არქივი
სამედიცინო ტერმინოლოგია. ნაწილი #2
გაეცანით სამედიცინო ტერმინოლოგიის მეორე ნაწილს
თხოვნა იყო. და იმედია გამოგადგებათ :*
- ანორექსია – მადის დაკარგვა.
- ანოსმია – ყნოსვის უქონლობა.
- ანოქსემია – ჟანგბადის უქონლობა სისხლში.
- ანურია – შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტა.
- აპენდიციტი – ბრმა ნაწლავის დანამატის – ჭიანაწლავის ანთება.
- ართრიტი – სახსრების დავადება.
- არითმია – გულის ნორმალური რიტმის დარღვევა.
- არტერიიტი – არტერიის კედლის ანთება.
- არტერიოსკლეროზი – არტერიის კედლის გამკვრივება-გასქელება.
- ასთმა ბრონქული – ალერგიული დავადება, რომელსაც ახასიათებს პერიოდული ხუთვის შეტევა.
- ასპერმია – სათესლე სითხეში სპერმატოზოიდის უქონლობა.
- ასციტი – სითხის დაგროვება მუცლის ღრუში.
- ატროფია – ორგანოს ან ქსოვილის მოცულობაში მოკლება.
- აქილია – კუჭის წვენში მარილმჟავასა და ფერმენტ პებსინის უქონლობა.
- აქოლია – თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის გადასვლის შეწყვეტა.
- ბაზედოვის სნეულება – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებასთან დაკავშირებული დავადება.
- ბართოლინტი – ბართოლინის ჯირკვლების გამომტანი სადინარების, უფრო იშვიათად თვით ჯირკვლების ანთება.
- ბატონები – ბავშვთა გადამდები ავანტყოფობა.
- ბოტკინის დავადება – ღვიძლის მწვავე ვირუსული დავადება.
- ბოყულიზმი – მწვავე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება.
კიდევ გაგრძელდება რათქმაუნდა თუ სურვილი იქნება.