სურათების სერია, რომელიც უბრალოდ უნდა ნახო
საიტს, სადაც ამ სურათებს წავაწყდი, უკვე ბევრი მომხმარებელი ყავს და არაა გამორიცხული რომელიმე თქვენგანს უკვე ნანახი ჰქონდეს, მაგრამ მე მინდა ყველამ ნახოს ფოტოკოლაჟი, რომელსაც “საგნები უცნაურია” ქვია. : ))
მოკლედ დავიწყოთ თავიდან… :yes:
პირველ სურათზე ჩანს ჩვეულებრივი სააბაზანო. ერთი შეხედვით, არც არაფერია ისეთი, რაც ამ სერიის სათაურს გაამართლებს და რაიმეს უცნაურად მოგვაჩვენებს, მაგრამ…
2.
მეორე სურათზე უკვე შეიმჩნევა ფეხი მამაკაცისა, რაც გვაძლევს საშუალებას გავიაზროთ სააბაზანოს ზომები, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებით იმას, თუ რა ხდება…
მესამე სურათზე კვანძი თითქოს იხსნება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია სათაურში დაპირებული უცნაურობისა, რადგან…
4.
მეოთხე სურათზე მოულოდნელად ირკვევა, რომ მესამე სურათი მართლაც სურათია, ერთ-ერთ წიგნშია დაბეჭდილი და კაცის ზომები თითის ზომასთან შედარებით ძალიან მცირეა…
5.
მეხუთე სურათზე ვხედავთ, რომ ამ წიგნს ამავე თითის პატრონი მამაკაცი კითხულობს
6.
მეექვსე სურათზე ჩანს, თუ რა პატარაა ეს კაცი იმ გარემოსთან შედარებით, სადაც ის იმყოფება…
7.
მეშვიდე სურათზე ირკვევა, რომ მეექვსე სურათიც მართლა სურათია და…
8.
…ამჯერად კედელზე კიდია…
9.
კედელი კი იმ სააბაზანოს ეკუთვნის, საიდანაც ყველაფერი დაიწყო! :)
P.S. ეს გახლავთ DUANE MICHALS -ის ფოტოების სერია. კიდევ აქვს ბევრი მსგავსი და თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ. : ))