოთებულმა მომხმარებელმა სულ დუჟი მიმოფანტა ირგვლივ :D

ახლა კი გადავხედოთ გამოუქვეყნებელ პოსტებს

157ca8e47754t
დავიწყოთ ტყუჭზე პოსტებით, ტყუჭის ალბატ იცნობთ წინა უცნაურის მარგალიტებიდან, მან ყველას აღფრთოვანება დაიმსახურა და ბატონმა არაბულმა მისი მომდევნო სერიებიც შემოგვთავაზა. დააწკაპუნეთ სურათზე, რათა გადიდებულად იხილოთ.

55d342d21302
ეს მეორე ნაწილი

69e316a6de07
ეს მესამე

8c2078288211t
ლექსი უცნაურზე.. ყველგან მე როგორ უნდა გამომაჭენონ, ჩირის მაგივრად სანამ ჭირს არ ვაჭმევ ვინმეს არ გაჩერდებით? :D

9bc9908529ect
ეს ადამიანი პოსტში ხსნის მგონი სიახლის დადების წესებს, თუ რას შვება ვერ გავიგე :D

c36d9cc33567t
ეჰ თეონას თავისმა დაქალმა კარგა გვარიანი ტყუილი აჭამა : )))

b35dd5faa51et
ავტორი გვპირდება, რომ თუ ყველაფერ ამას შევასრულებთ ფოკუსის შედეგით ავღფრთოვანდებით, მე ამის გამკეთებელი არ ვარ (ჩემი თავი მიყვარს) და ვისაც უნდა სცადოს, შედეგები დასწეროს : )))

545fd811e7a9t
ეს იგივე ავტორის შექმნილი ნაშრომია : )))

e99718f9eabdt
ერთ-ერთი გამოუქვეყნებელი პოსტის სათაური.. ეტყობა ავტორი მეტისმეტად დიდხანს იყო ,,ოდნოებზე”. სადაც უამრავი ექაუნთია სახელწოდებით ,,ყველაზე ზე ნაროდი” ყველაზე ყველაზე ძერსკები”, ხოდა ავტორის გონებაზე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა და პოსტს უწოდა ,,ყველაზე ხალხი” :(

ამით გემშვიდობებით, მორჩა კანცერტი.. ამასთანავე მოგახსენებთ, რომ შვებულებაში მივდივარ და არ იცელქოთ :(

I’ll be back

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button