არქივი

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა ნაწილი I

d8b93f4f9738

ამ პოსტში იხილავთ 10 კითხვას პასუხებითურთ ბოლოში, სცადეთ გამოიცნოთ =)

1. მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრული ქალაქის სეხეშფეხერვარისთვის მიმდინარეობდა სამთვიანი ბრძოლა. ქალაქის აღების შემდეგ ჯარისკაცები ხუმრობდნენ: ”უფრო ადვილია ეს ქალაქი აიღო, ვიდრე …” დაასრულეთ ეს ხუმრობა.

2.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ერთმა მამაკაცმა თავის პირველ შვილს სიმბოლურად დაარქვა სახელად Start. შემდეგ შვილებს კი ჩვეულებრივად, სხვადასხვა სახელები. მე-14 შვილი რომ გაუჩნდა, იფიქრა, დროა გავჩერდეო და სიმბოლურად მასაც Finish დაარქვა.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მისი მეუღლე ისევ დაფეხმძიმდა და 1 წელში მე-15 ბავშვი გაჩნდა.
რა დაარქვა ამ კაცმა ამ ბავშვს?
e81d6f577049

3.გლეხი წავიდა ბაზარში ცხენის საყიდლად. იყიდა 50 ოქროდ და რომ ნახა, ცხენების ფასი მაღლა იწევდა, მაშინვე გაყიდა 60 ოქროდ. მერე დაფიქრდა და მიხვდა, რომ ვერაფრით მოხნავდა მიწას ცხენის გარეშე. მოუწია იგივე ცხენის ყიდვა 70 ოქროდ. ისევ ჩაფიქრდა და მიხვდა, რომ ცხენში ამხელა თანხის გადახდისათვის, ცოლი ეჩხუბებოდა, ამიტომ გაყიდა 80 ოქროდ. რამდენი მოიგო ან წააგო ამ კაცმა?

4.Hotmail-ის დამაარსებელს ჯეკ სმიტს მსფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ელექტრონული ფოსტის წვდომის იდეა მოუვიდა. როდესაც საბირ ბჰატია ამგვარი სერვისის ბიზნეს-გეგმით ხელში გამოჩნდა, მან გადაარჩია სიტყვები, რომლებიც „mail-ზე“ მთავრდებოდა და არჩევანი Hotmail-ზე შეაჩერა. მიზეზი მეტად მარტივია და იგი ერთ-ერთ ენასთანაა კავშირში.დაასახელეთ ეს ენა.

5.ცინცინატელი ფრედრიკ ბაური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად მისი ფერფლის ნაწილი ცილინდრულ კონტეინერში მოთვსებული დამახეს. ბაური Procter & Gamble-ში მუშაობდა და კვლევებითა და ხარისხის კონტროლით იყო დაკავებული. 1970 წელს მან მიიღო პატენტი მისი კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტის შეფუთვაზე. 80-იან წლებში იგი პენსიაზე გავიდა, ხოლო ანდერძით ამ გამოგონებაში დასაფლავება დაიბარა. რა ბრენდი იყიდება ბაურის გამოგონებაში შეფუთული?
809f3f04a6ab
6.
ჰავაელების ენაში სულ 6 თანხმოვანია: ხ, კ, ლ, მ, ნ, პ გარდა ამისა ინგლისური დუბლვეს ნაირი ბგერა და ხმოვნები. ევროპული სიტყვების სესხებისას მათი წარმოთქმა იცვლება. რომელი ინგლისური გავრცელებული სიტყვათშეთნხმება ჟღერს ჰავაელების ენაზე როგორც Mele kalikimaka!?
7.2008 წლის ივლისში „ამერიკული კინოს“ თაყვანისმცემლებს და უბრალო ტურისტებსაც სასიამოვნო სიურპრიზი ელით. ამავე სახელწოდების სასტუმროს საზეიმო გახსნის ცერემონია, ქალაქ ზალცბურგში, ფონ ტრაპების საკარმიდამო სახლში გაიმართება. სასტუმროს ბინადართ შესაძლებლობა ექნებათ ღამე ოჯახის წევრების საძინებლებში გაათიონ. მსურველები ფონ ტრაპების საგვარეულო სამრეკლოში ქორწინებასაც კი შესძლებენ. შენობაში არაფერი გადაკეთდება და არაფერი შეიცვლება, გარდა პირველადი მოთხოვნილების საგნებისა. დაასახელეთ ფილმის სათაური, რომლითაც შეკითხვაში შეცვლილია სიტყვები „ამერიკული კინო“.
5c2c7e410fee
8.ებრაელებს მრავალი მესია/თუ ცრუმესია ახსოვთ: სიმონ ბარ-კოხბა, იაკობ ფრანკი, დავით რეუვენი, მენაჰემ შნეერსონი და ა.შ. მათი მესიანური მოღვაწეობა როგორც წესი მათი სიკვდილის შემდეგ მთავრდებოდა. განსხვავებულია კიდევ ერთი ებრაელი მესიის — შაბთაი ცვის — ბიოგრაფია. მის სახელს ასევე საბათეი ცევის, საბათაი ცვის სახითაც მოიხსენიებენ. ასევე იგი ცნობილია ამირას და მეხმეთ ეფენდის სახელებითაც. შაბთაი ცვი 1676 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მესიანური მოღვაწეობა, საკუთარი გადაწყვეტილებით 1666 წელს, სტამბულში ყოფნისას შეწყვიტა. რა გადაწყვეტილება მიიღო შაბთაი ცვიმ 1666 წლის 16 სექტემბერს?
9.ცნობილი ყაზახი მწერალი დუკენბაი დოსჟანოვი წერდა, რომ ეს მონღოლისთვის უპირველესი და უსაშინლესი მტერია, ეს — განსაცდელის მომასწავებელი, ღვთის სასჯელი და უბედურების დასაწყისია. კითხვა: რა ჰქონდა მხედველობაში ყაზახ მწერალს, თუკი ეს არც თქვენთვის იქნება სიკეთისა და, ამ შემთხვევაში, ქულის მომტანი. ამიტომ ერიდეთ ამას წუთის განმავლობაში!

10.დასრულეთ ქართული ანდაზა: „ხბო უნდა თებერვალისა, ციკან-კრავი მარტისა, თუ რომ სადმე გაიზრდება, ტახი კი…“. რომელი თვის?

f3354f092f6b

პირველი კითხვის პასუხი: ”… ვიდრე მისი სახელი წარმოთქვაო”…
მეორე კითხვის პასუხი:მამამ ამ ბავშვს P.S. დაარქვა
მესამე კითხვის პასუხი: ამ კაცმა მოიგო 20 ოქრო (პირველი ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შემდეგ მან მოიგო 10 ოქრო, ხოლო მეორის შემდეგაც — 10 ოქრო).
მეოთხე კითხვის პასუხი: HTML, ჰიპერტექსტური აღწერის ენა
მეხუთე კითხვის პასუხი: Pringles
მეექვსე კითხვის პასუხი:Merry Christmas!
მეშვიდე კითხვის პასუხი:„მუსიკის ჰანგები“
მერვე კითხვის პასუხი: მიიღო ისლამი
მეცხრე კითხვის პასუხი:სიჩუმე, დუმილი
მეათე: იანვარისა

 

წყარო : http://moazrovne.net/

manowar

I'm new here
Back to top button