Dodge Challenger
ახლა კი წარმოგიდგენთ ავტომობილს, რომელმაც არაერთხელ აღაფრთოვანა ავტოსამყარო, მისი შესაძლებლობები და დიზაინი ჰარმონიულადაა შერწყმული, მისი აგრესიული დიზაინი, უძლიერესი ძრავი, მანევრირების საოცარი უნარი და ფანტასტიკურად კომფორტული სალონი გულგრილს არავის ტოვებს, ეს არის ავტომობილი Dodge Challenger-ი.
Dodge Challenger -ეს არის, ამერიკაში,Chrysler-ის კორპორაციაში, Dodge-ს მიერ შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, ეს ავტომობილი გამოსვლის დღიდანვე ჯანსაღ კონკურენციას უწევს ისეთ ავტომობილებს როგორებიცაა, Chevrolet Camaro, Ford Mustang, Mercury Cougar და Pontiac Firebird.
Dodge Challenger-ი წარმოებაში 1970 წელს ჩაუშვეს, მისი პირველი მოდელის დიზაინერი იყო ჩარლზ კამერონი, 1966 წელს გამოსული Dodge Charger-ის შემქმნელი, რომელიც 60-იან წლებში უტოპიური დიზაინის მანქანებს ჰქმნიდა და კარგი ავტორიტეტით ვერ სარგებლობდა ავტოსამყაროში. 1970 წლიდან 1970-მდე გაიყიდა Dodge Challenger-ის 165 500 ეგზემპლარი, რამაც ცოტა არ იყოს წაგება მოუტანა კორპორაციას, დროთა განმავლობაში ავტომობილი უფრო პოპულარული გახდა და გაყიდვების ზრდა შესამჩნევი გახდა. თავდაპირველად გამოდიოდა Challenger-ის 4 კატეგორია, განსხვავება ძირითადად ძრავებში იყო, V6, V8, T/A და B 383 V8 მოდელები, მისი დიზაინი თითქმის უცვლელი რჩებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში, თანდათან იხვეწებოდა როგორც ექსტერიერი ასევე ინტერიერი, მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდებოდა და კონკურენციაც გამძაფრდა.
Dodge Challenger-ი არაერთ მსოფლიო მასშტაბის ბევრ რალიში იღებდა მონაწილეობას და არაერთი გამარჯვება მოიპოვა, იგი ბევრ ფილმშია გადაღებული, მისი არაერთი ფან-კლუბია შექმნილი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს კოლექციონერების მხრიდან, Challenger-ის ძველი მოდელები განსაკუთრებით მიმზიდველია, ასევე აღსანიშნავია მისი გამძლეობა და უსაფრთხოება. Challenger-ის პირველივე მოდელები აღჭურვილი იყო კონდენციონერით, როგორც მექანიკური, ასევე ავტომატური გადამცემათა კოლოფით, ტყავის სალონით, ძრავის გამაძლიერებლითა და ორმაგი უსაფრთხოების ღვედით.
თანამედროვე Challenger-ი არაა ხშირი ავტომობილია, მისი ყოლა(ქონა) არც თუ ისე მცირე თანხებთანაა დაკავშირებული, ავტომობილი დიდი პოპულარობით სარგებლობს ცნობილ ადამიანებში, მისი დახვეწილი დიზაინი გულგრილს არავის ტოვებს.
როგორც სხვა პოსტებში, აქაც წარმოგიდგენთ ქრონოლოგიურად დალაგებულ ფოტოებს…
1970 წლის მოდელი
1971 წლის მოდელი
(კუპე)
(კაბრიოლეტი)
1974 წლის მოდელი
1975 წლის მოდელი
80-იანებიდან ფაქტობრივად არ გამოდიოდა Challenger-ი, მისი მოყვარულები ძველი მოდელების მოდიფიცირებას ახდენდნენ, რაც ძალიან მიმზიდველს ხდიდა ისედაც დახვეწილ ავტომობილს, 2000-იანი წლებიდან გადაწყდა მისი გაუმჯობესებული მოდელის ჩაშვება წარმოებაში, 2006 წელს გამოვიდა Challenger-ის ახალი მოდელი, რომელმაც აღაფრთოვანა ავტოსამყარო, ეს იყო ძველი Challenger-ის ბაზაზე შექმნილი თანამდედროვე ავტომობილი, ფანტასტიკურად დახვეწილი დიზაინით და უძლიერესი ძრავით, დახვეწილი ინტერიერით და საოცარი ექსტერიერით.
წარმოგიდგენთ ახალი Challenger-ის ფოტოებს.
2006 წლის მოდელი
2008 წლის მოდელი Challenger SRT10
2008 წლის მოდელი Challenger Targa
2009 წლის მოდელი SRT8
2010 წლის მოდელი Challenger Mopar
2011 წლის მოდელი Challenger RT
2011 წლის მოდელი Challenger SRT8 392
2011 წლის სპეციალური სარბოლო მოდელი Challenger V10 Mopar Drag Pak
ეს იყო Challenger-ის ბოლო მოდელი, იმედია Chrysler-ის კორპორაცია კიდევ უკეთეს მოდელებს შემოგვთავაზებს ავტომოყვარულებს.
შემდეგი პოსტი შეეხება Chevrolet Corvette-ს