მოგზაურობა დედამიწის გარშემო
წინა პოსტი სუპებზე არც ისე სასიამოვნო იყო, ამიტომ ამჯერად რელაქსაციისთვის მსოფლიოს რამდენიმე ლამაზ ადგილს შემოგთავაზებთ :lol2:
იგუაზუს ჩანჩქერები, ბრაზილია არგენტინის საზღვარი. სულ 275 ჩანჩქერია, მათგან ყველაზე მაღალია 85 მ.
სერენგეტის რეგიონი, კენია-ტანზანიის საზღვარი. ეს ადგილი წარმოადგენს ცხოველების ყველაზე მრავალრიცხოვან და ხანგრძლივ მიგრაციის არეალს. ფართობია 30 000 კვ.კმ
ქალაქი პეტრა, იორდანია. ისტორიული და არქეოლოგიური ადგილი. მისი არსებობა 9 000 წელს ითვლის.
ჰალონგის სანაპირო, ვიეტნამი. ამ ადგილებში ბინადრობს 60 უნიკალური ცხოველი და ხარობს 14 უნიკალური მცენარე.
პოტალას დალაი ლამას სასახლე, ტიბეტის პროვინცია, ჩინეთი. ეს ადგილი დალაი ლამების რეზიდენციას წარმოადგენდა, სანამ მე-14 და ამჟამინდელმა დალაი ლამამ, ტენზონ გიაცომ ინდოეთში გადასვლა არ გადაწყვიტა. ამჟამად შენობა მუზეუმს წარმოადგენს.
პრეიკესტოლენის კლდე, ნორვეგია. ციცაბო კლდე სიმაღლით 604 მეტრია. 2009 წლის ზაფხულში ამ ადგილს 130 000 ტურისტი ეწვია, რამაც ის ნორვეგიის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად აქცია.
ანტარქტიდის თეთრი უსასრულობა
მუსლიმთა მგზნებარება მექაში. მექაში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი მეჩეთი ალ-მასიდ ალ-ჰარამი. ჰაჯის პერიოდში აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან მუსლიმები და ითვლება პილიგრიმობის ყველაზე მრავალრიცხოვან შემთხვევად. 2009 წელს 2 მილიონი მუსლიმი პილიგრიმი შეიკრიბა
მდინარე ლი, ჩინეთი. მდინარის სანაპიროზე გაშენებულია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი ჩინეთის ისტორიაში გულინი. ერთ-ერთი რამ, რითაც ეს ადგილი ხალხს იზიდავს, კარსტული ტოპოგრაფიაა
კარლსბედის გამოქვაბული, ნიუ მეხიკო, აშშ. სტუმრებს შეუძლიათ, ფეხით გაუყვნენ გზას დედამიწის სიღრმეში ან ისარგებლონ ლიფტით და ჩავიდნენ 230 მეტრის სიღრმეზე.
გორემის ხეობა, კაბადოკია. ისტორიული ადგილი თურქეთში. 1985 წლიდან შესულია იუნესკოს მფარველობის ქვეშ. აქ შეხვდებით ჰუდუს ტიპის კლდეებს, რომლებსაც მეორენაირად დედამიწის პირამიდებს ეძახიან.
წმინდა პეტრეს ბაზილიკა, ვატიკანი. ყველაზე დიდი ქრისტიანული ტაძარი, იტევს 60 000 ადამიანს. აქ არის წმინდა პეტრე მოციქულის საფლავი.
ადგილები შერჩეულია ჩემ მიერ :mamao: იმედია მოგეწონათ