არქივი

ჩუპა ჩუპსის პატარა ისტორია

1085dc5509a0
ალბათ ჩუპა ჩუპსი ყველას ძალიან გიყვართ, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი წარმოშობის ისტორია..

ჩუპა ჩუპსის იდეა  წარმოიშვა 1958 წელს. მანამდე ის გამოდიოდა როგორც სხვა დანარჩენი ჩვეულებრივი კანფეტები, რომლებსაც ჰქონდათ სხვადასხვა ფორმა და ფერი.  ბავშვები ხშირად იღებდნენ პირიდან კანფეტს , რათა ენახათ როგორი იყო ის, ან მალავდნენ მშობლებისგან, ან კიდევ ინახავდნენ ჯიბეში რათა შემდეგ  “მიერთვათ” :) .

1958 წელს ენრიკ ბერნატმა შექმნა უნივერსალური კანფეტი, რომელიც ახარებდა ბავშვებსაც და მშობლებსაც. მას უეცრად მოუვიდა თავში იდეა, რომ მსოფლიოს სჭირდებოდა ისეთი კანფეტი, რომელიც ისე შეიძლებოდა გეჭამა , როგორც ჩანგლით.

084a9cf2a63e

თავიდან კანფეტს დაარქვა “GOL”  , წარმოიდგინა რომ კანფეტი იყო ბურთი, პირი კი – კარები.  მაგრამ შემდეგ მან მაინც მიმართა სარეკლამო სააგენტოს, სადაც მათ კანფეტს დაარქვეს ” CHUPS “. შემდეგ მათ გამოუშვეს სარეკლამო რგოლი, რომელის სიმღერა ” chups ” ძალიან დასამახსოვრებელი და პოპულარული გახდა, მაგრამ ესპანელი ბავშვები მღეროდნენ შემდეგნაირად : ” chupa, chupa, chupa, chups! “.  ამიტომ ამ კანფეტს ყველა ეძახდა ” chupa chups “.

გემრიელ კანფეტს ჭირდებოდა გემრიელი ლოგოც ;) … ენრიკე ბერნარტი ამისათვის მივიდა სალვადორ დალისთან, რომელმაც გადაწყვიტა დასახელება chupa chups ჩაესვა გვირილის ყვავილში. და ეს ლოგო, ისევე როგორც კანფეტი, გახდა ძალიან პოპულარული.

a8de467c1c42

უკვე 50 წელია ჩუპა ჩუპსი ყველას უყვარს და ყველას ახარებს. ამიტომაც  50 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი ჩატარდა ბარსელონაში.

moz screenshot 1
fcb400fddc7b

წყარო: www.chupachups.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button