Chevrolet Camaro
Chevrolet Camaro– ეს არის ამერიკული მანქანა, წარმოებული Chevrolet_ის მიერ GM განყოფილებაში, მისი წარმოება დაიწყო 1967 წელს და გრძელდება დღემდე.
სახელწოდებით “Camaro” დამზადდა რამდენიმე მოდელი, . “Camaro” -ს ყველა მოდელი განსხვავდება ერთმანეთისაგან ტექნოლოგიურად, “Camaro” -ს განსაკუთრებული მოდეელია Chevrolet Camaro SS, რომელიც დღემდე აჯადოებს ავტომოყვარულებს. სწორედ ამ ავტომობილის შეასხებ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ პოსტის მეშვეობით, იმედია საინტერესო გამოვა.
1966 წლის 29 სექტემბერს (1967 წლის მოდელი) გამოვიდა პირველი Chevrolet Camaro. ეს იყო საკმაოდ სერიოზული და კონკურენტუნარიანი ნაბიჯი General Motors Mustang-ის საპასუხოდ, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ამერიკულ ასევე ევროპულ ბაზარზე. თავდაპირველად გამოდიოდა “Camaro” -ს ორი კატეგორია, ეს იყო კუპე და კაბრიოლეტი, ავტომობილი იყო აღჭურვილი ოთხი სხვადასხვა ტიპის ძრავით, იმ დროს ყველაზე ძლიერი სტანდარტული ძრავი ჰქონდა Camaro V8 მოდელს, ძრავის მოცულობა იყო 5.7 ლიტრი 255 ცხენის ძალით. მაგრამ ყველაზე პოპულარული პაკეტი გამოვიდა მოგვიანებით, ეს იყო იყო SS-ი. SS-ი გაუმჯობესებული მოდელია, გაძლიერებული ძრავით და შეცვლილი ექსტერიერით, იგი იყო აღჭურვილი 6.5 ლიტრიანი 325 ცხენიცძალიანი ძრავით, მისი აეროდინამიკა შოკს გვრიდა ნებისმიერ ავტომოყვარულს და უკან იტოვებდა იმდროინდელ არაერთ პოპულარულ ავტომობილს. Camaro უფრო და უფრო პოპულარული ავტომობილი ხდებოდა, ამიტომ მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაიზარდა ხარისხი, გაუმჯობესდა და დაიხვეწა ყველა დეტალი, მანქანას დაემატა კონდენციონერი, მიმზიდველი, მკაფიო ფერის ტყავის სალონი, ავტომატური გადაცემათა კოლოფი, გაძლიერებული მუხრუჭები და კიდევ უფრო “განრისხებული” ძრავი, რომელიც რბოლისთვის მზად იყო ნებისმიერ მდგომარეობაში. ასევე “Camaro” -ს ერთ-ერთი პოპულარული მოდელი იყო Z-28, რომელმაც ფაქტობრივად ყველა კომპონენტით აჯობა Mustang-ს, რამაც კიდევ უფრო მძაფრი კონკურენცია გამოიწვია ამ ორ ავტომწარმოებელ კომპანიას შორის, ეს ფაქტი რა თქმა უნდა ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახებოდა ორივე კომპანიის მხრიდან. “Camaro” -ს განსაკუთრებული მოდელები SS-ი და Z-28 კოლექციონერებში ფანტასტიკური პოპულარობით სარგებლობს დღეს, მისი აგრესიული და ამავდროულად მიმზიდველი დიზაინი, მისი აეროდინამიკა, უძლიერესი ძრავი, კომფორტული სალონი და მაშოკირებელი მანევრირება მუდამ ყურადღების ცენტრშია, იგი არაერთი რბოლის გამარჯვებული და უამრავი ტიტულის მქონე ავტომობილია. აღსანიშნავია ასევე მისი პოპულარობა კინოში, არაერთი ფილმისა და წიგნის გმირი გამხდარა Chevrolet Camaro. ეს არის ავტომობილი რომელმაც უკვდავის სახელი დაიმკვიდრა და მუდამ ემახსოვრება ავტოსამყაროს.
საქართველოში “Camaro” -ს რამდენიმე მოდელია, მათ შორის 2011 წლის მოდელი Camaro SS-ი….
ახლა კი მინდა ქრონოლოგიურად დალაგებული ფოტოებით გასიამოვნოთ!
1967 წლის მოდელი(კუპე)
(კაბრიოლეტი)
1968 წლის მოდელი Z-28
1969 წლის მოდელი
1970 წლის მოდელი SS-ი
1971 წლის მოდელი
1972 წლის მოდელი
1975 წლის მოდელი(ფილმ ტრანსფორმერებიდან)
1977 წლის მოდელი
1979 წლის მოდელი
1982 წლი მოდელი
1984 წლის მოდელი
1886 წლის მოდელი
1988 წლის მოდელი
1990 წლის მოდელი
1993 წლის მოდელი
1996 წლის მოდელი
1999 წლის მოდელი
(სარბოლო)
სერიული მოდელი
2002 წლის მოდელი
2006 წლის მოდელი
2007 წლის მოდელი(კაბრიოლეტი)
2008 წლის კონცეპტუალური მოდელი
2009 წლის მოდლი (ტრანსფორმერების ახალი თაობა)
2010 წლის მოდელი
2011 წლის მოდელი
2012 წლის კონცეპტუალური მოდელი ZL1
იმედია მოგეწონათ, შემდეგი პოსტიც შეეხება მსგავს ავტომობილს, სავარაუდოდ Dodge Chalenger-ს….