არქივი

10 ფაქტი ადამიანის ორგანიზნზე, რომელსაც მხოლოდ ახლა გავიგებთ.

cb06a7babfd1

ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ, რაღაც ახალი ოკიანის სიღრმეში ან სამყაროს ყველაზე შორეულ კუთხეში.ვფიქრობთ,რომ აბსოლიტურად ვიცით ყველაფერი ჩვენი ორგანიზმის შესახებ. მაგრამ არსებობს, რაღაც საიდუმლო, რომელზეც ახლა ვისაუბრერთ.

 

1.  როგორ ყოფს ტვინი კატეგორიებად ინფორმაციას.

152984df6857

უკვე დიდი ხანია ვიცით,რომ ყველა ინფორმაცია და მიღებული ცოდნა ინახება ჩვენს ტვინში.მაგრამ არ ვიცით ეს ყველაფერი, როგორ მუშაობს. გვაქვს საშუალება ტვინის სკანირებით შევძლოთ დანახვა იმისა, თუ მისი რომელი ნაწილი აქტიურდება, როდესაც ადამიანი ექვემდებარება გარკვეულ
გარე სტიმულატორებს. ეს გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ზუსტად ტვინის, რომელი ნაწილია აქტიური ან სად წარმოიშვება ელექტრონული იმპულსები, მაგალითად კროსვორდის ამოხსნისას. მაგრამ, როგორაა განაწილებული ცოდნა, იყო ყოველთვის საიდუმლო, სანამ ერთ ქალს არ დაავიწყდა ცხოველების სახელები.

პაციენტი J.B.R-ს აწუხებდა ენცეფალიტი. დაავადების ერთ-ერთი უჩვეულო სიმპტომი იყო მეხსიერების პრობლემა, უფრო ზუსტად, მას არ ახსოვდა ცხოველების დასახელებები. ტესტის დროს 48 ცხოველიდან მან შეძლო ეცნო და დაესახელებინა, მხოლოდ 2 მაგრამ სხვა მხრივ მისი ცნობიერება იყო ნორმალური.
სხვა პაციენტებს, რომელთაც აწუხებდათ იგივე დაავადება ჰქონდათ მსგავსი სიმპტომები. საინტერესო ფაქტია ის,რომ ერთს თუ არ ახსოვდა ცოცხალი არსებები, მეორეს არ ახსოვდა ბოსტნეულის დასახელებები ან მცენარეების, მწერების…
გარკვეულ კატეგორიებში ზოგიერთ პაციენტს, სრულიად ქონდა მეხსიერება დაკარგული.ზოგს ნაწილობრივ,მაგრამ დაკარგული ინფორმაციის რაოდენობა უახლოვდებოდა 100%-ს.
მკვლევარები მათ აჩვენებდნენ სურათს, რომელზეც თეთრ დათვს ქონდა ცხენის თავი, მაგრამ პაციენტების ნაწილს  წარმოდგენა არ ქონდათ არსებობდა თუ არა ბუნებაში ასეთი ცხოველი.

აქედან გამომდინარე ჩვენ ტვინი შეიძლება შევადაროთ, დოკუმენტების შესანახ კარადას,სადც ინფორმაციათა ჯგუფი ინახება ტვინის სხვადასხვა ნაწილებში. ჩვენ გვაქვს კატეგორიები საკვებისთვის, გეოგრაფიული ადგილებისთვის, ცხოველებისთვის, მეგობრებისა და ოჯახისთვის.
დაზიანებას შეუძლია წაშალოს ერთი ინფორმაცია და დატოვოს მეორე.

2.ახალი ფენა ადამიანის თვალზე

707182f5275b

ექიმები და სწავლულები დიდი ხნის მანძილზე, მას უბრავლოდ ვერ ხედავდნენ.ეს ფენა ძალინ თხელია და
არ არის მისი შემჩნევა ადვილი.
2013 წელს ნოტინგემის უნივერსიტეტის მასწავლებლებმა აღმოაჩინეს თვალზე ახალი ფენა, რომელიც მხლოდ 15 მიკრონია. ახალი ფენა მეექვსეა ცნობილი რქოვანას გარსის ფენებიდან. ამ თხელი მაგრამ ძლიერი ფენის საშუალებით შეიძლება მიიღონ განმარტება სხვადასხვა ქრონიკული პრობლემებისა.

3.რატომ აქვს ტვინს ღარები ?

5381240fc3dc

როგორც ვიცით ჩვენი ტვინი არ გავს პრიალა ქვას, მას აქვს მკაფიო ღარები და ეს იმის გამო, რომ მას ჭირდება დიდი ფართობი, რომელიც აუცილებელია უამრავი საქმიანობისთვის და იმფორმაციისთვის, რასაც ვხედავთ ყოველდღე. პატარა ძუძუმწოვრებს, როგორიცაა თაგვი და ვირთხა, ტვინი აქვთ პრიალა.
მათ არ ჭირდებათ კომპიუტერული ძალა, რომელიც მოითხოვს ისეთ ქმედებებს,როგორიცაა საუბარი,თამაში და ვიდეოთამაშები. მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ არ ვიცოდით,თუ როგორ იყო ყველა ეს ღარი ფორმირებული და რა ახდენს გავლენას მათ ფორმირებასა და რაოდენობაზე.
ღარების და ჩაღრმავებების გაჩენა დაკავშირებულია, რამდენიმე მიზეზთან.სერი ნივთიერებების ზრდა და სისქე განსაზღვრავს ტვინის ფორმირებას. ადამიანის ტვინი შეიცავს სერ და თეთრ ნივთიერებებს და მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი ამ ქსოვილებში, რათა ეცადათ შეექმნათ ფორმულა, თუ რომელ მათგანს შეუძლია ღარების გაჩენა. ეს კი მათ მისცემდათ საშუალებას გაეგოთ, რომელი ნოჭი დაეხმარებოდათ პაციენტების განკურნებაში, რომელთა ტვინის ფორმირებაც არასწორი იყო.

დღემდე მათ აღმოაჩინეს, რომ სერი და თეთრი ნივთიერებების მსგავსება დიდია, მაგრამ მათი ზრდის
სიჩქარე განსხვავდება. ზრდის ფაქტორი განსაზღვრავს ტვინის ზომას, რაც უფრო დიდია ტვინი, მით
მეტია პროპორციული გავსხვავება ზრდის ტემპებს შორის, როდესაც სერი ნივთიერება მატულობს, ტვინი
ზღუდავს თეთრი ნივთიერებების ფორმირებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დიდი ფართობის ზედაპირს.

4. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბაქტერიები.

37ffd3bced6c

თუ ხშირად უყურებთ ტელევიზორს, ალბათ ნანახი გექნებათ იოგურტის რეკლამა, რომელიც შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს. სასარგებლო ბაქტერია შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჩვენი სხეულში მრავლადაა ბაქტერიები, რომლებიც სასარგებლოა.

უნივერსიტეტ Radbound-ს მკვლევარებმა აღმოაჩინეს ადამიანის ორგანიზმში ყველაზე გავრცელებული ვირუსი და მას დაარქვეს crAssphage.

შესწავლა სხვადასხვა სახის მიკრო ორგანიზმებისა, რომლებიც არიან ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, საკმაოდ რთული ამოცანაა.ასეთი ორგანიზმების უმრავლესობა ვერ ცოცხლობს ლაბორატორიულ პრობებში. ისინი ცხოვრობენ, მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში.დიდი და რთული კვლევითი პროცესის მერე აღმოჩენილი იქნა crAssphage.რას აკეთებს crAssphage ? მისი აღმომჩენი მკვლევარები ფიქრობენ, რომ მას აქვს კავშირი ისეთ ბაქტერიებთან,რომლებიც იწვევენ მუცლის ტკივილს.

5. ტვინის ნაწილის ხელმეორედ გახსნა.

bbdafc748f72

როდესაც ვაშინგტონის მვლევარებმა ადამიანის ტვინში აღმოაჩინეს უცნაური ბოჭკოების კავშირი რედგენის სურათზე, ამან ისინი ცოტა ჩააფიქრა. ცხადი იყო, რომ არაფერი არ იყო ნათქვამი ამ სტრუქტურის შესახებ, არც სახელმძღვანელოებში, არც ატლასებში და არც სამედიცინო ლიტერატურეში. ფიქრობდნენ, რომ აღმოაჩინეს, რაღაც ახალი და გადაწყვიტეს მისი შესწავლა. მკვლევარებმა შეძლეს ეპოვათ ამ ისტორიის ფესვები.

19-ე საუკუნის ნერვოლოგმა თეოდორ მეინერტმა გამოსცა საკმაოდ ვრცელი ნაშრომი სადაც ამბობდა,რომ ნერვების კავშირი ტვინში ჰორიზონტალურადაა განლაგებული.პრობლემა წარმოიშვა მაშინ,როდესაც მათმა სტუდენტმა კარლ ვერნიკემ აღმოაჩინა იგივე კავშირი, სადაც ეს ვერტიკალურად იყო განლაგებული.
მეცინერმა უარყო ასეთი კავშირი და უარი განაცხადა დაეწერა ის, რაც წინააღმდეგობში მოვიდოდა მის
თემასთან.
უმოქმედობა იმას ნიშნავდა, რომ ბოჭკოების კავშირი გაუხსნელი დარჩა მთელი საუკუნე.
ახლა დადგინდა, რომ ეს ბოჭკოები მნიშნელოვანია ვიზუალური ინფორმაციისთვის, რომელიც ტვინს აწვდის რა არის და იძლევა სწორ სივრცულ მიმართულებას.

6. რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო მძაფრია მისი სუნი.

4dcca50dc8e5

ხანდაზნული ადამიანის სხეულის სუნი არ მოწონს არავის. აღმოჩნდა, რომ სხეულის სუნი არის უნიკალური პერსონალური იდენტიფიკატორი. ის განისაზღვრება შემდეგი კომბინაციით, გენეტიკური მასალა და ცოტაოდენი ის საკვები, რასაც მიირთმევს ადამიანი.ძრითადი სტრუქტურა სუნისა რჩება მთელი ცხოვრება და მისი ერთერთი ამოცანა ისაა,რომ იპოვოს გენეტიკურად შეთავსებადი პარტნიორი.სხეულის სუნის ცვლილება კავშირში იყო გარკვეულ სიმსივნურ წარმონაქმნებზე და ვირუსულ დაავადებებზე.
ჩვენ ასევე ვიცით, რომ ადამიანის სუნი მის ასაკის მატებასთან ერთად უფრო მძაფრდება.
ნივთერებას სახელწოდება 2-Nonenal ეწოდა იმ მიზეზით, რომ ხანდაზმული ადამიანების სუნი არის საკმაოდ უსიამოვნო. ოფლი დიდწილად არის უსუნო, მაგრამ ბაქტერიები, რომლებიც მოყვება ოფლს არის განმსაზღვრელი სუნისა. 2-Nonenal-ს მატება ორგანიზმში იწვევს თავისებურ სუნს.

7. მუხლის სახსრის ახლებური შეხვევა

875b0e2142bc

მუხლის დაზიანება სახმაოდ ხშირია, მაგრამ გამოცანად რჩება ძველებურად, როგორ უნდა აღდგეს მუხლის თხელი და მყიფე სტრუქტურის გარკვეული თვისებები.2013 წელს ორმა ბელგიელმა სპეციალისტმა დაიწყო მუხლის სახსრის არაეფექტური ოპერაციების შესწავლა. ბევრი მათგანი ოპერაციის შემდეგ უჩოდა სახსრის ტკივილს და ექიმებს არ შეეძლოთ აეხსნათ, რატომ ხდებოდა ეს.
მათ დაადგინეს მიზეზი,რომ ტიპიური ქირურგიული ჩარევა არ ხსნიდა მთელ პრობმლემას. ექიმები ტოვებდნენ ერთ გადახვევას.
ერთ-ერთი გადახვევა, რომელიც სწორადაა შერჩეული დაზიანების დროს არ იყო ცნობილი,
რადგან ქირურგები არ იყენებდნენ იმ მიზეზით, რომ დაზიანებული მუხლი ოპერაციის შემდეგაც ძალიან სუსტია.
მსგავსი სახვევი ნახსენები იყო ფრანგულ ქირურგიულ ნაშრომში 1979 წელს, მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მისი რეალურად პოვნა მოხერხდა 2013 წელს. მიუხედავად ექიმების ნაწილის თქმისა, რომ ეს არის მედიცინაში გარღვევა, გარკვეულ ნაწილზე ნაკლები შთაბეჭდილება მოახდინა ამ აღმოჩენამ.

8. ჩვენი სხეულის ნაწილების ასაკი სხვადსხვაა.

8c909816bf3f

ერთ-ერთი, რაც ჩვენს თავზე ვიცით ეს ჩვენი ასაკია, მაგრამ არმოჩნდა, რომ ტექნიკურად ვცდებით.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, ჩვენი სხეულის ნაწილები სხვადასხვა ასაკისაა და აქ არ არის ლაპარაკი უმნიშვნელო სხვაობებზე. ზოგიერთი ნაწილი შეიძლება საკმაოდ დიდი იყოს დანარჩენ
ორგანოებზე და არ შეესაბამებოდეს ჩვენს ასაკს. ქალის სარძევე ჯირკვლების ქსოვილები სამი წლის სხვაობას იძლევა და ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს მიზეზი ძუძუს კიბოსი.
ნაწილების სიძველე მკვლევარებმა დაადგინეს, სხვადასხვა მეთილირებული ქსოვილების მიკროსკოპის ქვეშ დათვალიერებით.ისინი მიეკუთვნებიან სხვადასხვა ქიმიურ ჯგუფებს და რაც უფრო დიდია მეთილირებული ქსოვილი, მით დიდი ასაკისაა ის.

9. ჩვენი სხეული და მედიტაცია.

a93e5a4681d8

მედიტაციის იდეა მრავალი წლის მანძილზე განიხილებოდა მოდუნების საშუალებად. დიდი ხანი არაა, რაც მედიტაციის ტექნკის კვლევა დაიწყეს მცნიერულ სფეროში,თუ რა ფიზიკურ ეფექტს აძლევს მედიტაცია ჩვენს სხეულს. რეგულარული მედიტაციის დროს ხდება აზრებით კონტროლი სტრესსა და დაძაბულობაზე. რეგულარული მედიტაციის დაკვირვების დროს აღმოჩნდა,რომ ტვინში კლებულობს ისეთი ნივთიერებები,რომლებიც აკონტროლებენ დაცვის და გაქცევის ინსტიქტებს და მატულობს რაციონალური გადაწყვეტილებების დონე.
მედიტაციის დროს ჩვენ თითქმის ველაპარაკებით ტვინს,რომ ის უფრო მეტად დაეყრდნოს რაციონალურ აღქმას სამყაროსი,ვიდრე ინსტიქტურს. ის ასევე უფრო მომთმენს გვხდის ტკვილის მიმართ. მედიტაციით დაკავებულებში ნაკლებადაა დაავადებათა სიმბტომები. ტვინი მომზადებული ხვდება სხეულის სხვადასხვა რეაქციებს.

10. ცნობიერების ჩამრთველი.

2ffb21bfdefa

რელიგია და მეცნიერება დიდი ხანია კამათობენ, თუ საიდან მოდის ადამიანის ცნობიერება.
ჯორჯ ვაშინგტონის მეცნიერების აზრით, მათ იპოვეს ადამიანის ტვინის ჩამრთველი.
მას უწოდებენ ღობეს. მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს ერთ პაციენტზე, რომელიც იყო ეპილეფსიით დაავადებული.
დაწყეს ტვინის ელექტროდებით სტიმულაცია, რათა გაერკვიათ და ჩაეწერათ რომელი ნაწილი რეაგირებდა დაზიანებაზე და იწვევდა კრუნჩხვებს. სტიმულაციის დროს მეცნიერებმა ფაქტობრივად ჩართეს და გამორთეს მისი ცნობიერება. ქალმა შეწყვიტა რეაგირება გარეგან გაღიზიანებაზე და როგორც კი შეწყდა ზემოქმედება დაზიანებულ უბანზე ის გონს მოვიდა. მას არ ახსოვდა, რომ გონება დაკარგა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ მიაგნეს ტვინის ღობეს, რომელიც რეაგირებს ფერზე, სუნზე, ფიქრებზე და თუ ეს ღობე პასუხისმგებელია ადამიანის ცნობიერებაზე, მაშნ ისინი ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან ხელოვნური ტვინის შექმნას.

მსგავსი ამბები

Back to top button