ნიდერლანდებში არის ულამაზესი ვარდების სოფელი ლოტუმი, სადაც თითქმის ყელაფერი ამ ლამაზ ყვავილებს უკავია.
აქ ტარდება ვარდების ფესტივალი ად თუ მოხვდით ამ ულამაზეს სოფელში, აღმიჩნდებით ფერად-ფერადი ვარდების გარემოცვაში. ირგვლივ სულ ეს ყვავილთა მეფეა: სოფლის ცენტრში, ეკლესიაში და მის ირგვლივ, მოედნებზე, არხების გასწვრივ, წყალში, სახლებში… ვარდები იზრდება ბაღებში, ქუჩებში, ნახავთ ვარდების საწოლს, ცხოველებს, ხალიჩებს, ადამიანებს და ა.შ
როდესაც ვარდები იზრდება, ხალხი მოდის აქ დასათვალიერებლად ან დასასვენებლად რამდენიმე დღით. უყურებენ ამ მშვენიერებას და ღებულობენ სიამოვნებას. სოფლის მდინარის გასწვრივ არის 35 კილომეტრიანი საველოსიპედო მარშუტი, საიდანაც ამ ადგილის საოცარი და მშვენიერი სანახაობა იშლება.
ვარდები ღებულობენ უმაღლეს შეფასებას ისეთ კრიტერიუმებში, როგორიცაა: ჯანმრთელობა, სიცოცხლის უნარი, ფორმა, ფერი, სილამაზე. ასორტიმენტი ძალიან დიდია, ნებისმიერი ბიუჯეტისთვის. აქვე არის ცოდნის ცენტრი, სადაც მსურველს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს ვარდებზე და ვარდების სოფელზე. მიირთვას ფინჟანი ყავა დან ჩაი, ნახოს ვარდების ციფრული პრეზენტაცია ან გადახედოს ლიტერატურას ამ ყვავილების შესახებ.
გთავაზობთ ამ მშვენიერი ადგილის ფოტოებს, რომელიც მართლა ლამაზი სანახავია.