არქივი

პოკერის წესები, სახეობები და ისტორია

812d9ff17662

პოკერი – თამაში , რომლის მიზანია მოიგო ფსონები, რაც შეიძლება მაღალი პოკერის კომბინაციით, რომელიც 5 კარტით იქმნება, ან აიძულო მოწინააღმდეგე შეწყვიტოს თამაში, ანუ ითამაშო ბლეფი.  არსებობს პოკერის სხვადასხვა სახეობა, რომლებსაც განსხვავებული წესები აქვს, მაგრამ ყველა სახის პოკერისთვის აუცილებელია კომბინაციები და ფსონები თამაშის მიმდინარეობისას.

გამომდინარე იქედან , რომ მოთამაშემ არ იცის მოწინააღმდეგის კარტი, პოკერი ითვლება თამაშად სადაც არ გაქვს სრული ინფორმაცია, როგორც სხვა თამაშებში (ჭადრაკი, ნარდი და ა.შ). ამიტომ რისკი და აზარტი პოკერის მოთამაშის ძირითადი მახასიათებელია.

თამაშის წესები

პოკერს თამაშობენ სხვადასხვა კარტის დასტით – 32, 36 ან 54 კარტით. ყველაზე გავრცელებულია სტანდარტული კარტის დასტა 54 კარტით.  თამაშობს რამდენიმე მოთამაშე (2 ან მეტი, ჩვეულებრივ მაგიდაზე 10 მოთამაშეზე მეტი არ არის მიღებული) . კარტის სიძლიერე იწყება ტუზიდან და მიდის ქვემოთ (კაროლი, დამა…10…2) … ტუზი ასევე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ყველაზე დაბალი კარტი, ანუ 1  (მაგალითად კომბინაცია straight -ის დროს).  თამაში მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად.  ყოველი ეტაპისას რიგდება კარტი და იდება ფსონები. გამარჯვებულად ითვლება ის 5 კარტიანი კომბინაცია , რომელიც უფრო ძლიერია.

 

პოკერის კომბინაციები

 

კომბინაციების თანმიმდევრობა ყველაზე ძლიერიდან, ყველაზე სუსტამდე :

Royalflush (როიალფლეში) –  5 ყველაზე მაღალი კარტი ტუზი, კაროლი, დამა, ვალეტი,ათიანი  თან ერთი ფერის… A♥K♥Q♥J♥ 10♥
Straightflush (სტრიტფლეში) – ნებისმიერი 5 კარტი თანმიმდევრობით თან ერთი ფერის… მაგალითად 9♠ 8♠ 7♠ 6♠ 5♠  . თუ ორმა მოთამაშემ შეკრა სტრიტფლეში, იგებს მაღალი.

Fourofakind ( 4 ერთნაირი კარტი , ანუ კარე) – ნებისმიერი 4 ერთნაირი კარტი, მაგალითად 3♥ 3♦ 3♣ 3♠ 10♣…..   მე 5 კარტს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ კომბინაციის შეკვრისთვის აუცილებელია 5 კარტი.  თუ ორმა მოთამაშემ შეკრა   კარე  , იგებს მაღალი.

Fullhouse (ფულჰაუსი) – 3 ერთნაირი კარტი და კიდევ 2 ერთნაირი კარტი. მაგალითად  10♥ 10♦ 10♠ 8♣ 8♥ .  თუ ორმა მოთამაშემ შეკრა   ფულჰაუსი   , იგებს მაღალი. 

Flush (ფლეში) – 5 ერთნაირი ფერის კარტი… K♠J♠ 8♠ 4♠ 3♠.  თუ ორმა მოთამაშემ შეკრა   ფლეში    , იგებს მაღალი.
 Straight (სტრიტი) – 5 კარტი თანმიმდევრობით მებისმიერი ფერის…5♦ 4♥ 3♠ 2♦A♦  თუ ორმა მოთამაშემ შეკრა   სტრიტი     , იგებს მაღალი. 

Threeofakind, set (სამი ერთნაირი კარტი, ანუ სეტი) – მაგალითად 7♣ 7♥ 7♠K♦ 2♠  თუ ორმა მოთამაშემ შეკრა სეტი, იგებს ის მოთამაშე ვისაც  კომბინაციაში დანარჩენი ორი კარტი ყავს მაღალი

Twopairs (ორი პარა) –  მაგალითად 8♣ 8♠ 4♥ 4♣ 2♠   თუ ორმა მოთამაშემ შეკრა ეს კომბინაცია, იგებს ის მოთამაშე რომელსაც უფრო მაღალი პარა ყავს. და თუ ეს კომბინაცია ორივე მოთამაშისთვის საერთოა, მაშინ მოგებული არის ის , ვისაც მე5 კარტი ყავს მაღალი. ხოლო თუ მე5 საერთო კარტი ორივესთვის ერთია, მაშინ თანხა იყოფა მოთამაშეების რაოდენობაზე.

Onepair (პარა) – 9♥ 9♠Т♣В♠ 4♥   ამ კომბინაციის შემთხვევაში მოგებული გამოვლინდება ისევე როგორც ორი პარის კომბინაციაში.

Highcard (მაღალი კარტი) – თუ მაგიდაზე არსებული კარტებიდან არ შეიკრა არანაირი კომბინაცია მაშინ იგებს ის კარტი რომელიც არის ყველაზე მაღალი… Т♦ 10♦ 9♠ 5♣ 4♣

 

1003d2f6c625

ფსონების დადება

 

პოკერის ზოგიერთ ვარიანტში კარტის დარიგებამდე მოთამაშეებმა უნდა დადონ საწყისი ფსონი (Ante)

ზოგიერთ ვარიანტში რამოდენიმე მოთამაშე ბრმად, კარტის დარიგებამდე დებს თანხას , ბლაინდ (Blinds).

თამაშის მიმდინარეობისას მოთამაშე აკეთებეს შემდეგ სვლებს:

Bet – დადოს ფსონი

Call – დადოს იმდენივე,რაც დადო მოწინააღმდეგემ..ანუ გაათანაბროს ფსონი

Raise – გაზარდოს ფსონი, დადოს უფრო მეტი ვიდრე მოწინააღმდეგემ

Fold – დაყაროს კარტი და შეწყვიტოს თამაში არსებულ დარიგებაში

Check –  განაგრძო თამაში ფსონის გაზრდის გარეშე

ფსონების ჩადება მთავრდება როცა ყველა მოთამაშის ფსონი გათანაბრდება ან დაყრიან კარტს

ჩადებული ფსონები გროვდება ე.წ ბანკში (Pot)

თუ ფსონების ჩამოდების დასრულების შემდეგ დარჩა ორი ან მეტი მოთამაშე იხსნება მათი კარტები, და მოგებული კომბინაცია ღებულობს ბანკში არსებულ ფსონს… თუ დარჩა ერთი მოთამაშე ისე რომ არ გაიხსნა ყველა კარტი მაგიდაზე, ის ავტომატურად ღებულობს არსებულ ფსონს.

კაზიონში თამაშისას ბანკში არსებული თანხის რაღაც პროცენტი მიაქვს კაზინოს (Rake)

თუ ერთზე მეტი კომბინაცია მოიგებს , მაშინ ბანკში არსებული თანხა ნაწილდება თანაბრად გამარჯვებულ მოთამაშეებზე (Splitpot)

თუ მოთამაშეს ერთი ფსონის ჩამოდების შემდეგ გამოელია თანხა ის არ წყვეტს თამაშს. მას უბრალოდ აღარ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შემდეგ ფსონებში, ამ დროს იქმნება დამატებითი ბანკი (Sidepots) და მოგების შემთხვევაში ის მიიღებს  დამატებით ბანკში არსებულ თანხას .

არსებობს ფსონების  გაზრდის სხვადასხვა ვარიანტი

Limit –  მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ ფიქსირებული ფსონის გაზრდა.

Potlimit – მოთამაშეს შეუძლია დადოს ფსონის ის სიდიდე რაც არის ბანკში

Nolimit – მოთამშეს შეუძლია დადოს ნებისმიერი რაოდენობის ფსონი

 

 

თამაშის სტრატეგია

პოკერში არ არსებობს 100% სტრატეგია, რადგან მოთამაშემ იცის მხოლოდ თავისი კარტი და საერთო კარტი რომელიც მაგიდაზეა.  სტრატეგია მოთამაშემ უნდა შეიმუშაოს  კარტის დარიგებისას. მან ყურადღება უნდა მიაქციოს ფსონების ზრდას,უნდა განიხილოს სხვადასხვა ვარიანტები არსებული კარტიდან, შეაფასოს თავისი კომბინაციის შანსები, გათვალოს მოწინააღმდეგის კარტი.  ასევე მოთამაშე უნდა ეცადოს დააბნიოს მოწყინააღმდეგე ბლეფით და მოიგოს ართუისე ძლიერი კომბინაციით. შეუძლია გააკეთოს ფსონის გაზრდა მოლოდინის პროცესში, ანუ წავიდეს რისკზე, თუ მაგალითად მას რაღაც კომბინაციისთვის ესაჭიროება ერთი კარტი , გაზარდოს ფსონი ამ კარტის მოლოდინში…

პოკერში შეუძლებელია განსაზღვრო კარგი და ცუდი კარტი, ან სუსტი და ძლიერი მოთამაშე. კარგია თუ ცუდი კარტი ჩნდება მას შემდეგ რაც მაგიდაზე დარიგდება ყველა კარტი. ასევე შეიძლება ახალბედა მოთამაშემ მოუგოს ყველაზე გამოცდილ მოთამაშეს. ეს დამოკიდებულია თუ ვის როგორი კარტი დაურიგდება.  მაგრამ პოკერში გამარჯვება არ არის მხოლოდ იღბალზე დამოკიდებული, აქ საჭიროა მატემატიკური გათვლები, განსაზღვრა, სტრატეგია და რისკი.

b082b9522210

ისტორია

 

პოკერის წესების და მისი სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით დღესაც მიმდინარეობს კამათი, რადგან დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. ერთერთი ვერსიით თამაშის სახელწოდება მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან pochen– რაც კაკუნს ნიშნავს. პირველი მონაცემები პოკერის მსგავს თამაშზე ნახსენებია მე–16 საუკუნეში.

პოკერი როგორც თამაში უკვე 500 წელზე მეტია რაც არსებობს. იგი წარმოიშვა ევროპაში,  მაგრამ პოკერის წესები იყო დღევანდელისგან განსხვავებული. დროთა განმავლობაში პოკერის წესები იხვეწებოდა. პირველი წერილობითი მასალა პოკერის წესების შესახებ არის 1829 წელს ჯო კაუელის  (მსახიობი) დაწერილი მემუარები  .  1834 წლიდან პოკერის თამაში დაიწყეს 54 კარტიანი დასტით.

პოკერი ითვლებოდა ამერიკის ნაციონალურ თამაშად. დღესაც ის ყველაზე პოპულარული და გავრცელებული თამაშია აშშ–ში .

ყოველდღიურად ტარდება პოკერის სხვადასხვა სახის ტურნირები. ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი ტურნირი არის WSOP  – World Series of Poker

 

პოკერის სახეობები

 

არსებობს პოკერის სხვადასხვა სახეობა. ზოგიერთი მათგანი მიღებულია ნაციონალურ სახეობად, ზოგიერთი ვარიანტი მხოლოდ ოჯახურ წრეებში არის მიღებული.

ყველაზე პოპულარული პოკერის სახეობებია :

Drawpoker – ყველაზე ადვილი სახეობა პოკერისა. მოთამაშეები დებენ ფსონს და ურიგდებათ 5–5 კარტი დახურული.  მოთამაშეები დებენ ფსონს და შემდეგ ერთმანეთში ცვლიან კარტებს.  რამდენ კარტსაც მისცემ მოწინააღმდეგეს იმდენსვე გიბრუნებს უკან. შემდეგ ისევ მიმდინარეობს ფსონები და გამოვლინდება გამარჯვებული.

Double Discarding Draw-poker –  ამ პოკერის წესებიც თითქმის ანალოგიურია როგორც  Drawpoker –ში, უბრალოდ აქ კარტების გაცვლა ხდება ორჯერ, ხოლო ფსონების დადება სამჯერ.

Stud –  არსებობს ორი ვარიანტი ამ სახეობის პოკერისა, 5 კარტიანი და 7 კარტიანი.

7 კარტიანის წესები შემდეგნაირია:

მოთამაშეები დებენ საწყის ფსონს, შემდეგ ურიგდებათ ერთი ღია და ორი დახურული კარტი. შემდეგ ისევ დებენ ფსონებს , შემდეგ ერთი ღია კარტი, ისევ ფსონების ჩამოდება და ისევ ერთი ღია კარტი.  ისევ ფსონები და ისევ ერთი ღია კარტი , ფსონები და შემდეგ ერთი დახურული მე7 კარტი და ხდება საბოლოო ფსონების ჩამოდება.

გამარჯვებულად ითვლება ის მოთამაშე ვინც ყველაზე მაღალ 5 კარტიან კომბინაციას შეკრავს.

7 კარტიანი Stud ითვლებოდა ყველაზე პოპულარულ სახეობად პოკერში, სანამ არ გამოჩნდა პოკერის ახალის ახეობა TexasHold’em

TexasHold’em – დღესდღეობით ყველაზე პოპულარული პოკერის სახეობა. TexasHold’em–ის პოპულარობა განაპირობა მისი საერთო ინფორრმაციის ბალანსმა. მაგალითად Drawpoker–ში  საერთო არ არსებობს საერთო ინფორმაცია, ხოლო Stud–ში პირიქით , ძალიან ბევრი საერთო ინფორმაციაა.  TexasHold’em–ის  დაბალანსებული ინფორმაცია იძლევა უფრო მეტი ქმედების და რისკის საშუალებას.

ზოგ შემთხვევაში ყველა მოთამაშე კარტის დარიგებამდე დებს ერთნაირ ფსონს (ante)

შემდეგ ორი მოთამაშე , რომლებიც სხედან დამრიგებლის მარცხენა მხარეს დებენ ბლაინდებს ( Blinds ). არსებობს პატარა (Small Blind) და დიდი ბლაინდი (Big Blind). დიდი ბლაინდი 2ჯერ მეტია პატარა ბლაინდზე.

ყველა მოთამაშეს ურიგდება 2 დახურული კარტი, შემდეგ დებენ ფსონებს , შემდეგ მაგიდაზე იდება 3 გახსნილი კარტი (Flop), ისევ ფსონები, შემდეგ მაგიდაზე იდება ერთი გახსნილი კარტი(Turn),ისევ ფსონები და ისევ ერთი გახსნილი კარტი (River). და ხდება საბოლოო ფსონების დადება.

 

Omaha – მისი წესები ძალიან ახლოსაა TexasHold’em –თან

ყველაფერი ისეა როგორც TexasHold’em  –ში, განსხვავება არის ის რომ მოთამაშეებს ურიგდებათ 4 დახურული კარტი, და მათ კომბინაცია უნდა შეკრან ხელში არსებული 4 კარტიდან 2–ით და მაგიდაზე არსებული 5 კარტიდან 3–ით.

Badugi – ეს არის ყველაზე “ახალგაზრდა” პოკერის სახეობა რომელიც გამოიგონეს კორეაში. მოთამაშეებს ურიგდებათ 4–4 დახურული კარტი, ისინი აკეთებენ ფსონებს, შემდეგ ცვლიან ერთმანეთში კარტს და ისევ აკეთებნ ფსონებს,ისევ კარტების გაცვლა, ისევ ფსონები , ისევ გაცვლა და ისევ ფსონები.   გამარჯვებულად ითვლება ყველაზე დაბალი 4 კარტიანი კომბინაცი. ყველაზე ზლიერი კომბინაცია არის სხვადასხვა ფერის 4 დაბალი კარტი 4♥ 3♠ 2♣A♦

aaae6fcf78ea

World Series of Poker

 

World Series of Poker– ყველაზე პრესტიჟული მსოფლიო ტურნირი. იგი ტარდება ყოველ წელს აშშ–ში ქალაქ ლას–ვეგასში. გრძელდება ერთ თვეზე მეტი და შედგება 50–ზე მეტი პატარა ტურნირებისგან. ტურნირის გამარჯვებული ჯილდოვდება პოკერის სამაჯურით.  World Series of Poker – ი მთავრდება “მთავარი ტურნირით” Main Event პირველადი შენატანით 10 000 USD

პირველი მასშტაბური ტურნირი ჩატარდა 1968 წელს, როდესაც ტომ მურმა სან–ანტონიოდან, თავისი სასტუმროს Holiday Hotel and Casino პოპულარობისთვის.   The Texas Gamblers Reunion ერქვა ტურნირს და ის ითვლება World Series of Poker  პირველ ტურნირად. მასში გაიმარჯვა კრენდელ ადინგტონმა.

პირველი ოფიციალური ტურნირი კი ჩატარდა 1970 წელს Benny Binion –ის ინიციატივით. რომელიც გაგრძელდა ერთი კვირის განმავლობაში სასტუმრო Benny Binion’s Horseshoe –ში. მასში მხოდლო 7 მოთამაშე ღებულობდა მონაწილეობას. გამარჯვებული კი გახდა Johnny Moss –ი . რომელმაც მიიღო ვერცხლის თასი და მსოფლიო ჩემპიონის წოდება პოკერში. და სწორედ მაშინ დაერქვა ამ ტურნირს World Series of Poker» (WSOP)

ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას და მასთან ერთად იზრდებოდა საპრიზო ფონდიც. თუ 1971 წელს ტურნირში მონაწილეობა მიიღო 6 –მა ადამიანმა და საპრიზო ფონდი იყო 30 000 USD ,2006  წელს ამერიკელმა Jamie Gold –მა,  რომელმაც დაამარცხა 8772 მოთამაშე , მოიგო 12 000 000 USD.  2007 წელს ამერიკის მთავრობა იბრძოდა ინტერნეტ პოკერის წინააღმდეგ, ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა ცოტატი შემცირდა 6358  მოთამაშე იყო, სადაც გაიმარჯვა Jerry Yang, რომელმაც მოიგო 8 250 000 USD.

 

P.S. თუ ტერმინოლოგიაში, წესებში ან გრამატიკაში ოდნავი უზუსტობებია წინასწარ გიხდით ბოდიშს.

მსგავსი ამბები

Back to top button