არქივი

რას ამბობდნენ ჩიტები…

3b6fdbec0b24

მათთვის ვისაც სჯერა უცნაური ამბების… :)

ირმა სიორიძე დარწმუნებულია, რომ მისი დიდი ბებია ანგელა ჩიტების ენის მცოდნე გახლდათ. ბებიამ ას წლამდე მიაღწია, საკუთარი გარდაცვალების თარიღიც კი ზუსტად იწინასწარმეტყველაო, უთხრა ჟურნალისტს.

-ანგელა ბებო უსწავლელი ქალი იყო. მშობლებს 13 წლისა გაუთხოვებიათ. არ უნდოდა თურმე გათხოვება.
საქმრო მშვენიერი ყმაწვილი ყოფილიყო, მაგრამ ანგელას ნიშნობის წინადღს ტირილი აუტეხია, ჩიტმა მითხრა, რომ ვანოს ავი სენი ღრღნის და მალე დამაქვრივებს, ჩვილი ბავშვით ხელში მარტოს მომიწევს ცხოვრებაო.

გააჩუმეს – სიგიჟეს დაგწამებენო. ორი თვის ყოფილა ბებიაჩემი თამარი, როცა ვანო ძვლის კიბოთი გარდაიცვალა.
კარგა ხნის მერე მთხოვნელი გამოსჩენია, მაგრამ ანგელა ახლა უკვე მაგრად დამდგარა: – ძეხორციელი არაა ჩემი გამგები, მარტო უნდა დავბერდეო.

ანგელა ბებო ძალიან მოსიყვარულე იყო. არასოდეს გვიწყრებოდა, რაც უნდა დაგვეშავებინა და არც სხვებს ანებებდა ჩვენს დასჯას, ბავშვი ლაღი უნდა გაიზარდოს, შეშინებული კეთილი და მიმტევებელი ვერ იქნებაო.

ჩიტების რომ ესმოდა, ვიცოდით და შევუჩნდებოდით, ეთქვა, რას ჭიკჭიკებდნენ, მაგრამ დაყვავებით გვიშორებდა თავიდან, განა სულ საჩვენო ამბებს ჰყვებიანო.

თუმცა არაერთხელ „უთარგმნია“ ჩიტების მოტანილი ამბავი.

4 წლის ვიყავი, რომ ახალგაღვიძებული გულში ჩამიკრა და მომეფერა, ადე, ახალი ტამსაცმელი ჩაიცვი. საცაა, მამაშენი მოგაკითხავს,უნდა წაგიყვანოს, ამ დილით დაიკო შეგეძინაო. მამა მართლა ჩამოვიდა ორიოდე საათში და ანგელა ბებომ, სანამ ის რამეს იტყოდა, მიულოცა, ამ დილით ჩიტებმა ამბავი მომიტანეს მეორე ქალიშვილი შეგძენიაო.

ერთხელ თამარა ბებოს უთხრა:- ჩიტებმა შემატყობინეს, გოდერძი ავარიაში დაღუპულა. საცაა, მოასვენებენ. გადადი, უბედურ დედამისს გვერდით დაუდექიო. მართლაც, ცოტა ხანში ატყდა იმ მეზობლის ოჯახში კივილი…

ერთხელაც შვილს მშვიდად უთხრა:- მთელი კვირაა, ის გულწითელა თავს დამტრიალებს. დღეს, როგორც იქნა, „ამოთქვა“ – ზეგ დილით აღარ იქნებიო.

იბანავა, ახალ ტანსაცმელში გამოეწყო, დაწვა და დათქმულ დროს მშვიდად აღესრულა…

სიკვდილის წინ ყველა დაგვარიგა. მე მკაცრად გამაფრთხილა: – გურამს უარი არ უთხრა, ის შენი ერთადერთი ბედია. თუ გააბრუნებ, გაუთხოვარი დაბერდებიო.

მაშინ არც მყავდა ნაცნობი, სახელად გურამი. ორი წლის შემდეგ გავიცანი და ანგელა ბებოს რომ არ გავეფრთხილებინე, უთუოდ უარით გავისტუმრებდი, რადგან მისი გარეგნობის ბიჭები არ მომწონდა. 14 წელია ერთად ვართ, ორი შვილი გვყავს და ძალიან ბედნიერიც ვარ…

სულ ეს იყო და ეს. იმედია ოდნავ მაინც მოგეწონათ. ;)

მდინარე: ძველი გაზეთების ამონჭრები.

P.S თუ მოგეწონათ, კიდევ დავდებ მსგავს ისტორიას.. :thanks:

__ ნენე __

davibade tbilisshi, vcxovrob tbilisshi, savaraudod vicxovreb ucxoetshi da aseve savaraudod movkvdebi tbilisshi... ;]]

მსგავსი ამბები

Back to top button