საქორწილო ტორტი
საქორწილო ტორტის გამოცხობა ერთ–ერთი უძველესი რიტუალია. ანტიკურ საბერძნეთში საქორწილოდ ამზადებდნენ არა ტორტს, არამედ პურის ბლითებს და მას კი არ ჭამდნენ, ახლდაქორწინებულებს ესროდნენ. ძალიან ხშირად ნეფე–პატარძალი დალილავებული ტოვებდა საქორწილო სუფრას. დროთა განმავლობაში ამ ტრადიციამ სახე იცვალა, შემდეგ პურს პატარძალს თავზე აფშვნიდნენ, სიძეს კი ცოლის თმიდან ნამცეცები უნდა ამოეკრიფა და … შეეჭამა.
ბევრ ქვეყანაში საქორწილო პურთან განსაკუთრებული ცერემონია იყო დაკავშირებული. ჩრდილოეთ შოტლანდიაში პურის კვერებით სავსე კალათას პატარძალს თავზე დაადგამენ და მას ეს კალათა მანამდე უნდა ეტარებინა, სანამ არ დაიცლებოდა. ჩინეთში პურს ნეფე–პატარძალს თავზე გაჭიმულ ზეწარზე აყრიდნენ.
პირველი `ნამდვილი~ კრემიანი ტორტი კი დაამზადეს ლონდონში XIX საუკუნეში და ეს ტორტი გამოსახავდა სენტ–პრაიდეს ეკლესიის გუმბათს.