ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილინოისში ცხოვრობს რაპუნცელების ოჯახი: დედისა და მისი 3 ქალიშვილის თმის სიგრძე საბოლოო ჯამში 4 მეტრს აღწევს
ტერე ანუ ტერეზა ლინ რასელი თინეიჯერობის ასაკიდან აღარ იჭრის თმებს. გრძელთმიანი გოგონა ცოლად გაყვა ჩიპს, რომელიც იმთავითვე მოიხიბლა გოგონას გრძელი და მოვლილი თმით და გადაწყვიტა მისი სილამაზისთვის სათანადოდ მოეარა. დედის თმებისადმი სიყვარული ბავშვებმაც გაითავისეს და გადაწყვიტეს მამის ხათრით მიებაძათ დედიკოსთვის
ახლა ტერე ლინის თმის სიგრძე დაახლოებით 1,5 მეტრია. ქალბატონი მრავალგზის გახდა კონკურსის “ყველაზე გრძელი თმა” გამარჯვებული,ასევე ფესტივალის “ყველაზე დიდი შეკრული კუდი”. გოგოებიდან უფროსი, 11 წლის ქალიშვილის კეპლანის თმის სიგრძე 73 სანტიმეტრია, 9 წლისა- 72 სმ, 6 წლის უსაყვარლესი გოგონის კი 52,5 სმ. ოჯახში ასევე ყავთ პატარა ბიჭი, რომელიც გამოეყო რაპუნცელებს და ასევე ჩიპი- ტერეს მელოტი ქმარი.
ამ სიგრძის თმები ბუმბერაზ მოვლასა და ზრუნვას საჭიროებენ.გარდა ამისა თავის დაბანისთვის ტერე იძულებულია დაიჩოქოქ, რადგან სველი თმის წონა მეტისმეტად დიდია. ეკონომიისგამო ერთ დაბანაზე დედა ხარჯავს შამპუნის ბოთლის მეოთხედს , ხოლო თმის გამშრალება ხდება მტვერსასრუტით