ბაიკალის ტბა
მცირე ინფორმაცია ბაიკალის ტბის შესახებ
ბაიკალი ტექტონიკური ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირში, მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი. წელიწადის ნახევარზე მეტი ხნით (15 იანვარი — 1 მაისი), ტბა იყინება. მასში ჩაედინება 336 მდინარე და მისგან კი მხოლოდ ერთი -ანგარა გამოედინება. ბაიკალის ტბაში იმდენი წყალია რამდენიც ბალტიის ზღვაში. ფართობით კი ტბა ბელგიის და ჰოლანდიის ტოლია.
სიმაღლე ზღვის დონიდან 455,5[1] მ
სიგრძე 636 კმ
სიგანე 80 კმ
ფართობი 31 722[1] კმ²
მოცულობა 23 615,390[1] კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 2100 კმ
მაქსიმალური სიღრმე 1642 მ
საშუალო სიღრმე 744,4[1] მ
გამჭირვალობა 40 მ, სიღრმეზე — 60-მდე მ
ტბაში ბევრია თევზი, მათ შორის ცოცხლადმშობი გოლომინკა, რომელიც მხოლოდ ამ ტბაშია გავრცელებული. იგი 1000 მ. სიღრმეზე დაცურავსდა და მხოლოდ ღამით ამოდის 50-100 მ. სიღრმეზე. თევზს ქერქლი არა აქვს და მოთეთრო-მოყავისფროა. ისეთი ცხიმიანია, რომ ზაფხულში ტალღების მიერ ამოგდებული მზეზე დნება და მიწაზე ცხიმის ლაქას ტოვებს.
p.s ეს ჩემი პირველი პოსტია, იმედია მოგეწონათ :))